საზოგადოებრივი
104.5 FM
  • დღეს აბიტურიენტებისვის აქტიური საგამოცდო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.           მისი  განცხადებით, წწწ.ნაეც.გოვ.გე და ონლინე.ნაეც.გე -ზე აბიტურიენტებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგანაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ აბიტურიენტები. რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება - ძირითად ეტაპზე, რომელიც 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება, აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.     შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია, მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. მაგალითისთვის, ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ ან სხვა ენებზე. ამ ეტაპების დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცლილება ვეღარ განხორციელდება.               საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განცხადების მიღების დასრულებამდე აქვთ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.    მისი განმარტებით, წელს მნიშვნელოვანი სიახლე გამოცდების ჩაბარების კუთხით არ არის. მაია მიმინოშვილის თქმით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ასევე დღეს დაიწყო, რომლის დროსაც გრანტის მოპოვების მსურველ სტუდენტებს მხოლოდ ერთი, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.          ასევე გამოქვეყნდება "ცნობარი აბიტურიენტებისთვის" ელექტრონული ვერსია, ხოლო მისი ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ. ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომელთა მიხედვითაც აბიტურიენტმა უნდა იხელმძღვანელოს რეგისტრაციის გავლისა და არჩევანის გაკეთებისას.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები გაიმართება. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ძველი შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებიც დაემატნენ. 21 ვაკანტური ადგილისთვის 36 კანდიდატი იბრძოლებს. 1636 ამომრჩეველს 21 საარჩევნო უბანზე არჩევანის გაკეთების საშუალება დილის ათი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე შეეძლებათ. ვინ დაიკავებს აკადემიურ საბჭოში ვაკანტურ ადგილებს ამის შესახებ ცნობილი დღეს საღამოს 11 საათამდე გახდება. მას შემდეგ რაც ყველა საარჩევნო უბანი დაიხურება და კომისია შედეგებს დაითვლის. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს გააცნო.    მისი თქმით, პირველ სესიაზე უნდა გამოცხადებულიყო 9300-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა აქედან დაახლოებით 400 გამოცდაზე არ მისულა, ხუთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა. შესაბამისად, ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ.      მაია მიმნოშვილის ინფორმაციით, გამოცდები ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აბიტურიენტები თავს კომფორტულად გრძნობენ იმ სიახლესთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატს უკავშირდება.       ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • უკრაინის დიპლომატიურ აკადემიასა და ლევან მიქელაძის ცენტრს შორის თანამშრომლობის ოქმი გაფორმდებაუკრაინის დიპლომატიურ აკადემიასა და ლევან მიქელაძის ცენტრს შორის თანამშრომლობის ოქმი გაფორმდება საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიური აკადემიის რექტორს ვიაჩესლავ ცივატის და რექტორის მოადგილეს ნატალია ტატარენკოს შეხვდა.უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა უკრაინის დიპლომატიურ აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ხელი მოეწერება მათ შორის თანამშრომლობის ოქმს.ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დიპლომატიური აკადემიის მსმენელებს წაუკითხა ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ”აუდიტორია 115” განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს და მინისტრს დღეს თსუ-ში იწვევს. სტუდენტებმა უწყებას ღია წერილი უკვე გაუგზავნეს. ალექსანდრე ჯეჯელავა სტუდენტებთან შესახვედრად მზადყოფნას აცხადებს, თუმცა როდის გაიმართება შეხვედრა ზუსტი თარიღი უცნობია. აუდიტორია 115-ში აცხადებს, რომ მინისტრთან განათლების შესახებ კანონში ცვლილებისა და თითმართველობის გაუქმების საკითხებზე სურთ საუბარი. მინისტრთან შეხვედრის სურვისლს გამოთქვამს თსუ-ს თვითმმართველობაც. სტუდენტურ თვითმმართველობაში აცხადებს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავამ ორივე მხარის პოზიცია უნდა მოისმინო და ამის შემდეგ გადაწყვიტოს, როგორი რეფორმა უნდა გაატაროს უნივერსიტეტებში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • 2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ  4 მაისს   9  საათზე დაიწყება.      განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის  ლია გიგაურის  განცხადებით,  რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებ-გვერდზე - რეგისტრატიონ.ემის.გე და დასრულდება 25 მაისს, 20.00 საათზე.     რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულიდან.      