საზოგადოებრივი
104.5 FM
  • შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დღეს ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულს ფიფას 209  დელეგატი გამოავლენს. არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, რომელიც ფიფას უკვე 17 წელია მართავს. მისი ერთადერთი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში იორდანიის პრინცი ალი ბინ ჰუსეინია.    არჩევნებს წინ უძღოდა გახმაურებული კორუფციული სკანდალი ფიფაში. ორი დღის წინ, ციურიხში ფიფას მაღალჩინოსნები, მათ შორის ვიცე პრეზიდენტები  ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო დააკავეს.     ფიფა-ს ხელმძღვანელებს ქრთამის აღებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება საუბრობს ასევე 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილის არჩევის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებზეც. მომდევნო ორი ჩემპიონატის ჩატარების ადგილად საბოლოოდ რუსეთი და ყატარი შეირჩა.        ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასული.     ზეპ ბლატერის განცხადებით, მას გამოვლენილ კორუფციასთან კავშირი საერთოდ არ აქვს და საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი სწორედ ის არის.         რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატს, გამარჯვებულის გამოსავლენად 209 ხმიდან 2/3 აღებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მეორე ტური გაიმართება.     ბლატერს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აზიური, ლათინური ამერიკის და აფრიკული ქვეყნებისგან. იორდანიის პრინცს კი მხარდაჭერას უცხადებენ ევროპის ქვეყნები.     ბლატერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ საფეხბურთო მაღალჩისნობის ნაწილი. მათ შორის არის უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი.     „ბლატერს მეგობრულად მოვუწოდებ, რომ უნდა გადადგეს“, - აღნიშნა პლატინმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • არის თუ არა ფიფა-ს დაკავებულ ხელმძღვანელ პირებს შორის  ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, ჯერ უცნობია. ამერიკულ და ევროპულ მედიაში ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ის დაკავებულთა სიაში არ არის.  თუმცა, თავდაპირველად იგი დაკავებულთა შორის დასახელდა. შვეიცარიის პოლიციამ ფიფა-ს ხელმძღვანელები დღეს დილით ქალაქ ციურიხში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავა. “ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, ფიფა-ს ხელმძღვანელი პირები სასტუმროდან ხელბორკილებით გაიყვანეს. ფიფა-ს ხელმძღვანელები ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასული. მათ ოცი წლის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ფულის გათეთრება ედებათ ბრალად. აღნიშნული საქმეების გამოძიება ფიფა-ს პრეზიდენტ ბლატერისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ბლატერი სპორტში ყველაზე გავლენიან პირად არის მიჩნეული. იგი ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტს 1998 წლის შემდეგ იკავებს. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
დღეს ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2015-05-29 10:19:00
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დღეს ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულს ფიფას 209  დელეგატი გამოავლენს. არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, რომელიც ფიფას უკვე 17 წელია მართავს. მისი ერთადერთი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში იორდანიის პრინცი ალი ბინ ჰუსეინია.    არჩევნებს წინ უძღოდა გახმაურებული კორუფციული სკანდალი ფიფაში. ორი დღის წინ, ციურიხში ფიფას მაღალჩინოსნები, მათ შორის ვიცე პრეზიდენტები  ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო დააკავეს.     ფიფა-ს ხელმძღვანელებს ქრთამის აღებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება საუბრობს ასევე 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილის არჩევის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებზეც. მომდევნო ორი ჩემპიონატის ჩატარების ადგილად საბოლოოდ რუსეთი და ყატარი შეირჩა.        ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასული.     ზეპ ბლატერის განცხადებით, მას გამოვლენილ კორუფციასთან კავშირი საერთოდ არ აქვს და საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი სწორედ ის არის.         რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატს, გამარჯვებულის გამოსავლენად 209 ხმიდან 2/3 აღებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მეორე ტური გაიმართება.     ბლატერს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აზიური, ლათინური ამერიკის და აფრიკული ქვეყნებისგან. იორდანიის პრინცს კი მხარდაჭერას უცხადებენ ევროპის ქვეყნები.     ბლატერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ საფეხბურთო მაღალჩისნობის ნაწილი. მათ შორის არის უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი.     „ბლატერს მეგობრულად მოვუწოდებ, რომ უნდა გადადგეს“, - აღნიშნა პლატინმა.
წაკითხვა
ფიფა-ს პრეზიდენტ ბლატერის შესაძლო დაკავების შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება
გამოქვეყნებულია: 2015-05-27 10:39:00
არის თუ არა ფიფა-ს დაკავებულ ხელმძღვანელ პირებს შორის  ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, ჯერ უცნობია. ამერიკულ და ევროპულ მედიაში ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ის დაკავებულთა სიაში არ არის.  თუმცა, თავდაპირველად იგი დაკავებულთა შორის დასახელდა. შვეიცარიის პოლიციამ ფიფა-ს ხელმძღვანელები დღეს დილით ქალაქ ციურიხში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავა. “ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, ფიფა-ს ხელმძღვანელი პირები სასტუმროდან ხელბორკილებით გაიყვანეს. ფიფა-ს ხელმძღვანელები ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასული. მათ ოცი წლის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ფულის გათეთრება ედებათ ბრალად. აღნიშნული საქმეების გამოძიება ფიფა-ს პრეზიდენტ ბლატერისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ბლატერი სპორტში ყველაზე გავლენიან პირად არის მიჩნეული. იგი ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტს 1998 წლის შემდეგ იკავებს. 
წაკითხვა

უახლესი