საზოგადოებრივი
104.5 FM
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის   განცხადებით,   ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ ნაკადში რეგისტირებული იყო 9 583 აბიტურიენტი, მათგან 305 გამოცდაზე არ გამოცხადდა, სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, ერთი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი კი გამოცდიდან მოიხსნა.         აბიტურიენტების დაგვიანების ფაქტები დაფიქსირდა თბილისში 175-ე საჯარო სკოლაში და მაღლივ კორპუსში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში, ასევე ბათუმის უნივერისტეტში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ცხოველი, რომელმაც „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაგლიჯა, ალბინოსი ვეფხვი აღმოჩნდა.როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე შეიარაღებული სპეცრაზმი იმყოფება. ისინი ვეხვის დაჭერას ცდილობენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, არსებული ინფორმაციით, ადამიანი რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, უგონო მდგომარეობაშია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვეფხვი გუშინ ნახეს, თუმცა უგონო მდგომარეობაში იყო და ეგონათ, რომ მკვდარი იყო. მათივე ინფორმაციით, სამჯერ იყვნენ ზოოპარკის თანამშრომლები, საპატრულოსა და სამაშველოს წარმომადგენელბი, თუმცა ცხოველის გადაყვანა არ განახორციელეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • მისი    გადარჩენა  მოხერხდა   და    ნიანგი ზოოპარკში მდებარე აკვარიუმში მოათავსეს.             ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.       ტერიტორაზე იმყოფებიან სამაშველო და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე შეიარაღებული ძალები. ისინი ტერიტორიას შლამისგან ასუფთავებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • კომპანიის  ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები იმ უბნებში გავიდნენ, სადაც წყლის ხარისხის შესახებ შეტყობინება მიიღეს. დედაქალაქის რამდენიმე უბანში დილიდან შესამჩნევად მღვრიე წყალი მოდის, რაც შესაძლოა, წუხანდელ ძლიერ წვიმას უკავშირდებოდეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  დუშეთის რაიონის გამგებელის   ვაჟა ჩოხელის  განცხადებით,     ძლიერმა წვიმამ ბაზალეთის თემში გზები დააზიანა და ჩაკეტა.        გზის პრობლემა შეიქმნა ასევე უკანა ფშავში.როგორც ჩოხელმა განაცხადა, დაზიანებულია ელექტრობოძები. კერძოდ, სოფელ მლაშეში ადიდებულმა მდინარემ 5 ბოძი წაიღო, რის გამოც მოხდა ელექტროენერეგიის მიწოდების შეფერხება. გამგებლის განცხადებით, ადგილზე ბრიგადები იმყოფებიან და სამუშაოები მიმდინარებს.       მისი  თქმით, წუხელ ჩაკეტილი იყო ცენტრალური გზა - ბაგიჭალა-ბაზალეთის მიმართულებით, თუმცა ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.       რაც შეეხება სოფელ გრემისხევის გზას, გამგებლის თქმით, ამ   გზაზე ყოველი წვიმის დროს ხდება მეწყერის ჩამოწოლა და ამჟამადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      მისი თქმით ბაღებში ძირითადი სასწავლო პროცესი 30 ივნისს დასრულდება. ხოლო პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით 25-მდე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი გაგრძელდება ე.წ. ზაფხულის სეზონისთვის.~     ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ზაფხულში იმუშავებს ბაღების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • 139-ე სკოლაში თბილისის მერიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მაშველები სკოლის შენობაში ბავშვების მოწამვლის მიზეზის დადგენას ცდილობენ.     ისინი სკოლაში ქიმიის ლაბორატორიის ოთახს ამოწმებენ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლაში ქიმიის მასწავლებელი შეიყვანეს და სპეციალური აირწინაღებითა და აპარატებით ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია სკოლის მოსწავლეების მოწამვლა.          ამ დრისთვის 139-ე სკოლის 6 მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი. სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვიტილია. შენობიდან ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი და მოსწავლე გამოყვანილია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე  განაცხადა.     მისი თქმით, ოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტია საზღვრებს იქით გასული, თუმცა რეალურად ეს შეიძლება იყოს მილიონნახევარი ან ორი მილიონი.     "ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი ოჯახის გასვლა საზღვარგარეთ და მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნებულა საქართველოში. ვეძებთ იმ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში. ვეძებთ იდეას, რაც იქნება მათთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გადააწყვეტინებს მათ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.     