საზოგადოებრივი
104.5 FM
  •  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები მხოლოდ 8 პარლამენტარმა გაიზიარა. სხდომაზე 124 პარლამენტარმა გაიარა რეგისტრაცია.        საქართველო კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტმა დაამტკიცა 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ. პარლამენტის თავჯდომარემ დეპუტატებს ახალი კონსტიტუციის მიღება მიულოცა.        შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.        როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.         ”მიიღებთ ამ კონსტიტუციას, ხელს მოაწერთ მას. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას”, - განაცხადა გოცირიძემ. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სულხან კომახიძემ სასამართლო დატოვა. როგორც სულხან კომახიძემ განაცხადა, მან გამოიყენა იგივე უფლება რაც გამოძიების სხვა ეტაპზე და არ მისცა ჩვენება.        "ფაქტია, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემა შეწყდა. მე იგივე უფლება გამოვიყენე რაც მქონდა. სახელმწიფო ბრალდებას ეს რესურსი რასაც ახლა ხარჯავს, გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის ძიებისას რომ გამოეყენებინა, გიორგი მამალაძე დღეს უკანონო მსჯავრდებული არ იქნებოდა", - განაცხადა სულხან კომახიძემ.          ამჟამად საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის 2 ადვოკატის დაკითხვა მიმდინარეობს. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიხეილ რამიშვილი და პაატა მეხრიშვილი იკითხება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებული საქველმოწმედო საფეხბურთო მატჩი პოლიტიკურ აგიტაციათ არ ჩათვალა.       საია-ს იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საინტერესოა სასამართლო განმარტება როგორი იქნება აგიტაციასთან და უკანონო აგიტაციასთან დაკავშირებით.     მისი თქმით, ორგანიზაციამ 2016 წელსაც მიმართა ცესკო-ს და სასამართლოს, როდესაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო აგიტაციაში და ადგილი ჰქონდა სოციალურ მიმართვებს.“როგორც კი ანდრეი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, ჩვენ დაუყოვნებლივ განცხადებით მივმართეთ ცესკო-ს. განცხადებაში საუბარი იყო, რომ შევჩენკო კახი კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და ის მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა. აქედან გამომდინარე,  ამ შემთხვევას ვაფასებთ, როგორც სააგიტაციო ღონისძიებას და ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში უკანონო აგიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა აგიტაციაში. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანდიდატის ხელშეწყობას და მეორე შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანონით ეკრძალებათ საააგიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს ღონისძიება მიმართული იყო იმ კუთხით, რომ ადგილი ჰქონოდა აგიტაციას“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.      ცესკო-მ განმარტა, რომ გამართული მატჩი არ იყო სააგიტაციო ღონისძიება და ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებას.    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ანდრეი შევჩენკომ სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩის შემდეგ განაცხადა - „ჩემს მეგობარ კახი კალაძეს წარმატებას გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპროდაქშენი“, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.      პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ახლად გახსნილი საწარმო მშენებლობის სფეროში ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოიტანს. „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს - „თბილცემენტ გრუპისა“ და „ეფ-პი-სის“ ბაზაზე, რომელთაგან თითოეული იყო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი. ორივეს სახელმწიფო დაეხმარა ფინანსურ კომპონენტში და ძალიან კარგია, რომ მოინახა სინერგია.საწარმო „მეგაპროდაქშენი“ გახლავთ მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი დამაჩქარებელი. ის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც ეს საწარმო აწარმოებს, იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად აჩქარებს, აიაფებს მშენებლობას და ხარისხის მაჩვენებლებიც ძალიან სახარბიელო აქვს", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის სექტორში არსებულ დიდ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთლიანად ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა.        გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ბიზნესმენს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა და შესაძლებლობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, როგორი იტალიური დანადგარებიც აქვს "მეგაპროდაქშენს", რაც ძალიან დიდ უკუგებას მოიტანს, პირველ რიგში, კერძო სექტორში არსებული ზრდიდან და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მიმართულებით გაზრდილი დანახარჯებიდან გამომდინარე.        პრემიერ-მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა  - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127.      გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია. 8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა.საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინი ხმის მიცემის პრინციპით შეერჩია. ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, „ფეისბუქის“ საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-ზე 2017 წლის 13 ოქტომბრის 12 საათამდე იყო შესაძლებელი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ.        დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებს ვეტოს შინაარსი  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა  ანა დოლიძემ  გააცნო.       დოლიძის თქმით, ეს დღე არის ისტორიული, რადგან პრეზიდენტის ვეტო გამოყენებული იქნა კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებით.       საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას, დოლიძის გარდა, პრეზიდენტის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებიან.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ადვოკატები პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს საქალაქო სასამართლოში დაიკითხებიან.        პაატა მეხრიშვილის  განცხადებით,   მათ აქვთ უფლება არ მისცენ ჩვენება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. შესაბამისად, მეხრიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას ჩვენებას არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არ მისცემს.        შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების მიუხედავად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს - პაატა მეხრიშვილს, მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუციათ.     მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
პოლიტიკა
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 15:18:00
 პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები მხოლოდ 8 პარლამენტარმა გაიზიარა. სხდომაზე 124 პარლამენტარმა გაიარა რეგისტრაცია.        საქართველო კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტმა დაამტკიცა 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ. პარლამენტის თავჯდომარემ დეპუტატებს ახალი კონსტიტუციის მიღება მიულოცა.        შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.
წაკითხვა
პოლიტიკა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 15:13:00
 ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.        როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.         ”მიიღებთ ამ კონსტიტუციას, ხელს მოაწერთ მას. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას”, - განაცხადა გოცირიძემ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 15:13:00
 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სულხან კომახიძემ სასამართლო დატოვა. როგორც სულხან კომახიძემ განაცხადა, მან გამოიყენა იგივე უფლება რაც გამოძიების სხვა ეტაპზე და არ მისცა ჩვენება.        "ფაქტია, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემა შეწყდა. მე იგივე უფლება გამოვიყენე რაც მქონდა. სახელმწიფო ბრალდებას ეს რესურსი რასაც ახლა ხარჯავს, გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის ძიებისას რომ გამოეყენებინა, გიორგი მამალაძე დღეს უკანონო მსჯავრდებული არ იქნებოდა", - განაცხადა სულხან კომახიძემ.          ამჟამად საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის 2 ადვოკატის დაკითხვა მიმდინარეობს. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიხეილ რამიშვილი და პაატა მეხრიშვილი იკითხება.
წაკითხვა
პოლიტიკა
საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:27:00
საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებული საქველმოწმედო საფეხბურთო მატჩი პოლიტიკურ აგიტაციათ არ ჩათვალა.       საია-ს იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საინტერესოა სასამართლო განმარტება როგორი იქნება აგიტაციასთან და უკანონო აგიტაციასთან დაკავშირებით.     მისი თქმით, ორგანიზაციამ 2016 წელსაც მიმართა ცესკო-ს და სასამართლოს, როდესაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო აგიტაციაში და ადგილი ჰქონდა სოციალურ მიმართვებს.“როგორც კი ანდრეი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, ჩვენ დაუყოვნებლივ განცხადებით მივმართეთ ცესკო-ს. განცხადებაში საუბარი იყო, რომ შევჩენკო კახი კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და ის მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა. აქედან გამომდინარე,  ამ შემთხვევას ვაფასებთ, როგორც სააგიტაციო ღონისძიებას და ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში უკანონო აგიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა აგიტაციაში. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანდიდატის ხელშეწყობას და მეორე შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანონით ეკრძალებათ საააგიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს ღონისძიება მიმართული იყო იმ კუთხით, რომ ადგილი ჰქონოდა აგიტაციას“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.      ცესკო-მ განმარტა, რომ გამართული მატჩი არ იყო სააგიტაციო ღონისძიება და ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებას.    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ანდრეი შევჩენკომ სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩის შემდეგ განაცხადა - „ჩემს მეგობარ კახი კალაძეს წარმატებას გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრემიერმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:25:00
 სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპროდაქშენი“, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.      პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ახლად გახსნილი საწარმო მშენებლობის სფეროში ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოიტანს. „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს - „თბილცემენტ გრუპისა“ და „ეფ-პი-სის“ ბაზაზე, რომელთაგან თითოეული იყო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი. ორივეს სახელმწიფო დაეხმარა ფინანსურ კომპონენტში და ძალიან კარგია, რომ მოინახა სინერგია.საწარმო „მეგაპროდაქშენი“ გახლავთ მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი დამაჩქარებელი. ის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც ეს საწარმო აწარმოებს, იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად აჩქარებს, აიაფებს მშენებლობას და ხარისხის მაჩვენებლებიც ძალიან სახარბიელო აქვს", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის სექტორში არსებულ დიდ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთლიანად ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა.        გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ბიზნესმენს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა და შესაძლებლობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, როგორი იტალიური დანადგარებიც აქვს "მეგაპროდაქშენს", რაც ძალიან დიდ უკუგებას მოიტანს, პირველ რიგში, კერძო სექტორში არსებული ზრდიდან და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მიმართულებით გაზრდილი დანახარჯებიდან გამომდინარე.        პრემიერ-მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
წაკითხვა
საზოგადოება
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:22:00
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა  - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127.      გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია. 8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა.საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინი ხმის მიცემის პრინციპით შეერჩია. ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, „ფეისბუქის“ საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-ზე 2017 წლის 13 ოქტომბრის 12 საათამდე იყო შესაძლებელი.
წაკითხვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:19:00
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ.        დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებს ვეტოს შინაარსი  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა  ანა დოლიძემ  გააცნო.       დოლიძის თქმით, ეს დღე არის ისტორიული, რადგან პრეზიდენტის ვეტო გამოყენებული იქნა კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებით.       საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას, დოლიძის გარდა, პრეზიდენტის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებიან.
წაკითხვა
პოლიტიკა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:17:00
ადვოკატები პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს საქალაქო სასამართლოში დაიკითხებიან.        პაატა მეხრიშვილის  განცხადებით,   მათ აქვთ უფლება არ მისცენ ჩვენება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. შესაბამისად, მეხრიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას ჩვენებას არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არ მისცემს.        შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების მიუხედავად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს - პაატა მეხრიშვილს, მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუციათ.     მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.
წაკითხვა
პოლიტიკა
ჟვანია: ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი გატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:14:00
 არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 22 პოლიტიკური გაერთიანება, 5 საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი გატარდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.        ცესკო-ს თავმჯდომარემ   ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური  ანგარიში გააცნო.        ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.      თამარ ჟვანიამ   პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული  საქმიანობაც  დეტალურად გააცნო.
წაკითხვა
პოლიტიკა
ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად შესაძლოა დავით ნარმანია დაინიშნოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 15:18:00
             საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, გერმანიაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე განხილვები ჯერჯერობით არ დაწყებულა.            „ლადო ჭანტურია ჯერ კიდევ არის ელჩი გერმანიაში. მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მოხდა. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორებთან, ვგულისხმობ გერმანიასთან კონსულტაციებს წარდგენის შემდეგ. როდესაც დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ ყვეელა ინფორმირებული იქნება. განხილვები დაწყებული არ არის“, - განაცხადა ჯანელიძემ.         ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა, შესაძლოა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაიკავოს.       „ვერ გეტყვით, მე პირველად მესმის ამგვარი რამ“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.