როგორც გიგაურმა განმარტა, მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში შესაბამის ველებში იქნას მითითებული ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები. ამის შემდეგ მშობელმა უნდა აირჩიოს სასურველი სკოლა და დააჭიროს რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.      პირველკლასელთათვის 70.500 ადგილია გამოყოფილი და ამ ეტაპზე დარჩენილია 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დღეიდან საქართველოს სკოლებში და  საბავშვო  ბარებში   სააღდგომო არდადეგები დაიწყო.       განათლების  სამინისტროს  ინფორმაციით,   როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში   და  საბავშვო  ბარებში   დასვენების დღეები 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.    შესაბამისად, სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით ოთხშაბათს  4 მაისს განახლდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.        პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდება სკოლაში - 4 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში - 19 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.           მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება- 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.       პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.           პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • 4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლება მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.       რეგისტრაციის მეორე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება 4 მაისს.       4 მაისიდან 25 მაისი ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ასევე მათ, ვინც ვერ მოახერხეს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შიდა აუდიტის სამსახურს,  უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერების” შესაძლო არსებობის თაობაზე მოკვლების ბრძანებით დღეს მიმართავს. ლადო პაპავას თქმით, კანონდარღვევების შემთხვევაში, შიდა მოკვლების შედეგებს უნივერსიტეტი, დოკუმენტაციების სახით შესაბამის უწყებებს გადასცემს. რექტორი სტუდენტების სხვა მოთხოვნებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით თვითმმართველლობის რეფორმირება უნივერსიტეტის გარდა, განათლების სამინისტროს კომპეტენციაცაა, ამ კუთხით რექტორი ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს. პაპავამ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მან უნივერსიტეტში აქციებისას სამუშაოდ უსაფრთხო გარემოს შექმნა ვერ მოახერხა, მისი თქმით აქციების მიუხედავად სამუშაო პროცესს ხელი არ შეშლია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თამარ სანიკიძე უნივერსიტეტებში ე. წ. “ოდეერების” შესაძლო არსებობის თაობაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მუშაობას ამ კვირიდან გეგმავს. განათლების მინისტრის განცხადებით, ის შეხვედრისას სტუდენტებს საკანონმდებლო ორგანოსთან შუამდგომლობას დაჰპირდა. საპარლამენტო  ინიციატივა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უშიშროების თანამშრომლების შესაძლო არსებობისა და მათი აღმოფხვრის მიზნით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. მინისტრი სტუდენტების სხვა მოთხოვნებსაც შეეხო, მან თვითმართბელობის რეფორმირების მიზნით, სტუდენტებთან მოლაპარაკებებისთვის  მზადყოფნა გამოთქვა და თვითმმართველობის სისტემის შესაძლო განახლებაზე ისაუბრა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დღეს სტუდენტთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი საპროტესტო აქციებს ერთსა და იმავე დროს გეგმავენ. 12 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში - სტუდენტები თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ; ესაა : გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანცლერობის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნა, უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერების” ინსტიტუტის აღმოფხვრისა  და თვითმართველობის პრივილეგიების შეზღუდვის მოთხოვნები. პარალელურად აქცია დააანონსა თსუ-ს თვითმართველობამაც, ისინი უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებას მოითხოვენ. სტუდენტები, რომლებიც აქციებს უკვე მეორე კვირაა რაც მართავენ, თვითმართველობის ამ ნაბიჯს პროვოკაციად მიიჩნევენ და შესაძლო დაპირისპირების მცდელობებზე საუბრობენ. ბრალდებებს უარყოფენ მოწინააღმდეგე  ჯგუფში, თვითმმართველობის  წევრების განცხადებით, აქციაზე თავიანთი მოთხოვნების გაჟღერებას ისინი მშვიდობიანი გზით აპირებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •        შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის    განცხადებით,   2016 წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება.     მაია მიმინოშვილის    განმარტებით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 9 თებერვალს, 10 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18  საათამდე გაგრძელება, მის ფარგლებში კი აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.       შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა, თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება.      