მისივე თქმით, ასეულობით და ათასეულობით წარმატებული ქართველია  მთელ მსოფლიოში მიმოფანტული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი.     "სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათზე ვინც საზღვარგარეთ არის წასული", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •    საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს 200 წვევამდელმა   სამხედრო ფიცი დადო. წვევამდელთა ფიცი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.ცერემონიალს პრეზიდენტთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მორე, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,  მთავრობის წევრები და დიპლომატები ესწრებოდნენ. ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ,  პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  რუსთაველის გამზირზე თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობა ნოე ჟორდანიას კოსტიუმში გამოწყობილმა მსახიობმა მიიღო. მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ცხენოსნებმა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები, რომლებსაც ტან ჰქონდათ ძველი ქართული მუსიკალური საკრავები.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • Gოოგლე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს Gოოგლე საქართველოს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გოოგლე.ცომ-ის მთავარ გვერდზე სპეციალური ფოირვერკებიანი ბანერია განთავსებული, ხოლო ბანერზე დაკლიკების შემთხვევაში , გადავდივართ ინფორმაციებზე, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში მოიპოვება.დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული ქუჩებისა და გამზირების ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.     ამ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს ალტერნატიულ გზებზე.     26 მაისს,     მოძრაობა   დამატებით   შეიზღუდება ორბელიანის მოედანზე და ამ   ტერიტორიაზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადავა ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.       26 მაისს, ასევე 16   საათიდან 21   საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე.    საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ბუბა კუდავას საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას მუშაობის საკითხით პროკურატურა დაინტერესდეს.როგორც თამარ სანიკიძემ "პალიტრა თV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შესულია აუდიტის სამსახური, რომელიც მათ საქმიანობას სწავლობს."როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას გვაჩვენებს აუდიტის სამსახური. მასში არის დარღვევებზე საუბარი. იქ ვერ დავადგინეთ წესი, რის მიხედვით ნაწილდებოდა ხელფასები. მივლინებაზე, ბიუჯეტირებაზე, შესყიდვების კანონის სისტემურ დარღვევებზეა საუბარი. ეს არის სამუშაო და გამოსასწორებელი. იმ არგუმენტებიდან, რაც იყო წარმოდგენელი, გაბათილებულია მხოლოდ ერთი პუნქტი. დანარჩენი პრეტენზიები დარჩა. არ არის გამორცხული ამაში პროკურატურა ჩაერთოს. კონტროლის პალატასაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს წინა წლების საქმიანობა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.მისი თქმით, ის პროტესტი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან ფიქსირდება, შეიძლება იყოს პოლიტიკური. "ამ ადამიანებს ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია. ერთი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მოხსნეს, მეორე იყო ლაილაშის ბიბლია და შენობა, რომ მას ჰყავს დაინტერესებული მხარე - ბიზნესი, რომლის უკანაც დგას "არემჯი" და იმის უკან არის ბიძინა ივანიშვილი, ესენი არის ტყუილი. აღარ არის დირექტორი, იმიტომ, რომ ამოეწურა ყველანაირი ვადა, რაც ჰქონდა. ჩვენ გადავნიშნეთ მოვალეობის შემსრულებლად, რადგან ის გათანაბრებულია საჯარო მოხელესთან, ეკუთვნის კონკურსის წესით დანიშვნა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.მისივე თქმით, გაფიცული თანამშრომლების თითქმის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. "ისინი ითხოვენ კანონის შეცვლას, მაგრამ ეს იყო მეათასე მიზეზი, დაიწყო ხელფასებით შემდეგ ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგებით, წამოვიდა ლაილაშის ბიბლია, შემდეგ წამოვიდა პოლიტიკური პროცესები და ბოლოს მეათასე მიზეზად დასახელდა კანონი. დღევანდელ კანონში ბევრი რამაა შესაცვლელი. მათ მოსწონთ ბუბა კუდავა და ეს არის შეუფერებელი კანდიდატურა. ახალ კანდიდატზეც ამბობენ, რომ ზაზა აბაშიძესთან არ აქვთ პრეტენზიები", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდებს 21-25 მაისს ჩააბარებენ.       შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის    მაია მიმინოშვილის   განცხადებით,       გამოცდები    შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა.     გამოცდის ჩაბარების   შესაძლებლობა   დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომელთაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ.        