წაკითხვა
პოლიტიკა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 15:15:00
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.    დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეკლესიისთვის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.   კითხვაზე, განიხილა თუ არა სინოდის სხდომამ მისი საკითხი, მეუფემ დაადასტურა, რომ განიხილა. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, მას გაფრთხილება არ მიუღია.   „ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, დიახ, რა თქმა უნდა, ჩემზეც, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 15:14:00
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.            „საქართველოს კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია.        რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია:         1 . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე (N 07-3/52, 01.05.2017) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (N 07-1/13, 9.10.2017) განხილვა.      2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.          პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ვინაობა ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:08:00
 აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან.        ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.      „ახალი 25 ნეშტი არის იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ზოგადად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი ძალიან პოზიტიურად, დინამიკურად წავიდეს. მთლიანად წინა წლების განმავლობაში მოხდა 101 პირის გადმოსვენება, იდენტიფიცირება და გადაცემულია მათი ნეშტები ოჯახებს და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი. მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ თავისი თავი გადაერჩინათ, მაგრამ მათ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.           სოზარ სუბარის თქმით, დაღუპულთა ოჯახებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრის კომიტეტისგან შესაბამისი თანხმობა იყო.
წაკითხვა
პოლიტიკა
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებისგან ჩვენებების მიღებას სასამართლოს ძალით შეეცდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:05:00
პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებისგან ჩვენებების მიღებას სასამართლოს ძალით შეეცდება. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, უწყება ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესებიდან მასალების მედიაში გასაჯაროვების საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ყველას დაკითხავს, ვისი დაკითხვის საჭიროებაც დადგება.      შეგახსენებთ,   საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების მიუხედავად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს - მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუციათ.       მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრემიერი: სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:04:00
სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალათ.   ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხდა, სადაც ის თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.       კვირიკაშვილის   განცხადებით, ხელისუფლებას შესწევს ძალა, მის მიერ მოპოვებული სტაბილურობა რისკის ქვეშ არ დააყენოს.         „ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანი არის ის, რომ არჩევნების წინ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს, რაიმე ხელს უშლის სტაბილურად, მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. მე ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და ამას ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ასევე მინდა ვთქვა ის, რომ ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა სხდომის ტრანსლაცია, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად“, - განაცხადა პრემიერმა.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრემიერი:დასრულდა ხანა, როცა ოპოზიცია წარმატებულად ახერხებდა სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:02:00
პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას მოსახლეობის აზრის ”სიცრუით მართვის” მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში დასრულდა ეს დრო.          ამ განცხადებით პრემიერი თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.       „ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არა აქვს და ვერ ექნება. დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით“, - დასძინა პრემიერმა.       მისი   თქმით, გუშინდელ აქციებზე სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალათ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 10:59:00
 საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.      პატრიარქის მდივანის   მიქაელ ბოტკოველის  განცხადებით,   წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები მხოლოდ მღვდელმთავრებისთვის არის ცნობილი. სხდომას ეყოლება მდივანი, რომელიც მოგვიანებით წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ განცხადებას გააკეთებს.      წმინდა სინოდის სხდომა წელს მეორედ იმართება. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სინოდი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ძირითადად წელიწადში ორჯერ იკრიბება.       წმინდა სინოდის სხდომა 2017 წლის 9 მარტსაც გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განიხილეს.
წაკითხვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 10:53:00
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.        შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს.       თბილისის საკრებულოსთან გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა. პარალელურად ასევე მიმდინარეობდა „ევროპული საქართველოს“ აქციაც. საკრებულოს შენობასთან გუშინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
წაკითხვა
პოლიტიკა
რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე დღეს პრეზიდენტს მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 10:52:00
 მმართველი უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბრისთვის გეგმავს. პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.        როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის დღეს 11  საათისათვის პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს, ხოლო სხდომის მოწვევა მოთხოვნილი იქნება 13 ოქტომბრის 11  საათიდან.
წაკითხვა
კულტურა
თელონიუს სფირ მონკი 100
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 09:15:00
თელონიუს სფირ მონკის დაბადებიდან 100 წელი გავიდა, მუსიკოსი, რომელსაც ჯაზის ფილოსოფოსს უწოდებენ.გადაცემის სტუმარი: ლადო ტატიშვილიგადაცემის წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილიგადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალაძე
წაკითხვა

უახლესი