მისი  განმარტებით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 9 თებერვალს, 10 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18  საათამდე გაგრძელება, მის ფარგლებში კი აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.        "შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ გნხორციელდება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.      შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა, თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ინფორმაციით,    დღეს სასწავლო პროცესი აღდგა იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, სამი დღით შეჩერებული იყო.      პრევენციის მიზნით სამი დღით სწავლა შეწყვეტილი იყო დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.         სამინისტროს    ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.       სამინისტრო სკოლებს კვლავ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.      სამინისტროს  ინფორმაციით,   2 და 3 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.      დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საჯარო სკოლებში დღეიდან სასწავლო პროცესი აღდგება. საქართლოს 220 სკოლა ვირუსისი მატების გამო იყო დახურული. 62 სკოლაში კი საასწავლო პროცესი უამინდობის მიზეზით შეწყდა. განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტრიოლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით მონიტორინფიუ სკოლებში გაგრძელდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამოა შეჩერებული, სწავლა 1-ელი თებერვლიდან განახლდება. ამის შესახებ   დღეს თბილისის #87 საჯარო სკოლაში სტუმრობისას განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა.     ლია გიგაურმა სკოლაში სასწავლო პროცესი დაათვალიერა, თუ როგორ ახორციელებს #87 საჯარო სკოლა ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.       როგორც ლია გიგაურმა  აღნიშნა, გუშინდელი მდგომარეობით სწავლა 276 სკოლაში იყო შეწყვეტილი გაცდენების გამო, დღეს ამ სკოლებს კიდევ 15 საჯარო სკოლა დაემატა, რომელთაგან ერთი თბილისშია.      მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ იმ სკოლებში, სადაც ამჟამად სწავლა შეჩერებულია, არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამ  დროისთვის  არსებული    ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი 468 სკოლაშია შეწყვეტილი.        განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით , აქედან 267-ში სწავლა გრიპის ვირუსის, 201-ში კი უამინდობის გამოა შეჩერებული.      სამინისტროს  გადაწყვეტილებით, 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება.       გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება. რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების რაოდენობა უცვლელია და ამ დროისთვის ის 201 სკოლას შეადგენს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი, დღეს,  კიდევ 87 სკოლაში შეწყდება. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ სკოლებშიც გაცდების რაოდენობამ 20 % გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, სწავლების პროცესი, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით,  სულ 267 სკოლაში არის შეჩრებული.  ლია გიგაურის განცხადებით, ყველა სკოლაში სწავლის პროცესი 1 თებერვალს აღდგება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
განათლება/მეცნიერება
ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-02-23 14:14:00
დღეს აბიტურიენტებისვის აქტიური საგამოცდო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.           მისი  განცხადებით, წწწ.ნაეც.გოვ.გე და ონლინე.ნაეც.გე -ზე აბიტურიენტებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგანაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ აბიტურიენტები. რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება - ძირითად ეტაპზე, რომელიც 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება, აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.     შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია, მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. მაგალითისთვის, ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ ან სხვა ენებზე. ამ ეტაპების დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცლილება ვეღარ განხორციელდება.               საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განცხადების მიღების დასრულებამდე აქვთ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.    მისი განმარტებით, წელს მნიშვნელოვანი სიახლე გამოცდების ჩაბარების კუთხით არ არის. მაია მიმინოშვილის თქმით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ასევე დღეს დაიწყო, რომლის დროსაც გრანტის მოპოვების მსურველ სტუდენტებს მხოლოდ ერთი, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.          ასევე გამოქვეყნდება "ცნობარი აბიტურიენტებისთვის" ელექტრონული ვერსია, ხოლო მისი ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ. ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომელთა მიხედვითაც აბიტურიენტმა უნდა იხელმძღვანელოს რეგისტრაციის გავლისა და არჩევანის გაკეთებისას.