მე-11 კლასელების გამოცდები ამ დროისთვის არსებული გეგმის თანახმად, 16 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება.        ე.წ. სავარჯიშო დღე 15 ივნისია. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს.     მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება.     გამოცდებზე დაახლოებით 44 000 მე-12 და 41 500 მე-11 კლასელი გავა.         გამოსაშვები გამოცდები ჩAთ – ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზე იგებენ.         შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ 1 700 000 ლარი დაჯდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თამარ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა შედეგს გამოიღებს საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან გუშინ გამართული შეხვედრა შედეგს გამოიღებს.როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს აღნიშნული აუდიენციის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი და კარგი."მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე, მე მათ გულახდილად ვუთხარი, რომ არის გარკვეული თემები, რომლებშიც მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ არის გარკვეული კომპონენტები, რომელშიც მათი თანამონაწილეობა ვერ იქნება შედეგის მომტანი, რადგან ეს არ წარმოადგენს მათი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს ეხებოდა ძირითადად კანონით დადგენილ პროცედურებს", - განმარტა თამარ სანიკიძემ.მისივე თქმით, შეკითხვები იყო ლაილაშის ბიბლიისა და ეროვნული ცენტრის შენობის ირგვლივ. მინისტრი ფიქრობს, რომ აღნიშნული ორი თემაც "კარგად ამოიწურა და დალაგდა". თამარ სანიკიძის განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ბევრი ინფორმაცია მიიღეს იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გაიაზრონ, როგორ უნდა იმოქმედონ.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. როგორც თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს, თამარ სანიკიძესთან შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა და ვერც ერთ პუნქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია. ისინი სახელმწიფო მაკონტროლებლის შეცვლას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა 2011 წელს მიღებული კანონის გაუქმება, რომლის თანახმადაც, განათლების მინისტრს ცენტრის ხელმძღვანელის დანიშნვის უფლება მიენიჭა. ცენტრის თანამშრომლები ასევე მოითხოვენ, გაუქმდეს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგები. ისინი კონკურსს არაობიექტურად აფასებენ და ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას აღდგენას მოითხოვენ.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისა და განათლების მინისტრის შეხვედრა სამინისტროში ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში შეთანხმებას ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თეირანის მერმა მოჰამად ბაყერ ყალიბაფიმ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში, საერთო კულტურულ–ისტორიულ ფასეულობათა და ორი ქალაქის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. მათივე ინფორმაციით, შეთანხმეების ხელმოწერამდე გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის  თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წევრები ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.    შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს წარმატებული უწოდა.  „თეირანში წარმატებით დაასრულა მუშაობა საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის თანამშრომლობის ერთობლივი  კომისიის მეხუთე სხდომამ. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რამაც სახელმწიფო დონეზე მუნიციპალიტეტებს ურთიერთობის ერთგვარი ჩარჩო შეუქმნა“, - განაცხადა თბილისის მერმა.დავით ნარმანიას თქმით, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გარდა, გამოიკვეთა თანამშრომლობის საჭიროება გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებით, რაშიც თეირანს მდიდარი გამოცდილება აქვს. "ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა  ქალაქის გამწვანების და თანამედროვე ელექტრონული სისტემით ურბანული მართვის საკითხები, რაშიც თეირანს დიდი გამოცდილება აქვს. შევთანხმდით, რომ მათი ექსპერტები ჩამოვლენ თბილისში, გაგვიზიარებენ გამოცდილებას და ერთბლივ პროექტს მოვამზადებთ. საუბარი შეეხო ასევე უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, რასაც ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში სავიზო რეჟიმის გამარტივება და სულ რაღაც ერთ თვეში პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და თეირანს შორის, რაც აუცილებლად განხორციელდება",  - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, რაც საინტერესოა ირანელი მეწარმეებისთვის. დავით ნარმანიამ თეირანის მერი თბილისში მოიწვია. თეირანის მერის მოჰამად ბაყერ ყალიბაფის თქმით, ირანული მხარე მზად არის თბილისთან მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობისთვის. "ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ქალაქებს შორის თანამშრომლობაში აისახება. დღევანდელი ხელმოწერა ამ თანამშრომლობის საწყისი ეტაპი იქნება. თეი
