საზოგადოებრივი
104.5 FM
  • ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე შვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით      საქართველოს პრეზიდენტს , პრემიერ-მინისტრს, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართავს.       ნინო დიდებულიძის  განცხადებით,     ორი დღის განმავლობაში გროვდებოდა ხელმოწერები, რომელსაც მიმართვასთან ერთად ოთხ ინსტანციაში შეიტანს.     "თუ მოხდა ისე, რომ ოქროპირიძე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ეს იქნება სახელმწიფოს სირცხვილი და სახელმწიფო ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. ჩემთან ახლა რომ მოვიდეს და მომკლას კიდევაც, არ მეშინია. მე ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლის შემდეგ პოლიცია მეტად უფრო მობილიზებული უნდა იყოს. ძალიან საშიში დამნაშავე თუ გარეთ გამოვა, დიდი პრობლემა იქნება პირველ რიგში სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  თბილისის იუსტიციის სახლიდან დღეს   სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს, რომელის ჩამოტანაც სახურავიდან  10 ალპინისტის საშუალებით ეტაპობრივად განხორციელდა.     იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის სახურავის ე.წ. პეტალების დასუფთვების ღირებულებამ 40 000 ლარს გადააჭარბა.    „15 ტონა სამშენებლო ნაგავი,  იუსტიციის სახლის სახურავში 2012 წლის ზაფხულში მისი მშენებლობის სწრაფი და უხარისხო დასრულების შედეგად იყო დარჩენილი, თუმცა მისი აღმოჩენა, სახურავის თვისებურების გამო მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც  ძლიერი ქარის დროს გამოწვეული ვიბრაციის გამო სახურავმა ნარჩენების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ერთ ადგილას ჩამოიშლა.  აღნიშნული ფაქტი იუსტიციის სახლის სამუშაო საათებში მოხდა  თუმცა, ინცინდენტს დროს არავინ დაშავებულა მიუხედავად იმისა, რომ  სახურავი უშუალოდ იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელის თვზე, ხალხმრავალ ადგილას დაზიანდა.     შემთხვევის შემდეგ  გაიხსნა და შემოწმდა იუსტიციის სახლის გადახურვის შვიდივე პეტალი, სადაც სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებთნ ერთად რამდენიმე ტონა რკინისა და არმატურის ნარჩენები აღმოჩნდა. მათ შორის ზოგიერთი არმატურის წონა რამდენიმე ასეულ კილოგრამს შეადგენდა.   სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა დაუყოვნებლივ დაიწყო, ვინაიდან რეალური იყო, რომ ინცინდენტის გამეორების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შექმნოდა, როგორც  მომხმარებლის ისე თანამშრომლების სიცოცხლეს.    სახურავის პეტლების დასუთავების ღირებულებამ 40 000 ლარს გადააჭრაბა. ამჟამად იუსტიციის სახლის სახურავი სამშენებლო ნარჩენისგან სრულად დასუფთვებულია, რაც ექსპერტების შეფასებით სახურავის დაზიანების საფთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.     მათივე ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის უხარისხო მშენებლობის შესახებ საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
ლაშა მახარაძის დედა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2015-06-08 13:12:00
ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე შვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით      საქართველოს პრეზიდენტს , პრემიერ-მინისტრს, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართავს.       ნინო დიდებულიძის  განცხადებით,     ორი დღის განმავლობაში გროვდებოდა ხელმოწერები, რომელსაც მიმართვასთან ერთად ოთხ ინსტანციაში შეიტანს.     "თუ მოხდა ისე, რომ ოქროპირიძე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ეს იქნება სახელმწიფოს სირცხვილი და სახელმწიფო ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. ჩემთან ახლა რომ მოვიდეს და მომკლას კიდევაც, არ მეშინია. მე ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლის შემდეგ პოლიცია მეტად უფრო მობილიზებული უნდა იყოს. ძალიან საშიში დამნაშავე თუ გარეთ გამოვა, დიდი პრობლემა იქნება პირველ რიგში სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
წაკითხვა
თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის უხარისხო მშენებლობის შესახებ მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი
გამოქვეყნებულია: 2015-05-19 13:34:00
 თბილისის იუსტიციის სახლიდან დღეს   სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს, რომელის ჩამოტანაც სახურავიდან  10 ალპინისტის საშუალებით ეტაპობრივად განხორციელდა.     იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის სახურავის ე.წ. პეტალების დასუფთვების ღირებულებამ 40 000 ლარს გადააჭარბა.    „15 ტონა სამშენებლო ნაგავი,  იუსტიციის სახლის სახურავში 2012 წლის ზაფხულში მისი მშენებლობის სწრაფი და უხარისხო დასრულების შედეგად იყო დარჩენილი, თუმცა მისი აღმოჩენა, სახურავის თვისებურების გამო მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც  ძლიერი ქარის დროს გამოწვეული ვიბრაციის გამო სახურავმა ნარჩენების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ერთ ადგილას ჩამოიშლა.  აღნიშნული ფაქტი იუსტიციის სახლის სამუშაო საათებში მოხდა  თუმცა, ინცინდენტს დროს არავინ დაშავებულა მიუხედავად იმისა, რომ  სახურავი უშუალოდ იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელის თვზე, ხალხმრავალ ადგილას დაზიანდა.     შემთხვევის შემდეგ  გაიხსნა და შემოწმდა იუსტიციის სახლის გადახურვის შვიდივე პეტალი, სადაც სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებთნ ერთად რამდენიმე ტონა რკინისა და არმატურის ნარჩენები აღმოჩნდა. მათ შორის ზოგიერთი არმატურის წონა რამდენიმე ასეულ კილოგრამს შეადგენდა.   სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა დაუყოვნებლივ დაიწყო, ვინაიდან რეალური იყო, რომ ინცინდენტის გამეორების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შექმნოდა, როგორც  მომხმარებლის ისე თანამშრომლების სიცოცხლეს.    სახურავის პეტლების დასუთავების ღირებულებამ 40 000 ლარს გადააჭრაბა. ამჟამად იუსტიციის სახლის სახურავი სამშენებლო ნარჩენისგან სრულად დასუფთვებულია, რაც ექსპერტების შეფასებით სახურავის დაზიანების საფთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.     მათივე ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის უხარისხო მშენებლობის შესახებ საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.
წაკითხვა

უახლესი