წაკითხვა
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2016-07-08 07:26:00
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები გაიმართება. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ძველი შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებიც დაემატნენ. 21 ვაკანტური ადგილისთვის 36 კანდიდატი იბრძოლებს. 1636 ამომრჩეველს 21 საარჩევნო უბანზე არჩევანის გაკეთების საშუალება დილის ათი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე შეეძლებათ. ვინ დაიკავებს აკადემიურ საბჭოში ვაკანტურ ადგილებს ამის შესახებ ცნობილი დღეს საღამოს 11 საათამდე გახდება. მას შემდეგ რაც ყველა საარჩევნო უბანი დაიხურება და კომისია შედეგებს დაითვლის. 
წაკითხვა
ეროვნული გამოცდაზე 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-01 10:53:00
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს გააცნო.    მისი თქმით, პირველ სესიაზე უნდა გამოცხადებულიყო 9300-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა აქედან დაახლოებით 400 გამოცდაზე არ მისულა, ხუთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა. შესაბამისად, ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ.      მაია მიმნოშვილის ინფორმაციით, გამოცდები ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აბიტურიენტები თავს კომფორტულად გრძნობენ იმ სიახლესთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატს უკავშირდება.       ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
წაკითხვა
უკრაინის დიპლომატიურ აკადემიასა და ლევან მიქელაძის ცენტრს შორის თანამშრომლობის ოქმი გაფორმდება
გამოქვეყნებულია: 2016-06-09 07:29:00
უკრაინის დიპლომატიურ აკადემიასა და ლევან მიქელაძის ცენტრს შორის თანამშრომლობის ოქმი გაფორმდებაუკრაინის დიპლომატიურ აკადემიასა და ლევან მიქელაძის ცენტრს შორის თანამშრომლობის ოქმი გაფორმდება საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიური აკადემიის რექტორს ვიაჩესლავ ცივატის და რექტორის მოადგილეს ნატალია ტატარენკოს შეხვდა.უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა უკრაინის დიპლომატიურ აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ხელი მოეწერება მათ შორის თანამშრომლობის ოქმს.ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დიპლომატიური აკადემიის მსმენელებს წაუკითხა ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.
წაკითხვა
”აუდიტორია 115” განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს და მინისტრს დღეს თსუ-ში იწვევს.
გამოქვეყნებულია: 2016-06-06 07:25:00
”აუდიტორია 115” განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს და მინისტრს დღეს თსუ-ში იწვევს. სტუდენტებმა უწყებას ღია წერილი უკვე გაუგზავნეს. ალექსანდრე ჯეჯელავა სტუდენტებთან შესახვედრად მზადყოფნას აცხადებს, თუმცა როდის გაიმართება შეხვედრა ზუსტი თარიღი უცნობია. აუდიტორია 115-ში აცხადებს, რომ მინისტრთან განათლების შესახებ კანონში ცვლილებისა და თითმართველობის გაუქმების საკითხებზე სურთ საუბარი. მინისტრთან შეხვედრის სურვისლს გამოთქვამს თსუ-ს თვითმმართველობაც. სტუდენტურ თვითმმართველობაში აცხადებს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავამ ორივე მხარის პოზიცია უნდა მოისმინო და ამის შემდეგ გადაწყვიტოს, როგორი რეფორმა უნდა გაატაროს უნივერსიტეტებში.
წაკითხვა
ხვალ იწყება პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
გამოქვეყნებულია: 2016-05-03 13:02:00
2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ  4 მაისს   9  საათზე დაიწყება.      განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის  ლია გიგაურის  განცხადებით,  რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებ-გვერდზე - რეგისტრატიონ.ემის.გე და დასრულდება 25 მაისს, 20.00 საათზე.     რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულიდან.      როგორც გიგაურმა განმარტა, მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში შესაბამის ველებში იქნას მითითებული ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები. ამის შემდეგ მშობელმა უნდა აირჩიოს სასურველი სკოლა და დააჭიროს რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.      პირველკლასელთათვის 70.500 ადგილია გამოყოფილი და ამ ეტაპზე დარჩენილია 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი.
