საზოგადოებრივი
104.5 FM
  •  რიგგარეშე სხდომების დასრულებამდე, პარლამენტში შესაძლოა, ახალი ფრაქციის ფორმირება მოხდეს.   ეს "ლიბერალ-დემოკრატების" ფრაქცია იქნება , რომელშიც "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ოთხი დეპუტატი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კიდევ უფრო ადრე გამიჯნული მაჟორიტარები გაერთიანდებიან.       გავრცელებული   ინფორმაციით, ახალი ფრაქციის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია და მის შემადგენლობაში შევლენ: პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე, ასევე კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი, რომლებიც ამჟამად ფრაქციით - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები", უმრავლესობაში შედიან. როგორც პარლამენტში ითქვა, მოლაპარაკების პროცესი სხვა ყოფილ "ნაციონალ" მაჟორიატრებთანაც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ახალი ფრაქციაში ექვზე მეტი წევრი იყოს.           წინასწარი    ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის ფორმატში დაწყებული თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით გაგრძელდება, რაც უკვე საშემოდგომოდ იგეგმება. პარლამენტში ისიც ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლების გვერდით შესაძლოა ვიხილოთ ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ.    ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა  განაცხადა.ნოდარ ხადურმა ყველა სახელმწიფო უწყებას შექმნილი სიტუაციის გაგებისთვის მადლობა გადაუხადა.     მისი   ინფორმაციით, ბიუჯეტში ცვლილებები კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეხებია და მხოლოდ მიმდინარე ხარჯები შემცირდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან.          ამის შესახებ   კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც ზოოპარკის დასუფთავების კუთხით, ასევე ცხოველების ძებნის კუთხით.      "ყველა სამსახური, რომელიც ჩართულია კრიზისის ლიკვიდაციაში, აკეთებს თავის მაქსიმუმს. როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, მათ კიდევ დაკარგული ჰყავთ ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. საძიებო ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ და მიმდინარეობს ძიების სამუშაოები. ძალიან ბევრი გამოძახებაა და ყველა გამოძახებაზე არის რეაგირება. ჩვენ მონადირეების ჯგუფის ჩართვა გვაქვს ორგანიზებული საძიებო სამუშაოებში. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოჰყვება", - განაცხადა ჯანელიძემ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პროკურატურის წარმომადგენელის     ჯარჯი წიკლაურის  განცხადებით,    გრიფი აეხსნა იმ ნაწილს, რაზეც კონტრდაზვერვამ დართო ნება.     "პროკურატურამ თავის დროზე საქმეს მოხსნა გრიფი "საიდუმლო". ჩვენ გავმიჯნეთ საიდუმლო დოკუმენტაცია არასაიდუმლოსგან, რათა სასამართლო პროცესი ყოფილიყო საჯარო. მიუხედავად, პროკურატურის ძალისხმევისა, პირველივე სხდომაზე თავად ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა, რასაც მოყვა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების საიდუმლო რეჟიმში განხილვა. ამდენად, სასამართლოს განჩინებაც, რომელიც ჩვენს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით გამოცხადდა დახურულ სხდომაზე და მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ადვოკატებს ეს განჩინება გადაეცათ საიდუმლო ნაწილში დაშტრიხული სახით. კერძოდ, დაშტრიხულია ამ განჩინებაში არსებული საიდუმლო ინფორმაცია, ვინაიდან ადვოკატებს არ აქვთ შესაბამისი დაშვება აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციაზე. სწორედ ამის გამო მოგვიწია სააპელაციო საჩივრის შეტანა საიდუმლო წესით, ვინაიდან სასამართლოს განჩინების მსგავსად,  მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც პროკურატურამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, პარალელურ რეჟიმში მან კვლავ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გამიჯნა სააპელაციო საჩივრის საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი, კერძოდ, დაიშტრიხა სააპელაციო საჩივარში არსებული საიდუმლო ინფორმაცია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ       ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული. "ევროკავშირმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რათა შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიულ და განსხვავებულ პოლიტიკას", - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც 494-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი, 135 კი წინააღმდეგ გამოვიდა.       რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს შეიმუშავოს რუსეთთან და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის სამომავლო სტრატეგია. ამასთან დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა უნდა დახარჯოს უფრო მეტი იმისათვის, რათა რუსულ პროპაგანდასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთში დამოუკიდებელ მოქალაქეთა ჯგუფებს დაეხმაროს.      ევროპარლამენტის წევრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში აგრესიული ქმედებების გაგრძელებამ ევროპასა და რუსეთს შორის კავშირები ჩიხში შეიყვანა. მისი  განცხადებით, ახლა მოსკოვზეა დამოკიდებული თუ რომელ გზას აირჩევს - თანამშრომლობის თუ იზოლაციის გაღრმავების.       ევროკავშირის ლიდერები 25-26 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე რუსეთთან დაკავშირებით ბლოკის პოლიტიკის შესახებ იმსჯელებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აცხადებს   ,, თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.         