საზოგადოებრივი
104.5 FM
  • დოლარის ოფიციალური ფასი 2.2905 ლარი გახდა ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2905 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2905 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2790 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4907 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5005 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.თემა: ლარის კურსი
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს მოისმენს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშს მოისმენს. დოკუმენტს დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვრიშვილი წარუდგენს.2014 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2014 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.საანგარიშო დოკუმენტის მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 2-4 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩებოდა.ეროვნული ბანკის შეფასებით, 2014 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში არსებული ინფლაცია და მათი ვალუტების გაცვლითი კურსის ცვლილება ახდენდა. წლის პირველ ნახევარში იმპორტული ინფლაცია ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან პარტნიორი ქვეყნების ვალუტათა საგრძნობი გაუფასურების ფონზე, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება ფიქსირდებოდა. შედეგად, იმპორტირებული სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდის ტემპი შედარებით შემცირდა და წლის ბოლოსთვის მისი წვლილი მინიმალური იყო.ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ მიწოდების ფაქტორებთან ერთად, წლის ბოლოსკენ გაძლიერდა ინფლაციის მაჩვენებელზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორებიც. რეგიონში გამწვავებული პოლიტიკური ვითარების და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არასახარბიელო ეკონომიკური ტენდენციების გავლენა უკვე საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა და საგარეო მოთხოვნის შესუსტება გამოიწვია. ექსპორტის კლებასთან ერთად მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ფულად გზავნილებში, მოიკლო ტურისტული შემოსავლების ზრდის ტემპმა. შესუსტებულ საგარეო მოთხოვნას ნაწილობრივ აბალანსებდა ინვესტიციებისა და ადგილობრივი მოხმარების მატება, თუმცა ამან ვერ უზრუნველყო ქვეყნის ერთობლივი მოთხოვნის საკმარისი მატება, როგორც ეს წლის დასაწყისისთვის იყო ნავარაუდევი.როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, ზემოაღწერილი საგარეო შოკების ფონზე, საყურადღებოა ასევე სავალუტო ბაზარზე განვითარებული მოვლენები. აშშ-ში დადებითი ეკონომიკური ტენდენციებისა და მოლოდინების პარალელურად, 2013 წლის ბოლოდან ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაიწყო რაოდენობრივი შერბილების შემცირება და საბოლოოდ, 2014 წლის ოქტომბერში მიიღო გადაწყვეტილება მისი დასრულების შესახებ. აღნიშნული მოვლენების ფონზე, აშშ დოლარმა გამყარება დაიწყო. შედეგად, 2014 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს ვალუტები მნიშვნელოვნად გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ, თუმცა ლარის გაცვლით კურსზე ამ პროცესების გავლენა უფრო მოგვიანებით - წლის ბოლოს აისახა, ვინაიდან პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოური ვალუტის ზომიერი შემოდინებები ფიქსირდებოდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.26 ლარიდან 2.27 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.26 ლარიდან 2.27 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ჯიხურებში დოლარის გაყიდვა 2.24-დან 2.26 ლარამდეა შესაძლებელი.რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურების ნაწილი ევროს 2.50 ლარად, ნაწილი 2.55 ლარად ყიდის, ხოლო ევროს ყიდულობს 2.2.30-2.40 ლარის ფარგლებში.ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3234 გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3234 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3378 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5794 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6204 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0410 ლარი შეადგინა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •   ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის განცხადებით, ბილო დროს საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. როგორც  ფიშერმა  ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმზე განაცხადა, საქართველოს ევროპული კურსი აქვს და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს. ,,თქვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ თქვენს რეგიონსა და უფრო კონკრეტულად თქვენს ქვეყანაზე. საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული ინტერესი და ევროკავშირი ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ”, _განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  მისივე განცხადებით, ავსტრია დაინტერესებულია გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. შეგახსენებთ, რომ ,,თბილისი მარიოტში” ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმი იმართება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ ეროვნული  ბანკის  პრეზიდენტმა  განაცხადა.   თუმცა   გიორგი ქადაგიძე   არ  აკონკრეტებს   რას   გულისხმობს    იგი ე.წ. მეორე თაობის რეფორმებში და რთულ გადაწყვეტილელებში.        როგორც ქადაგიძე   აცხადებს   ამის   შესახებ    ის ისაუბრებს პარლამენტში, როდესაც ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.       ეს გამოსვლა და წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც მომდევნო კვირიდან დაიწყება პარლამენტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო წლიური ანგარიშია.       რაც შეეხება ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის ეროვნული ბანკის ადგილას რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდიდა, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მონეტარული ინსტრუმენტებით და ეროვნულ ბანკში გასაღების ძიება ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის ნაკლებ შემოდინებასთან, სწორი არ არის.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
დოლარის ოფიციალური ფასი 2.2905 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2015-05-28 10:17:00
დოლარის ოფიციალური ფასი 2.2905 ლარი გახდა ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2905 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2905 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2790 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4907 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5005 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.თემა: ლარის კურსი
