დღეს14:10
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები
დღეს15:10
როგორ ვისარგებლოთ ავერსის სასაჩუქრე ბარათით და როგორ გავხდეთ მტრედი ბარათის გათამაშების მონაწილე.
დღეს19:10
ფიდეს გრან-პრის გათამაშება და ბელა ხოტენაშვილის წარმატება.
თენგიზ უთმელიძე თავის ანსამბლში მიიწვიეს ლეგენდარულმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა. იგი წლების განმავლობაში ქ-ნ ნინო რამიშვილის პარტნიორი იყო ცეკვა „ქართულში“. ტარიელის დასამახსოვრებელი სახე შექმნა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე აგებულ ქორეოგრაფიულ კომპოზიციაში „ქაჯეთის ციხის აღება“.
თენგიზ უთმელიძის ცეკვა გამოირჩეოდა შესრულების მაღალი კულტურით, დახვეწილი არისტოკრატიზმით, ცეცხლოვანი ტემპერამენტით და სცენური მომხიბვლელობით. იგი ქართული ცეკვის ჭეშმარიტი რაინდი იყო. ანსამბლში მუშაობის პარალელურად დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყოფილება. შექმნა ანსამბლის უნიკალური ფოტომატიანე და არაერთი გამოფენის შემდეგ ცალკე წიგნად გამოსცა სათაურით „რომანტიკული ფოტომატიანე - სუხიშვილები“.
ანსამბლიდან წასვლის შემდეგ თენგიზ უთმელიძე წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში, განათლებისა და კულტურის სამინისტროებში. იყო საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ქორეოგრაფიის განყოფილების გამგე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზას“ გენერალური დირექტორი და ა.შ. მისი უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა პროფესიული დღესასწაული „ქართული ქორეოგრაფიის დღე“, რომელიც ყოველწლიურად 11 ივნისს აღინიშნება.
სტუმრები: თენგიზ უთმელიძე, ფრიდონ სულაბერიძე, ლადო კახაძე, შოთა ჩაკვეტაძე.
წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
20 მაისი 2013
20 მაისი 2013
20 მაისი 2013
20 მაისი 2013
ყოველდღე, 13-22 მაისს, შაბათ-კვირის გარდა 12.30 სთ-ზე
მაჩვენე მეტი