ფარცხალაძის გვარი ისევე, როგორც მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის გვარი ირაკლი ალასანიამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილისა და მოსამართლეების კომუნიკაციის კონტექსტში ახსენა.       არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ აქვს თუ არა მას მტკიცებულებები ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრის თაობაზე.       ირაკლი ალასანია  აცხადებს,   რომ მტკიცებულებების მოძიების პროცესშია, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ამ საკითხში ასევე ჩართულია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის კომუნიკაცია შედგა დაინტერესებულ მხარეებთან.         ალასანიას თქმით, ფარცხალაძე არც არასდროს ჩამოშორებია პროკურატურის საქმიანობას, თუმცა ამ საქმეში მისი ჩართულობა განსაკუთრებით დიდია.          რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის როლს, ირაკლი ალასანიას თქმით, მას ორჯერ ჰქონდა შეხება საქმის მოსამართლესთან, თუმცა ვერ დაამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ზეწოლას.       ალასანიას თქმით, ის ინფორმირებულია იმ მოსამართლის ვინაობის შესახებაც, რომელსაც, უნდათ, რომ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე დაეწეროს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • კონსტიტუციონალისტ ჯონი ხეცურიანის ინფორმაციით, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გადაწყვიტა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საკითხი ღიად დაეტოვებია.        ჯონი ხეცურიანი ერთ-ერთი იყო, ვინც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წინააღმდეგია და საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის თაობაზე კონსტიტუციიდან ჩანაწერის ამოღების ინიციატივით გამოვიდა.        ხეცურიანის თქმით, საპირისპირო პოზიცია ჰქონდთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც თქვეს, რომ ამ ინსტიტუტის საქართველოში დანერგვას დასავლეთში დადებითად შეხვდნენ და შესაბამისი პროექტიც იყო დაფინანსებული.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრაზე მოხდა გარიგება,   რომელიც კაბელების საქმეზე დაკავებულებს უკავშირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირთა საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობას.        იგი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გაააქტიურონ.        ამასთან, რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს, დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად მოახსენოს.        გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო (მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში) და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარდამჭერთა რიცხვი 2008 წლიდან მოყოლებული 14-დან 69-მდე გაიზარდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ესტონეთი მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.     ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა.        შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობის დადასტურებად განიხილავს.     პრემიერმა ტოომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.    ხაზი გაესვა ესტონეთთან თანამშრომლობას ელექტრონული მმართველობის სფეროში.         პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ესტონეთის ექსპერტულ დახმარებას მიესალმება. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები. შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების, ეფექტური მმართველობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სამეწარმეო საქმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას ისახავს მიზნად.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ზურაბ აზნაურაშვილის   განცხადებით,   ამ შემთხვევაში ისინი კანონმდებლობის იმ მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ, რომლის მიხედვითაც,  უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს.      "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შეიცვალოს პარტიის თავმჯდომარე. თუ მოხდება კანონმდებლობის დარღვევა, შეიძლება პროცესში ჩვენი სამსახურიც ჩაერთოს. კანონმდებლობაში არ არის მითითებული დრო, რა ვადაში უნდა მოახდინოს პირმა პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომა თუ ის საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, მაგრამ აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პარტიული საქმიანობა", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.      მან "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ ოთხ წევრსაც მიმართა და მოუწოდა, რომ მათ მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯის შესახებ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმირება მოახდინონ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას, საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.       საკითხს   მიმდინარე კვირის განმავლობაში კომიტეტებში  განიხილავენ,  მომავალ კვირას კი, პირველი მოსმენით სესიაზე გავა.        მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია 55 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი.     აქედან მთავარი კანონპროექტებია "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" პროექტი და "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა ამოქმედებაც 1-ელი აგვისტოდან არის დაგეგმილი.        შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი აირჩევს. სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: - ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.     "რეფორმის მთავარი პრინციპი უწყების დეპოლიტიზირებაა", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი ზვიად ოქროპირიძე.