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •   საქართველოს სურს, გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი, ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინს ფიშერთან შეხვედრაზე განაცხადა.შეხვედრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი ავსტრიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს მიესალმა და ამ ვიზიტს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა."ჩვენ მოხარული ვართ, რომ შედგა თქვენი ვიზიტი საქართველოში. დიდად ვაფასებთ თქვენს ისტორიას, კულტურას ვიცნობთ კარგად. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან დარღვეულია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქიდან ვიყავი არჩეული საქართველოს პატრიარქად. ამიტომ ჩემთვის მტკივნეული საკითხია აფხაზეთი და ცხინვალი, ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ვფიქრობთ, რომ ვიზიტი იქნება დასაწყისი ახალი ურთიერთობისა საქართველოსა და ავსტრიას შორის", - აღნიშნა უწმინდესმა.თავის მხრივ ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, მისი მეუღლისა და დელეგაციის წევრებისათვის დიდი პატივია. ავსტრიის პრეზიდენტი საუბრისას დაინტერესდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრებით ორ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ უყურებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, კერძოდ რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. ფიშერმა დასძინა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში  გულისხმობდა როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებს. "საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა", - ბრძანა უწმინდესმა.პატრიარქის აზრით, რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთი, რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი საქართველო. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •   წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც  26 მაისს 1 საათზე გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს. გიორგი მარგველაშვილი ასევე, მონაწილეობას მიიღებს რუსთაველის გამზირზე გამართულ სახალხო ღონისძიებებშიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, გიორგი მარგველაშვილი დღის მეორე ნახევარში გაემგზავრება ქუთაისში და იქ სამხედროებთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, აქ გამოიფინება „დელტას“ ტიპის სამხედრო ტექნიკა. იქნება შვეულმფრენების გადაფრენაც.საკოორდინაციო შემოფრენას, ხვალ 1 საათიდან 3 საათამდე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და „L39“ ტიპის თვითმფრინავები განახორციელებენ. სახალხო ღონისძიების რეპეტიცია გაიმართება 25 მაისს 16-დან 18 საათამდე და მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის დღის ბოლომდე რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.        განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სარეგისტრაციო ფანჯარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (წწწ.მეს.გოვ.გე) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (წწწ.ემის.გე) ვებგვერდებზე 09:00 საათზე გაიხსნება.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.       რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მედიკამენტების გაძვირების ტენდენცია შემცირებულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შემცირებულია. "ფასების მატების ტენდენცია აღარ არის. პირიქით, გაძვირება შემცირებულია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20 პროცენტიანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ახლა ამ ტენდენციამ იკლო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის, "პსპ"-ს აშკარად საზოგადოების ინტერესებიკენ გადადმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს. ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ", - აღნიშნა სერგეენკომ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
აბიტურიენტთა დაახლოებით 3 პროცენტი გამოცდაზე არ მივიდა
გამოქვეყნებულია: 2015-07-02 11:40:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის   განცხადებით,   ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ ნაკადში რეგისტირებული იყო 9 583 აბიტურიენტი, მათგან 305 გამოცდაზე არ გამოცხადდა, სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, ერთი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი კი გამოცდიდან მოიხსნა.         აბიტურიენტების დაგვიანების ფაქტები დაფიქსირდა თბილისში 175-ე საჯარო სკოლაში და მაღლივ კორპუსში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში, ასევე ბათუმის უნივერისტეტში.