წაკითხვა
ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს მოისმენს
გამოქვეყნებულია: 2015-05-21 11:24:00
ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს მოისმენს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშს მოისმენს. დოკუმენტს დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვრიშვილი წარუდგენს.2014 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2014 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.საანგარიშო დოკუმენტის მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 2-4 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩებოდა.ეროვნული ბანკის შეფასებით, 2014 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში არსებული ინფლაცია და მათი ვალუტების გაცვლითი კურსის ცვლილება ახდენდა. წლის პირველ ნახევარში იმპორტული ინფლაცია ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან პარტნიორი ქვეყნების ვალუტათა საგრძნობი გაუფასურების ფონზე, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება ფიქსირდებოდა. შედეგად, იმპორტირებული სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდის ტემპი შედარებით შემცირდა და წლის ბოლოსთვის მისი წვლილი მინიმალური იყო.ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ მიწოდების ფაქტორებთან ერთად, წლის ბოლოსკენ გაძლიერდა ინფლაციის მაჩვენებელზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორებიც. რეგიონში გამწვავებული პოლიტიკური ვითარების და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არასახარბიელო ეკონომიკური ტენდენციების გავლენა უკვე საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა და საგარეო მოთხოვნის შესუსტება გამოიწვია. ექსპორტის კლებასთან ერთად მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ფულად გზავნილებში, მოიკლო ტურისტული შემოსავლების ზრდის ტემპმა. შესუსტებულ საგარეო მოთხოვნას ნაწილობრივ აბალანსებდა ინვესტიციებისა და ადგილობრივი მოხმარების მატება, თუმცა ამან ვერ უზრუნველყო ქვეყნის ერთობლივი მოთხოვნის საკმარისი მატება, როგორც ეს წლის დასაწყისისთვის იყო ნავარაუდევი.როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, ზემოაღწერილი საგარეო შოკების ფონზე, საყურადღებოა ასევე სავალუტო ბაზარზე განვითარებული მოვლენები. აშშ-ში დადებითი ეკონომიკური ტენდენციებისა და მოლოდინების პარალელურად, 2013 წლის ბოლოდან ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაიწყო რაოდენობრივი შერბილების შემცირება და საბოლოოდ, 2014 წლის ოქტომბერში მიიღო გადაწყვეტილება მისი დასრულების შესახებ. აღნიშნული მოვლენების ფონზე, აშშ დოლარმა გამყარება დაიწყო. შედეგად, 2014 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს ვალუტები მნიშვნელოვნად გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ, თუმცა ლარის გაცვლით კურსზე ამ პროცესების გავლენა უფრო მოგვიანებით - წლის ბოლოს აისახა, ვინაიდან პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოური ვალუტის ზომიერი შემოდინებები ფიქსირდებოდა.
წაკითხვა
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.26 ლარიდან 2.27 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი
გამოქვეყნებულია: 2015-05-21 11:20:00
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.26 ლარიდან 2.27 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.26 ლარიდან 2.27 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ჯიხურებში დოლარის გაყიდვა 2.24-დან 2.26 ლარამდეა შესაძლებელი.რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურების ნაწილი ევროს 2.50 ლარად, ნაწილი 2.55 ლარად ყიდის, ხოლო ევროს ყიდულობს 2.2.30-2.40 ლარის ფარგლებში.ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3234 გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3234 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3378 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5794 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6204 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0410 ლარი შეადგინა.
წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო გადის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრის პერიოდს
გამოქვეყნებულია: 2015-05-19 11:40:00
წაკითხვა
ჰაინც ფიშერი: საქართველოზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ
გამოქვეყნებულია: 2015-05-19 11:36:00
  ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის განცხადებით, ბილო დროს საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. როგორც  ფიშერმა  ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმზე განაცხადა, საქართველოს ევროპული კურსი აქვს და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს. ,,თქვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ თქვენს რეგიონსა და უფრო კონკრეტულად თქვენს ქვეყანაზე. საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული ინტერესი და ევროკავშირი ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ”, _განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  მისივე განცხადებით, ავსტრია დაინტერესებულია გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. შეგახსენებთ, რომ ,,თბილისი მარიოტში” ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმი იმართება.
წაკითხვა
გამოსავალი არის ე.წ. მეორე თაობის რეფორმებში და ასევე არაპოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებში, რომელიც აუცილებლად არის მისაღები
გამოქვეყნებულია: 2015-05-14 11:08:00
ამის შესახებ ეროვნული  ბანკის  პრეზიდენტმა  განაცხადა.   თუმცა   გიორგი ქადაგიძე   არ  აკონკრეტებს   რას   გულისხმობს    იგი ე.წ. მეორე თაობის რეფორმებში და რთულ გადაწყვეტილელებში.        როგორც ქადაგიძე   აცხადებს   ამის   შესახებ    ის ისაუბრებს პარლამენტში, როდესაც ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.       ეს გამოსვლა და წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც მომდევნო კვირიდან დაიწყება პარლამენტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო წლიური ანგარიშია.       რაც შეეხება ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის ეროვნული ბანკის ადგილას რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდიდა, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მონეტარული ინსტრუმენტებით და ეროვნულ ბანკში გასაღების ძიება ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის ნაკლებ შემოდინებასთან, სწორი არ არის.
წაკითხვა

უახლესი