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული საკითხი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.      ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ცნობით, ამ მხრივ იურიდიულ პროცედურებს ელოდებიან.      ამასთან,   ყოფილი  პრეზიდენტი  თანაგუნდელებს  კი  მიაჩნიათ,   თუ    საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიანიჭებს და არ დაუტოვებს საქართველოს მოქალაქეობას, ეს იქნება მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივებით განპირობებილი.     ზურაბ   ჭიაბერაშვილის  განცხადებით,    საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაფერი ამოძრავებს, გარდა მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიმართ პირადი შურისძიებისა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ        იუსტიციის მინისტრმა   განაცხადა.  წულუკიანის   განმარტებით, ფორმალური კუთხით სააკაშვილი ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად მას საქართველოს მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის.     "სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას უკრძალავს. რაკი მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ჩვენთვის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია", - განუცხადა  თეა წულუკიანმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.     მისი თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გადაწყვეტს, ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება, ვინაიდან ხალხი ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, გააუქმებინებს.     რაც შეეხება ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილის გამოხმაურებას, რომ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიხეილ სააკაშვილის დაქვეითებაა, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ "ეს ორღობის ჭორაობა, პროვინციალების, დაბოღმილების ლაპარაკია".
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრობს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას.     ქვეყანაში არსებულ  ეკონომიკურ მდგომარეობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ორი დღის წინ გამოქვეყნდა უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.     "გასული წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ აქედან 90% სწორედ კერძო სექტორზე მოდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე გეტყვით, რომ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის დინამიკაშიც. მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობაშიც, ასევე გაზრდილია სასტუმროების და რესტორნების სექტორი, რაც პოზიტიური სიგნალია და ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია. ველოდებით, რომ გვექნება კარგი ტურისტული სეზონი. აპრილის თვეში ასევე გვქონდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუმცა მონაცემები ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის და არ მინდა წინასწარი კომენტარი გავაკეთო. ეს ყველაფერი გვიმყარებს განცდას, რომ არის პოზიტიური ტენდენცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    მისივე თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები აქტიურად მუშაობენ ინვესტიციების მოზიდვაზე და პრივატიზაციის გეგმაზე.     "მე ვთხოვ ეკონომიკურ გუნდს, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას, რომ ეს განცდა, რომელიც რეალურად არის ქვეყანაში, ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს, განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის და მთელი მოსახლოებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. „იყო მსჯელობა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა ამ შენობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩვენ, სახელმწიფომ და მთავრობამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისნიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. ეს პირადად ჩემთვის,  როგორც ყველა ჩვენგანისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი და სხვა ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ჩვენ რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი და რაიმე მკვეთრი რეაგირება მოვახდინოთ ვინაიდან, ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მისასალმებელი იქნება, თუკი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციის გამოყენებაზე უარს არ იტყვის. „ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რათქმაუნდა მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს   ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მითუმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით, ასე რომ იმედი უნდა გამოვთქვათ პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით|, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ბევრ უწყებას, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელნაწერთა ცენტრს, ხელოვნების მუზეუმს და ა.შ აქვთ შენობების პრობლემა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომელიც განსაზღვრავდა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტი, გარდა თბილისისა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს.გადაწყვეტილების თანახმად, მაჟორიტარის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამომრჩეველთა და მაჟორიტარების პროპორციული რაოდენობა.საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო კონკრეტული სადავო ნორმები და წესები, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14-ე მუხლთან (რითაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრიცნიპია გათვალისწინებული)  და 28-ე მუხლთან (რითაც გათვალისწინებულია მოქალაქეების საარჩევნო უფლება).