წაკითხვა
ცხოველი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა, ალბინოსი ვეფხვი აღმოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 11:36:00
 ცხოველი, რომელმაც „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაგლიჯა, ალბინოსი ვეფხვი აღმოჩნდა.როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე შეიარაღებული სპეცრაზმი იმყოფება. ისინი ვეხვის დაჭერას ცდილობენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, არსებული ინფორმაციით, ადამიანი რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, უგონო მდგომარეობაშია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვეფხვი გუშინ ნახეს, თუმცა უგონო მდგომარეობაში იყო და ეგონათ, რომ მკვდარი იყო. მათივე ინფორმაციით, სამჯერ იყვნენ ზოოპარკის თანამშრომლები, საპატრულოსა და სამაშველოს წარმომადგენელბი, თუმცა ცხოველის გადაყვანა არ განახორციელეს.
წაკითხვა
მაშველებმა ნიანგი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 12:26:00
მისი    გადარჩენა  მოხერხდა   და    ნიანგი ზოოპარკში მდებარე აკვარიუმში მოათავსეს.             ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.       ტერიტორაზე იმყოფებიან სამაშველო და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე შეიარაღებული ძალები. ისინი ტერიტორიას შლამისგან ასუფთავებენ.
წაკითხვა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის ხარისხს ამოწმებს
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 13:16:00
კომპანიის  ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები იმ უბნებში გავიდნენ, სადაც წყლის ხარისხის შესახებ შეტყობინება მიიღეს. დედაქალაქის რამდენიმე უბანში დილიდან შესამჩნევად მღვრიე წყალი მოდის, რაც შესაძლოა, წუხანდელ ძლიერ წვიმას უკავშირდებოდეს.
წაკითხვა
სტიქიამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზები დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 13:07:00
 დუშეთის რაიონის გამგებელის   ვაჟა ჩოხელის  განცხადებით,     ძლიერმა წვიმამ ბაზალეთის თემში გზები დააზიანა და ჩაკეტა.        გზის პრობლემა შეიქმნა ასევე უკანა ფშავში.როგორც ჩოხელმა განაცხადა, დაზიანებულია ელექტრობოძები. კერძოდ, სოფელ მლაშეში ადიდებულმა მდინარემ 5 ბოძი წაიღო, რის გამოც მოხდა ელექტროენერეგიის მიწოდების შეფერხება. გამგებლის განცხადებით, ადგილზე ბრიგადები იმყოფებიან და სამუშაოები მიმდინარებს.       მისი  თქმით, წუხელ ჩაკეტილი იყო ცენტრალური გზა - ბაგიჭალა-ბაზალეთის მიმართულებით, თუმცა ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.       რაც შეეხება სოფელ გრემისხევის გზას, გამგებლის თქმით, ამ   გზაზე ყოველი წვიმის დროს ხდება მეწყერის ჩამოწოლა და ამჟამადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
წაკითხვა
საბავშვო ბაღებში მომავალი სასწავლო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2015-06-03 14:44:00
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      მისი თქმით ბაღებში ძირითადი სასწავლო პროცესი 30 ივნისს დასრულდება. ხოლო პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით 25-მდე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი გაგრძელდება ე.წ. ზაფხულის სეზონისთვის.~     ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ზაფხულში იმუშავებს ბაღების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
წაკითხვა
მოწამვლის საფრთხის გამო თბილისის 139-ე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2015-06-03 14:34:00
139-ე სკოლაში თბილისის მერიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მაშველები სკოლის შენობაში ბავშვების მოწამვლის მიზეზის დადგენას ცდილობენ.     ისინი სკოლაში ქიმიის ლაბორატორიის ოთახს ამოწმებენ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლაში ქიმიის მასწავლებელი შეიყვანეს და სპეციალური აირწინაღებითა და აპარატებით ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია სკოლის მოსწავლეების მოწამვლა.          ამ დრისთვის 139-ე სკოლის 6 მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი. სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვიტილია. შენობიდან ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი და მოსწავლე გამოყვანილია.
წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა
გამოქვეყნებულია: 2015-05-27 10:19:00
 ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე  განაცხადა.     მისი თქმით, ოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტია საზღვრებს იქით გასული, თუმცა რეალურად ეს შეიძლება იყოს მილიონნახევარი ან ორი მილიონი.     "ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი ოჯახის გასვლა საზღვარგარეთ და მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნებულა საქართველოში. ვეძებთ იმ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში. ვეძებთ იდეას, რაც იქნება მათთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გადააწყვეტინებს მათ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.     მისივე თქმით, ასეულობით და ათასეულობით წარმატებული ქართველია  მთელ მსოფლიოში მიმოფანტული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი.     "სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათზე ვინც საზღვარგარეთ არის წასული", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
წაკითხვა
სამხედრო ფიცი 200-მა წვევამდელმა დადო
გამოქვეყნებულია: 2015-05-26 12:41:00
   საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს 200 წვევამდელმა   სამხედრო ფიცი დადო. წვევამდელთა ფიცი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.ცერემონიალს პრეზიდენტთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მორე, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,  მთავრობის წევრები და დიპლომატები ესწრებოდნენ. ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ,  პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
წაკითხვა
რუსთაველის გამზირზე თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2015-05-26 12:34:00
 რუსთაველის გამზირზე თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობა ნოე ჟორდანიას კოსტიუმში გამოწყობილმა მსახიობმა მიიღო. მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ცხენოსნებმა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები, რომლებსაც ტან ჰქონდათ ძველი ქართული მუსიკალური საკრავები.
წაკითხვა
Gოოგლე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2015-05-26 10:27:00
Gოოგლე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს Gოოგლე საქართველოს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გოოგლე.ცომ-ის მთავარ გვერდზე სპეციალური ფოირვერკებიანი ბანერია განთავსებული, ხოლო ბანერზე დაკლიკების შემთხვევაში , გადავდივართ ინფორმაციებზე, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში მოიპოვება.დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
წაკითხვა
26 მაისის ღონისძიებების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-25 12:41:00
 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული ქუჩებისა და გამზირების ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.     ამ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს ალტერნატიულ გზებზე.     26 მაისს,     მოძრაობა   დამატებით   შეიზღუდება ორბელიანის მოედანზე და ამ   ტერიტორიაზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადავა ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.       26 მაისს, ასევე 16   საათიდან 21   საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე.    საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.
წაკითხვა
თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ბუბა კუდავას საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდეს
გამოქვეყნებულია: 2015-05-21 11:28:00
თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ბუბა კუდავას საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას მუშაობის საკითხით პროკურატურა დაინტერესდეს.როგორც თამარ სანიკიძემ "პალიტრა თV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შესულია აუდიტის სამსახური, რომელიც მათ საქმიანობას სწავლობს."როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას გვაჩვენებს აუდიტის სამსახური. მასში არის დარღვევებზე საუბარი. იქ ვერ დავადგინეთ წესი, რის მიხედვით ნაწილდებოდა ხელფასები. მივლინებაზე, ბიუჯეტირებაზე, შესყიდვების კანონის სისტემურ დარღვევებზეა საუბარი. ეს არის სამუშაო და გამოსასწორებელი. იმ არგუმენტებიდან, რაც იყო წარმოდგენელი, გაბათილებულია მხოლოდ ერთი პუნქტი. დანარჩენი პრეტენზიები დარჩა. არ არის გამორცხული ამაში პროკურატურა ჩაერთოს. კონტროლის პალატასაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს წინა წლების საქმიანობა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.მისი თქმით, ის პროტესტი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან ფიქსირდება, შეიძლება იყოს პოლიტიკური. "ამ ადამიანებს ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია. ერთი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მოხსნეს, მეორე იყო ლაილაშის ბიბლია და შენობა, რომ მას ჰყავს დაინტერესებული მხარე - ბიზნესი, რომლის უკანაც დგას "არემჯი" და იმის უკან არის ბიძინა ივანიშვილი, ესენი არის ტყუილი. აღარ არის დირექტორი, იმიტომ, რომ ამოეწურა ყველანაირი ვადა, რაც ჰქონდა. ჩვენ გადავნიშნეთ მოვალეობის შემსრულებლად, რადგან ის გათანაბრებულია საჯარო მოხელესთან, ეკუთვნის კონკურსის წესით დანიშვნა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.მისივე თქმით, გაფიცული თანამშრომლების თითქმის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. "ისინი ითხოვენ კანონის შეცვლას, მაგრამ ეს იყო მეათასე მიზეზი, დაიწყო ხელფასებით შემდეგ ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგებით, წამოვიდა ლაილაშის ბიბლია, შემდეგ წამოვიდა პოლიტიკური პროცესები და ბოლოს მეათასე მიზეზად დასახელდა კანონი. დღევანდელ კანონში ბევრი რამაა შესაცვლელი. მათ მოსწონთ ბუბა კუდავა და ეს არის შეუფერებელი კანდიდატურა. ახალ კანდიდატზეც ამბობენ, რომ ზაზა აბაშიძესთან არ აქვთ პრეტენზიები", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
წაკითხვა
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2015-05-21 10:28:00
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდებს 21-25 მაისს ჩააბარებენ.       შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის    მაია მიმინოშვილის   განცხადებით,       გამოცდები    შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა.     გამოცდის ჩაბარების   შესაძლებლობა   დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომელთაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ.        მე-11 კლასელების გამოცდები ამ დროისთვის არსებული გეგმის თანახმად, 16 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება.        ე.წ. სავარჯიშო დღე 15 ივნისია. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს.     მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება.     გამოცდებზე დაახლოებით 44 000 მე-12 და 41 500 მე-11 კლასელი გავა.         გამოსაშვები გამოცდები ჩAთ – ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზე იგებენ.         შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ 1 700 000 ლარი დაჯდება.