წაკითხვა
სააღდგომო არდადეგები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-04-28 10:04:00
დღეიდან საქართველოს სკოლებში და  საბავშვო  ბარებში   სააღდგომო არდადეგები დაიწყო.       განათლების  სამინისტროს  ინფორმაციით,   როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში   და  საბავშვო  ბარებში   დასვენების დღეები 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.    შესაბამისად, სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით ოთხშაბათს  4 მაისს განახლდება.
წაკითხვა
პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს იწყება
გამოქვეყნებულია: 2016-04-04 10:28:00
პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.        პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდება სკოლაში - 4 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში - 19 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.           მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება- 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.       პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.           პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
წაკითხვა
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2016-03-30 13:05:00
4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლება მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.       რეგისტრაციის მეორე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება 4 მაისს.       4 მაისიდან 25 მაისი ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ასევე მათ, ვინც ვერ მოახერხეს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირება.
წაკითხვა
ბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შიდა აუდიტის სამსახურს, უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერების” შესაძლო არსებობის თაობაზე მოკვლების ბრძანებით დღეს მიმართავს.
გამოქვეყნებულია: 2016-03-14 07:35:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შიდა აუდიტის სამსახურს,  უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერების” შესაძლო არსებობის თაობაზე მოკვლების ბრძანებით დღეს მიმართავს. ლადო პაპავას თქმით, კანონდარღვევების შემთხვევაში, შიდა მოკვლების შედეგებს უნივერსიტეტი, დოკუმენტაციების სახით შესაბამის უწყებებს გადასცემს. რექტორი სტუდენტების სხვა მოთხოვნებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით თვითმმართველლობის რეფორმირება უნივერსიტეტის გარდა, განათლების სამინისტროს კომპეტენციაცაა, ამ კუთხით რექტორი ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს. პაპავამ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მან უნივერსიტეტში აქციებისას სამუშაოდ უსაფრთხო გარემოს შექმნა ვერ მოახერხა, მისი თქმით აქციების მიუხედავად სამუშაო პროცესს ხელი არ შეშლია.
წაკითხვა
თამარ სანიკიძე უნივერსიტეტებში ე. წ. “ოდეერების” შესაძლო არსებობის თაობაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მუშაობას ამ კვირიდან გეგმავს.
გამოქვეყნებულია: 2016-03-14 07:34:00
თამარ სანიკიძე უნივერსიტეტებში ე. წ. “ოდეერების” შესაძლო არსებობის თაობაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მუშაობას ამ კვირიდან გეგმავს. განათლების მინისტრის განცხადებით, ის შეხვედრისას სტუდენტებს საკანონმდებლო ორგანოსთან შუამდგომლობას დაჰპირდა. საპარლამენტო  ინიციატივა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უშიშროების თანამშრომლების შესაძლო არსებობისა და მათი აღმოფხვრის მიზნით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. მინისტრი სტუდენტების სხვა მოთხოვნებსაც შეეხო, მან თვითმართბელობის რეფორმირების მიზნით, სტუდენტებთან მოლაპარაკებებისთვის  მზადყოფნა გამოთქვა და თვითმმართველობის სისტემის შესაძლო განახლებაზე ისაუბრა.
წაკითხვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დღეს სტუდენტთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი საპროტესტო აქციებს ერთსა და იმავე დროს გეგმავენ.
გამოქვეყნებულია: 2016-03-14 07:32:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დღეს სტუდენტთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი საპროტესტო აქციებს ერთსა და იმავე დროს გეგმავენ. 12 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში - სტუდენტები თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ; ესაა : გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანცლერობის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნა, უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერების” ინსტიტუტის აღმოფხვრისა  და თვითმართველობის პრივილეგიების შეზღუდვის მოთხოვნები. პარალელურად აქცია დააანონსა თსუ-ს თვითმართველობამაც, ისინი უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებას მოითხოვენ. სტუდენტები, რომლებიც აქციებს უკვე მეორე კვირაა რაც მართავენ, თვითმართველობის ამ ნაბიჯს პროვოკაციად მიიჩნევენ და შესაძლო დაპირისპირების მცდელობებზე საუბრობენ. ბრალდებებს უარყოფენ მოწინააღმდეგე  ჯგუფში, თვითმმართველობის  წევრების განცხადებით, აქციაზე თავიანთი მოთხოვნების გაჟღერებას ისინი მშვიდობიანი გზით აპირებენ.