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებებს.     ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასების კონფერენციას ესწრება.     როგორც ნორლანდმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის, რომ დინამიურია არასამთავრობო სექტორი და თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს, საუბრობს იმ პრობლემებზე და მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა მთავრობას.     "ვიცი, რომ ეს ანგარიში შეეხება 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდს და არ მოიცავს 2015 წლის განვლილ პერიოდს. მიუხედავად ამისა, არასამთავრობოები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ვიცი, რომ მთავრობაც ძალიან სერიოზულად იღებს არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მთავრობამ ასევე დაიწყო რეაგირებაც კი, ზოგიერთ გამოთქმულ მოსაზრებაზე", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.     მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსი აკვირდება ამ პროცესს და მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაბიჯებს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • იენს სტოლტენბერგი - ნატოს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა ნატოს პოზიცია საქართველოს ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა."იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდება გაწევრიანება, იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, რაც არაერთხელ უკვე ითქვა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.მანვე გაიხსენა, რომ საქართველოს თავდაპირველი კურსი ნატოში გაწევრიანებისკენ მიღებული იქნა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და დამტკიცდა 2014 წლის უელსის სამიტზე. სტოლტენბერგის განცხადებით, მას შემდეგ მხარეები ატარებენ მოცულობით ერთობლივ პროგრამებს, მათ შორის სამხედრო სწავლებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონში სტაბილურობისთვის. მისივე თქმით, ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მონაწილეობას ალიანსის ბევრ ოპერაციაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2015-06-29 11:15:00
 რიგგარეშე სხდომების დასრულებამდე, პარლამენტში შესაძლოა, ახალი ფრაქციის ფორმირება მოხდეს.   ეს "ლიბერალ-დემოკრატების" ფრაქცია იქნება , რომელშიც "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ოთხი დეპუტატი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კიდევ უფრო ადრე გამიჯნული მაჟორიტარები გაერთიანდებიან.       გავრცელებული   ინფორმაციით, ახალი ფრაქციის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია და მის შემადგენლობაში შევლენ: პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე, ასევე კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი, რომლებიც ამჟამად ფრაქციით - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები", უმრავლესობაში შედიან. როგორც პარლამენტში ითქვა, მოლაპარაკების პროცესი სხვა ყოფილ "ნაციონალ" მაჟორიატრებთანაც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ახალი ფრაქციაში ექვზე მეტი წევრი იყოს.           წინასწარი    ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის ფორმატში დაწყებული თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით გაგრძელდება, რაც უკვე საშემოდგომოდ იგეგმება. პარლამენტში ისიც ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლების გვერდით შესაძლოა ვიხილოთ ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.
წაკითხვა
მთავრობამ კორექტირებული ბიუჯეტი განიხილა
გამოქვეყნებულია: 2015-06-23 14:09:00
ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ.    ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა  განაცხადა.ნოდარ ხადურმა ყველა სახელმწიფო უწყებას შექმნილი სიტუაციის გაგებისთვის მადლობა გადაუხადა.     მისი   ინფორმაციით, ბიუჯეტში ცვლილებები კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეხებია და მხოლოდ მიმდინარე ხარჯები შემცირდა.
წაკითხვა
ცხოველების ძებნაში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან
გამოქვეყნებულია: 2015-06-19 09:55:00
ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან.          ამის შესახებ   კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც ზოოპარკის დასუფთავების კუთხით, ასევე ცხოველების ძებნის კუთხით.      "ყველა სამსახური, რომელიც ჩართულია კრიზისის ლიკვიდაციაში, აკეთებს თავის მაქსიმუმს. როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, მათ კიდევ დაკარგული ჰყავთ ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. საძიებო ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ და მიმდინარეობს ძიების სამუშაოები. ძალიან ბევრი გამოძახებაა და ყველა გამოძახებაზე არის რეაგირება. ჩვენ მონადირეების ჯგუფის ჩართვა გვაქვს ორგანიზებული საძიებო სამუშაოებში. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოჰყვება", - განაცხადა ჯანელიძემ.
წაკითხვა
პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს გრიფი კონტრდაზვერვის წერილის საფუძველზე მოხსნა.