წაკითხვა
თამარ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა შედეგს გამოიღებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-20 10:16:00
თამარ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა შედეგს გამოიღებს საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან გუშინ გამართული შეხვედრა შედეგს გამოიღებს.როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს აღნიშნული აუდიენციის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი და კარგი."მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე, მე მათ გულახდილად ვუთხარი, რომ არის გარკვეული თემები, რომლებშიც მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ არის გარკვეული კომპონენტები, რომელშიც მათი თანამონაწილეობა ვერ იქნება შედეგის მომტანი, რადგან ეს არ წარმოადგენს მათი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს ეხებოდა ძირითადად კანონით დადგენილ პროცედურებს", - განმარტა თამარ სანიკიძემ.მისივე თქმით, შეკითხვები იყო ლაილაშის ბიბლიისა და ეროვნული ცენტრის შენობის ირგვლივ. მინისტრი ფიქრობს, რომ აღნიშნული ორი თემაც "კარგად ამოიწურა და დალაგდა". თამარ სანიკიძის განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ბევრი ინფორმაცია მიიღეს იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გაიაზრონ, როგორ უნდა იმოქმედონ.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. როგორც თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს, თამარ სანიკიძესთან შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა და ვერც ერთ პუნქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია. ისინი სახელმწიფო მაკონტროლებლის შეცვლას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა 2011 წელს მიღებული კანონის გაუქმება, რომლის თანახმადაც, განათლების მინისტრს ცენტრის ხელმძღვანელის დანიშნვის უფლება მიენიჭა. ცენტრის თანამშრომლები ასევე მოითხოვენ, გაუქმდეს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგები. ისინი კონკურსს არაობიექტურად აფასებენ და ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას აღდგენას მოითხოვენ.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისა და განათლების მინისტრის შეხვედრა სამინისტროში ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წაკითხვა
თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნება
გამოქვეყნებულია: 2015-05-20 10:10:00
 თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში შეთანხმებას ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თეირანის მერმა მოჰამად ბაყერ ყალიბაფიმ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში, საერთო კულტურულ–ისტორიულ ფასეულობათა და ორი ქალაქის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. მათივე ინფორმაციით, შეთანხმეების ხელმოწერამდე გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის  თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წევრები ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.    შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს წარმატებული უწოდა.  „თეირანში წარმატებით დაასრულა მუშაობა საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის თანამშრომლობის ერთობლივი  კომისიის მეხუთე სხდომამ. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რამაც სახელმწიფო დონეზე მუნიციპალიტეტებს ურთიერთობის ერთგვარი ჩარჩო შეუქმნა“, - განაცხადა თბილისის მერმა.დავით ნარმანიას თქმით, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გარდა, გამოიკვეთა თანამშრომლობის საჭიროება გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებით, რაშიც თეირანს მდიდარი გამოცდილება აქვს. "ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა  ქალაქის გამწვანების და თანამედროვე ელექტრონული სისტემით ურბანული მართვის საკითხები, რაშიც თეირანს დიდი გამოცდილება აქვს. შევთანხმდით, რომ მათი ექსპერტები ჩამოვლენ თბილისში, გაგვიზიარებენ გამოცდილებას და ერთბლივ პროექტს მოვამზადებთ. საუბარი შეეხო ასევე უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, რასაც ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში სავიზო რეჟიმის გამარტივება და სულ რაღაც ერთ თვეში პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და თეირანს შორის, რაც აუცილებლად განხორციელდება",  - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, რაც საინტერესოა ირანელი მეწარმეებისთვის. დავით ნარმანიამ თეირანის მერი თბილისში მოიწვია. თეირანის მერის მოჰამად ბაყერ ყალიბაფის თქმით, ირანული მხარე მზად არის თბილისთან მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობისთვის. "ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ქალაქებს შორის თანამშრომლობაში აისახება. დღევანდელი ხელმოწერა ამ თანამშრომლობის საწყისი ეტაპი იქნება. თეი