წაკითხვა
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება
გამოქვეყნებულია: 2016-02-09 10:29:00
       შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის    განცხადებით,   2016 წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება.     მაია მიმინოშვილის    განმარტებით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 9 თებერვალს, 10 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18  საათამდე გაგრძელება, მის ფარგლებში კი აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.       შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა, თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
წაკითხვა
ხვალ დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია
გამოქვეყნებულია: 2016-02-08 13:59:00
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება.      მისი  განმარტებით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 9 თებერვალს, 10 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18  საათამდე გაგრძელება, მის ფარგლებში კი აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.        "შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ გნხორციელდება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.      შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა, თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
წაკითხვა
ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
გამოქვეყნებულია: 2016-02-08 10:35:00
 საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ინფორმაციით,    დღეს სასწავლო პროცესი აღდგა იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, სამი დღით შეჩერებული იყო.      პრევენციის მიზნით სამი დღით სწავლა შეწყვეტილი იყო დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.         სამინისტროს    ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.       სამინისტრო სკოლებს კვლავ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
თბილისის 5 სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა
გამოქვეყნებულია: 2016-02-03 13:52:00
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.      სამინისტროს  ინფორმაციით,   2 და 3 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.      დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.
წაკითხვა
საჯარო სკოლებში დღეიდან სასწავლო პროცესი აღდგება
გამოქვეყნებულია: 2016-02-01 09:31:00
საჯარო სკოლებში დღეიდან სასწავლო პროცესი აღდგება. საქართლოს 220 სკოლა ვირუსისი მატების გამო იყო დახურული. 62 სკოლაში კი საასწავლო პროცესი უამინდობის მიზეზით შეწყდა. განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტრიოლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით მონიტორინფიუ სკოლებში გაგრძელდება.
წაკითხვა
სწავლა 1 თებერვლიდან განახლდება
გამოქვეყნებულია: 2016-01-29 13:35:00
სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამოა შეჩერებული, სწავლა 1-ელი თებერვლიდან განახლდება. ამის შესახებ   დღეს თბილისის #87 საჯარო სკოლაში სტუმრობისას განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა.     ლია გიგაურმა სკოლაში სასწავლო პროცესი დაათვალიერა, თუ როგორ ახორციელებს #87 საჯარო სკოლა ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.       როგორც ლია გიგაურმა  აღნიშნა, გუშინდელი მდგომარეობით სწავლა 276 სკოლაში იყო შეწყვეტილი გაცდენების გამო, დღეს ამ სკოლებს კიდევ 15 საჯარო სკოლა დაემატა, რომელთაგან ერთი თბილისშია.      მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ იმ სკოლებში, სადაც ამჟამად სწავლა შეჩერებულია, არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება.
წაკითხვა
468 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
გამოქვეყნებულია: 2016-01-28 10:33:00
ამ  დროისთვის  არსებული    ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი 468 სკოლაშია შეწყვეტილი.        განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით , აქედან 267-ში სწავლა გრიპის ვირუსის, 201-ში კი უამინდობის გამოა შეჩერებული.      სამინისტროს  გადაწყვეტილებით, 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება.       გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება. რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების რაოდენობა უცვლელია და ამ დროისთვის ის 201 სკოლას შეადგენს.
წაკითხვა
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი, კიდევ 87 სკოლაში შეწყდება
გამოქვეყნებულია: 2016-01-28 08:22:00
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი, დღეს,  კიდევ 87 სკოლაში შეწყდება. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ სკოლებშიც გაცდების რაოდენობამ 20 % გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, სწავლების პროცესი, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით,  სულ 267 სკოლაში არის შეჩრებული.  ლია გიგაურის განცხადებით, ყველა სკოლაში სწავლის პროცესი 1 თებერვალს აღდგება.
წაკითხვა

უახლესი