გამოქვეყნებულია: 2015-06-11 12:29:00
პროკურატურის წარმომადგენელის     ჯარჯი წიკლაურის  განცხადებით,    გრიფი აეხსნა იმ ნაწილს, რაზეც კონტრდაზვერვამ დართო ნება.     "პროკურატურამ თავის დროზე საქმეს მოხსნა გრიფი "საიდუმლო". ჩვენ გავმიჯნეთ საიდუმლო დოკუმენტაცია არასაიდუმლოსგან, რათა სასამართლო პროცესი ყოფილიყო საჯარო. მიუხედავად, პროკურატურის ძალისხმევისა, პირველივე სხდომაზე თავად ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა, რასაც მოყვა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების საიდუმლო რეჟიმში განხილვა. ამდენად, სასამართლოს განჩინებაც, რომელიც ჩვენს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით გამოცხადდა დახურულ სხდომაზე და მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ადვოკატებს ეს განჩინება გადაეცათ საიდუმლო ნაწილში დაშტრიხული სახით. კერძოდ, დაშტრიხულია ამ განჩინებაში არსებული საიდუმლო ინფორმაცია, ვინაიდან ადვოკატებს არ აქვთ შესაბამისი დაშვება აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციაზე. სწორედ ამის გამო მოგვიწია სააპელაციო საჩივრის შეტანა საიდუმლო წესით, ვინაიდან სასამართლოს განჩინების მსგავსად,  მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც პროკურატურამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, პარალელურ რეჟიმში მან კვლავ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გამიჯნა სააპელაციო საჩივრის საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი, კერძოდ, დაიშტრიხა სააპელაციო საჩივარში არსებული საიდუმლო ინფორმაცია.
წაკითხვა
რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის
გამოქვეყნებულია: 2015-06-11 12:24:00
ამის შესახებ       ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული. "ევროკავშირმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რათა შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიულ და განსხვავებულ პოლიტიკას", - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც 494-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი, 135 კი წინააღმდეგ გამოვიდა.       რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს შეიმუშავოს რუსეთთან და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის სამომავლო სტრატეგია. ამასთან დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა უნდა დახარჯოს უფრო მეტი იმისათვის, რათა რუსულ პროპაგანდასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთში დამოუკიდებელ მოქალაქეთა ჯგუფებს დაეხმაროს.      ევროპარლამენტის წევრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში აგრესიული ქმედებების გაგრძელებამ ევროპასა და რუსეთს შორის კავშირები ჩიხში შეიყვანა. მისი  განცხადებით, ახლა მოსკოვზეა დამოკიდებული თუ რომელ გზას აირჩევს - თანამშრომლობის თუ იზოლაციის გაღრმავების.       ევროკავშირის ლიდერები 25-26 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე რუსეთთან დაკავშირებით ბლოკის პოლიტიკის შესახებ იმსჯელებენ.
წაკითხვა
ე.წ. კაბელების საქმეში ჩართულია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
გამოქვეყნებულია: 2015-06-10 15:30:00
აცხადებს   ,, თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.         ფარცხალაძის გვარი ისევე, როგორც მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის გვარი ირაკლი ალასანიამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილისა და მოსამართლეების კომუნიკაციის კონტექსტში ახსენა.       არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ აქვს თუ არა მას მტკიცებულებები ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრის თაობაზე.       ირაკლი ალასანია  აცხადებს,   რომ მტკიცებულებების მოძიების პროცესშია, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ამ საკითხში ასევე ჩართულია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის კომუნიკაცია შედგა დაინტერესებულ მხარეებთან.         ალასანიას თქმით, ფარცხალაძე არც არასდროს ჩამოშორებია პროკურატურის საქმიანობას, თუმცა ამ საქმეში მისი ჩართულობა განსაკუთრებით დიდია.          რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის როლს, ირაკლი ალასანიას თქმით, მას ორჯერ ჰქონდა შეხება საქმის მოსამართლესთან, თუმცა ვერ დაამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ზეწოლას.       ალასანიას თქმით, ის ინფორმირებულია იმ მოსამართლის ვინაობის შესახებაც, რომელსაც, უნდათ, რომ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე დაეწეროს.
წაკითხვა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საკითხის განხილვას მიუბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-09 17:00:00
კონსტიტუციონალისტ ჯონი ხეცურიანის ინფორმაციით, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გადაწყვიტა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საკითხი ღიად დაეტოვებია.        ჯონი ხეცურიანი ერთ-ერთი იყო, ვინც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წინააღმდეგია და საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის თაობაზე კონსტიტუციიდან ჩანაწერის ამოღების ინიციატივით გამოვიდა.        ხეცურიანის თქმით, საპირისპირო პოზიცია ჰქონდთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც თქვეს, რომ ამ ინსტიტუტის საქართველოში დანერგვას დასავლეთში დადებითად შეხვდნენ და შესაბამისი პროექტიც იყო დაფინანსებული.
წაკითხვა
ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრის შესახებ საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2015-06-08 17:00:00
 თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრაზე მოხდა გარიგება,   რომელიც კაბელების საქმეზე დაკავებულებს უკავშირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.