წაკითხვა
პატრიარქი: საქართველოს სურს გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას
გამოქვეყნებულია: 2015-05-19 12:25:00
  საქართველოს სურს, გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი, ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინს ფიშერთან შეხვედრაზე განაცხადა.შეხვედრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი ავსტრიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს მიესალმა და ამ ვიზიტს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა."ჩვენ მოხარული ვართ, რომ შედგა თქვენი ვიზიტი საქართველოში. დიდად ვაფასებთ თქვენს ისტორიას, კულტურას ვიცნობთ კარგად. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან დარღვეულია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქიდან ვიყავი არჩეული საქართველოს პატრიარქად. ამიტომ ჩემთვის მტკივნეული საკითხია აფხაზეთი და ცხინვალი, ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ვფიქრობთ, რომ ვიზიტი იქნება დასაწყისი ახალი ურთიერთობისა საქართველოსა და ავსტრიას შორის", - აღნიშნა უწმინდესმა.თავის მხრივ ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, მისი მეუღლისა და დელეგაციის წევრებისათვის დიდი პატივია. ავსტრიის პრეზიდენტი საუბრისას დაინტერესდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრებით ორ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ უყურებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, კერძოდ რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. ფიშერმა დასძინა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში  გულისხმობდა როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებს. "საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა", - ბრძანა უწმინდესმა.პატრიარქის აზრით, რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთი, რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი საქართველო. 
წაკითხვა
წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი ჩაიბარებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-19 11:52:00
  წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც  26 მაისს 1 საათზე გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს. გიორგი მარგველაშვილი ასევე, მონაწილეობას მიიღებს რუსთაველის გამზირზე გამართულ სახალხო ღონისძიებებშიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, გიორგი მარგველაშვილი დღის მეორე ნახევარში გაემგზავრება ქუთაისში და იქ სამხედროებთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, აქ გამოიფინება „დელტას“ ტიპის სამხედრო ტექნიკა. იქნება შვეულმფრენების გადაფრენაც.საკოორდინაციო შემოფრენას, ხვალ 1 საათიდან 3 საათამდე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და „L39“ ტიპის თვითმფრინავები განახორციელებენ. სახალხო ღონისძიების რეპეტიცია გაიმართება 25 მაისს 16-დან 18 საათამდე და მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის დღის ბოლომდე რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე.
წაკითხვა
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2015-05-14 11:04:00
 სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.        განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სარეგისტრაციო ფანჯარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (წწწ.მეს.გოვ.გე) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (წწწ.ემის.გე) ვებგვერდებზე 09:00 საათზე გაიხსნება.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.       რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
წაკითხვა
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მედიკამენტების გაძვირების ტენდენცია შემცირებულია
გამოქვეყნებულია: 2015-03-12 10:45:00
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მედიკამენტების გაძვირების ტენდენცია შემცირებულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შემცირებულია. "ფასების მატების ტენდენცია აღარ არის. პირიქით, გაძვირება შემცირებულია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20 პროცენტიანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ახლა ამ ტენდენციამ იკლო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის, "პსპ"-ს აშკარად საზოგადოების ინტერესებიკენ გადადმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს. ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ", - აღნიშნა სერგეენკომ.
წაკითხვა

უახლესი