წაკითხვა
გაეროში დღეს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს
გამოქვეყნებულია: 2015-06-03 14:55:00
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირთა საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობას.        იგი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გაააქტიურონ.        ამასთან, რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს, დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად მოახსენოს.        გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო (მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში) და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარდამჭერთა რიცხვი 2008 წლიდან მოყოლებული 14-დან 69-მდე გაიზარდა.
წაკითხვა
ესტონეთი მზად არის, შეასრულოს საქართველოს მხარდამჭერის მნიშვნელოვანი როლი
გამოქვეყნებულია: 2015-06-03 14:41:00
ესტონეთი მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.     ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა.        შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობის დადასტურებად განიხილავს.     პრემიერმა ტოომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.    ხაზი გაესვა ესტონეთთან თანამშრომლობას ელექტრონული მმართველობის სფეროში.         პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ესტონეთის ექსპერტულ დახმარებას მიესალმება. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები. შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების, ეფექტური მმართველობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სამეწარმეო საქმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის საკითხით დაინტერესდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-02 13:10:00
 ზურაბ აზნაურაშვილის   განცხადებით,   ამ შემთხვევაში ისინი კანონმდებლობის იმ მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ, რომლის მიხედვითაც,  უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს.      "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შეიცვალოს პარტიის თავმჯდომარე. თუ მოხდება კანონმდებლობის დარღვევა, შეიძლება პროცესში ჩვენი სამსახურიც ჩაერთოს. კანონმდებლობაში არ არის მითითებული დრო, რა ვადაში უნდა მოახდინოს პირმა პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომა თუ ის საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, მაგრამ აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პარტიული საქმიანობა", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.      მან "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ ოთხ წევრსაც მიმართა და მოუწოდა, რომ მათ მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯის შესახებ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმირება მოახდინონ.
წაკითხვა
კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ
გამოქვეყნებულია: 2015-06-02 10:01:00
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას, საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.       საკითხს   მიმდინარე კვირის განმავლობაში კომიტეტებში  განიხილავენ,  მომავალ კვირას კი, პირველი მოსმენით სესიაზე გავა.        მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია 55 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი.     აქედან მთავარი კანონპროექტებია "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" პროექტი და "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა ამოქმედებაც 1-ელი აგვისტოდან არის დაგეგმილი.        შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი აირჩევს. სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: - ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.     "რეფორმის მთავარი პრინციპი უწყების დეპოლიტიზირებაა", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი ზვიად ოქროპირიძე.
წაკითხვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების იწყებს
გამოქვეყნებულია: 2015-06-01 12:13:00
 სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული საკითხი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.      ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ცნობით, ამ მხრივ იურიდიულ პროცედურებს ელოდებიან.      ამასთან,   ყოფილი  პრეზიდენტი  თანაგუნდელებს  კი  მიაჩნიათ,   თუ    საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიანიჭებს და არ დაუტოვებს საქართველოს მოქალაქეობას, ეს იქნება მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივებით განპირობებილი.     ზურაბ   ჭიაბერაშვილის  განცხადებით,    საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაფერი ამოძრავებს, გარდა მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიმართ პირადი შურისძიებისა.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებით უკრაინიდან მისი ექსტრადირების სამართლებრივი შანსი ამოწურულია
გამოქვეყნებულია: 2015-06-01 12:08:00
ამის შესახებ        იუსტიციის მინისტრმა   განაცხადა.  წულუკიანის   განმარტებით, ფორმალური კუთხით სააკაშვილი ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად მას საქართველოს მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის.     "სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას უკრძალავს. რაკი მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ჩვენთვის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია", - განუცხადა  თეა წულუკიანმა.
წაკითხვა
დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ნიშნავს მატროსოვის 6 კვმ საკანში ჯდომას
გამოქვეყნებულია: 2015-06-01 10:16:00
 მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.     მისი თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გადაწყვეტს, ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება, ვინაიდან ხალხი ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, გააუქმებინებს.     რაც შეეხება ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილის გამოხმაურებას, რომ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიხეილ სააკაშვილის დაქვეითებაა, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ "ეს ორღობის ჭორაობა, პროვინციალების, დაბოღმილების ლაპარაკია".
წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას
გამოქვეყნებულია: 2015-05-29 10:21:00
 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრობს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას.     ქვეყანაში არსებულ  ეკონომიკურ მდგომარეობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ორი დღის წინ გამოქვეყნდა უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.     "გასული წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ აქედან 90% სწორედ კერძო სექტორზე მოდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე გეტყვით, რომ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის დინამიკაშიც. მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობაშიც, ასევე გაზრდილია სასტუმროების და რესტორნების სექტორი, რაც პოზიტიური სიგნალია და ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია. ველოდებით, რომ გვექნება კარგი ტურისტული სეზონი. აპრილის თვეში ასევე გვქონდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუმცა მონაცემები ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის და არ მინდა წინასწარი კომენტარი გავაკეთო. ეს ყველაფერი გვიმყარებს განცდას, რომ არის პოზიტიური ტენდენცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    მისივე თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები აქტიურად მუშაობენ ინვესტიციების მოზიდვაზე და პრივატიზაციის გეგმაზე.     "მე ვთხოვ ეკონომიკურ გუნდს, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას, რომ ეს განცდა, რომელიც რეალურად არის ქვეყანაში, ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს, განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის და მთელი მოსახლოებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტი „გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს“
გამოქვეყნებულია: 2015-05-29 10:18:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. „იყო მსჯელობა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა ამ შენობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩვენ, სახელმწიფომ და მთავრობამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისნიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. ეს პირადად ჩემთვის,  როგორც ყველა ჩვენგანისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი და სხვა ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ჩვენ რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი და რაიმე მკვეთრი რეაგირება მოვახდინოთ ვინაიდან, ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მისასალმებელი იქნება, თუკი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციის გამოყენებაზე უარს არ იტყვის. „ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რათქმაუნდა მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს   ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მითუმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით, ასე რომ იმედი უნდა გამოვთქვათ პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით|, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ბევრ უწყებას, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელნაწერთა ცენტრს, ხელოვნების მუზეუმს და ა.შ აქვთ შენობების პრობლემა.
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით - ამომრჩეველთა და მაჟორიტარების პროპორციული რაოდენობა გათვალისწინებული იქნება
გამოქვეყნებულია: 2015-05-28 14:52:00
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომელიც განსაზღვრავდა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტი, გარდა თბილისისა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს.გადაწყვეტილების თანახმად, მაჟორიტარის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამომრჩეველთა და მაჟორიტარების პროპორციული რაოდენობა.საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო კონკრეტული სადავო ნორმები და წესები, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14-ე მუხლთან (რითაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრიცნიპია გათვალისწინებული)  და 28-ე მუხლთან (რითაც გათვალისწინებულია მოქალაქეების საარჩევნო უფლება).
წაკითხვა
რიჩარდ ნორლანდი - ვიცი, რომ მთავრობა სერიოზულად იღებს არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-28 10:23:00
 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებებს.     ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასების კონფერენციას ესწრება.     როგორც ნორლანდმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის, რომ დინამიურია არასამთავრობო სექტორი და თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს, საუბრობს იმ პრობლემებზე და მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა მთავრობას.     "ვიცი, რომ ეს ანგარიში შეეხება 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდს და არ მოიცავს 2015 წლის განვლილ პერიოდს. მიუხედავად ამისა, არასამთავრობოები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ვიცი, რომ მთავრობაც ძალიან სერიოზულად იღებს არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მთავრობამ ასევე დაიწყო რეაგირებაც კი, ზოგიერთ გამოთქმულ მოსაზრებაზე", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.     მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსი აკვირდება ამ პროცესს და მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაბიჯებს.
წაკითხვა
იენს სტოლტენბერგი - ნატოს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა
გამოქვეყნებულია: 2015-05-28 10:18:00
იენს სტოლტენბერგი - ნატოს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა ნატოს პოზიცია საქართველოს ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა."იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდება გაწევრიანება, იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, რაც არაერთხელ უკვე ითქვა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.მანვე გაიხსენა, რომ საქართველოს თავდაპირველი კურსი ნატოში გაწევრიანებისკენ მიღებული იქნა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და დამტკიცდა 2014 წლის უელსის სამიტზე. სტოლტენბერგის განცხადებით, მას შემდეგ მხარეები ატარებენ მოცულობით ერთობლივ პროგრამებს, მათ შორის სამხედრო სწავლებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონში სტაბილურობისთვის. მისივე თქმით, ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მონაწილეობას ალიანსის ბევრ ოპერაციაში.
წაკითხვა

უახლესი