საზოგადოებრივი
104.5 FM
  • ტეხასის შტატში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ქარიშხალი „ჰარვის“ ეპიცენტრში მოხვდა, ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქარხნის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.             აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შერიფის მოადგილე.             გავრცელებული   ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით ღამის  2  საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქარხნის ტერიტორიის თავზე კვამლია.  ქარხნის ტერიტორია წყალდიდობის შედეგად წყლით დაიტბორა, რამაც ქარხნის ფუნქციონირება დაარღვია. ქარხნიდან 2,4 კილომეტრის რადიუსზე მყოფ მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ჰამბურგში პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. დემონსტრანტები „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩატარებას აპროტესტებენ.          ადგილი ჰქონდა პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებსაც. გადაკეტილია სამიტის ჩატარების ადგილთან ახლომდებარე შრიოდერშტიფშტრასე.       „ქუჩა გადაკეტილია. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დემონსტრანტები არ იშლებიან. დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოვიყენეთ“, - იუწყება ჰამბურგის პოლიცია „ტვიტერის“ პირად გვერდზე.        დემონსტრაციის მონაწილეები ბარიკადებს, ნაგვის კონტეინერებსა და ავტომობილებს წვავენ. ასევე უცნობი პირები თავს დაესხნენ საპატრულო პოლიციის მანქანას. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •          ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები სამიტის ფარგლებში პირველ შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.          შეხვედრაში მონაწილეობას მხოლოდ „დიდი ოცეულის“ ლიდერები იღებენ. ანგელა მერკელი, როგორც მასპინძელი ქვეყნის ლიდერი, ყველა სტუმარს კონგრეს-ცენტრის ფოიეში დახვდა.        შეხვედრის შემდეგ ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე.          დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნა. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.          გერმანიის ხელისუფლებამ პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებას „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან.       „მოუთმენლად ველი შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბევრი გვაქვს განსახილველი“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.  დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის იბრძოლებს ამერიკის ინტერესებისთვის.         „ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით“, - დასძინა მან.       დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნება. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.        გერმანიის ხელისუფლებამ პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • „ეროვნული ფრონტის“ ლიდერს და საპრეზიდენტო კანდიდატს მარინ ლე პენს ბრეტანში ვიზიტისას კვერცხები დაუშინეს, - იუწყება ფრანგული ტელეარხი BFMTV.         ერთ-ერთი ქარხნის დათვალიერებისას მარინ ლე პენს სტვენა დაუწყეს, ხოლო შემდგომ კვერცხები დაუშინეს.      მას მოწინააღმდეგები უყვიროდნენ: „გაეთრიეთ, ფაშისტებო“, „აქ არაფერი გესაქმებათ“.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პედრო აგრამუნტი გადადგომის თაობაზე ასამბლეის წევრების მოწოდებაზე განცხადებას დღეს გააკეთებს.           25 აპრილს, სირიაში ვიზიტთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, აგრამუნტმა გადადგომის შესახებ პარლამენტარების მოწოდებებს არ უპასუხა. მოსმენის მსვლელობისას პარლამენტარები აგრამუნტს ერთი და იგივე კითხვებს უსვამდნენ  თუ რამდენად შესაძლებელია მისი თანამდებობაზე დარჩენა სირიაში ვიზიტის შემდეგ.        პედრო აგრამუნტმა პარლამენტარების ამგვარ შეკითხვებს პასუხი არ გასცა. მან განმარტა, რომ განცხადებას სტატუსთან დაკავშირებით 28 აპრილს გააკეთებს.        ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის გადადგომას ითხოვს. როგორც დეპუტატებმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, მოთხოვნა სირიის პრეზიდენტთან მის შეხვედრას უკავშირდება. ისინი აგრამუნტს მოუწოდებენ, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადადგეს. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,53%.        ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.           რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბოლოო შედეგები ასეთია: ფრანსუა ფიიონი - 19,91%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 19,64%, ბენუა ამონი - 6,35 %, ნიკოლა დიუპონ-ენიანი - 4,75%, ჟან ლასალი - 1,22 %, ფილიპ პუტუ - 1,10 %, ფრანსუა ასელინო - 0,92 %, ნატალი არტო - 0,65 %, ჟაკ შემინადი - 0,18 %.          ამომრჩეველთა აქტივობამ 78,69% შეადგინა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 80,42% შეადგინა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო პარიზში მომხდარ ტერაქტზე, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. „ისლამურმა სახელმწიფომ“  განცხადება საკუთარი  პროპაგანდისტური ორგანოს, „ამაყის“ მეშვეობით გააკეთა.       „პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მებრძოლი“, - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პარიზში, შანზ-ელიზეზე, წუხელ ღამით  მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, - იუწყება ფრანგული გამოცემა L’Express.  გამოცემის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.       პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან მიმოსვლისგან. ინციდენტის ადგილი ბლოკირებული იყო პოლიციის მიერ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.  ამის შესახებ სააგენტო „ტასი“იუწყება.         როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.         სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. ინციდენტის შედეგად სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •     მოსკოვში  კორუფციის წინააღმდეგ მიმართული აქციაზე, 900-მდე ადამიანი დააკავეს. მათ შორის რუსული ოპოზიციის ლიდერი, აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც,  რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პოლიციამ მომიტინგეების წიინაღმდეგ    ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთან  აქციაზე 33 პოლიციელი დაშავდა, რიმელიც   საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორუფციის წინააღმდეგ მიმართული აქცია რუსეთის მასშტაბით გაიმართა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას. ამის  შესახებ თურქული გამოცემა Hურრიყეტ იუწყება.         „რაც ბოლო დროს ევროპაში ხდება გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ისინი, ვინც ცდილობდნენ ჩვენზე გავლენა მოეხდინათ ტერორისტული ჯგუფებისა და აგენტების გამოყენებით, ახლა ღიად დაგვიპირისპირდნენ. ჩემო ძმებო და დებო, ბალ-მასკარადი დასრულდა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.        „მათ გვერდზე გადადეს დიპლომატია. ისინი საჭიროდაც არ თვლიან თავიანთი განზრახვა დამალონ და არც შეუძლიათ დამალონ ის დისკომფორტი, რომელსაც გრძნობენ იმის გამო, რომ თურქეთი უფრო ძლიერი ხდება“, - განაცხადა   თურქეთის ლიდერმა.          „მივმართავ მათ, ვინც ხავერდოვან ხელთათმანში რკინის ხელს იყენებს: თურქეთთან არ გაგივათ ეს. თურქეთი, რომელიც თავს იხრიდა თქვენი მუქარებისა და ტირანიის წინაშე, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამის გაკეთებას, შედეგებს თავის თავზე იგრძნობს“, - აცახადებს  თურქეთის პრეზიდენტი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  აცხადებს, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა. ამის შესახებ მან გერმანულ Bილდ-თან და ბრიტანულ თიმეს-თან ინტერვიუში განაცხადა.       „უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა ტრამპმა.         მისი თქმით, აშშ იძულებულია დაიცვას ეს ქვეყნები.        ტრამპის განცხადებით,  ამჟამად  ნატო-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ.        „მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა დონალდ ტრამპმა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • რუსეთი ადეკვატურ პასუხს გაცემს აშშ-ის ახალ სანქციებს, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის მხრიდან არაპროგნოზირებადი აგრესიის გამოვლინებას წარმოადგენენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.        მისი თქმით, ამით ზიანს აყენებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.          „ჩვენი თვალსაზრისით, ვაშინგტონის მხრიდან ახალი ანტირუსული სანქციების დაწესება, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამოვლინებაა“, - აღნიშნა პესკოვმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათი გვარებს ასაჯაროებს.           აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს. ამასთან,   თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.       ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. ის კრემლსა და თეთრს სახლს დაძაბულობის თავიდან აცილებას ურჩევს. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ლიბიაში, სავარაუდოდ, ორმა პირმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება.          ბოლო ინფორმაციით, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ მალტაში დაეშვა. გამტაცებლები ლაინერის აფეთქებით იმუქრებიან.       სამგზავრო თვითმფრინავი ლიბიაში შიდა რეისს ახორციელებდა. გამტაცებლების მოთხოვნები უცნობია. თვითმფრინავი ავიაკომპანია Aფრიქიყაჰ Aირწაყს-ს ეკუთვნის.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორები“ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტზე, - იუწყება სააგენტო ღეუტერს დაჯგუფების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.        როგორც ღეუტერს აღნიშნავს, განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქებების უშუალო სამიზნე არ იყო თურქი ხალხი.        ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 30 პოლიციის თანამშრომელია. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პრეზიდენტი ერდოღანი მხარდამჭერებთან შეხვედრას და მადლობის გადახდას აპირებს. მისი განცხადებით, ყველა ის პირი, რომელიც კავშირშია ტერორიზმთან, აუცილებლად დაისჯება. ასევე, თურქეთის არმია გაიწმინდება იმ პირებისგან, რომელთა ადგილიც არ არის თურქულ ჯარში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ერდოღანმა თურქეთში არსებული ვითარების შემდეგ  პირველი განცხადება გააკეთა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით გამოვლენილია 100-ზე მეტი პირი, რამდენიმე მათგანი დაკავებულია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უცხოეთის ახალი ამბები
ორი აფეთქება მოხდა ტეხასის შტატში მდებარე ქიმიურ ქარხანაში
გამოქვეყნებულია: 2017-08-31 14:25:00
ტეხასის შტატში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ქარიშხალი „ჰარვის“ ეპიცენტრში მოხვდა, ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქარხნის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.             აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შერიფის მოადგილე.             გავრცელებული   ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით ღამის  2  საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქარხნის ტერიტორიის თავზე კვამლია.  ქარხნის ტერიტორია წყალდიდობის შედეგად წყლით დაიტბორა, რამაც ქარხნის ფუნქციონირება დაარღვია. ქარხნიდან 2,4 კილომეტრის რადიუსზე მყოფ მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.
წაკითხვა
ჰამბურგში პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა
გამოქვეყნებულია: 2017-07-07 15:06:00
ჰამბურგში პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. დემონსტრანტები „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩატარებას აპროტესტებენ.          ადგილი ჰქონდა პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებსაც. გადაკეტილია სამიტის ჩატარების ადგილთან ახლომდებარე შრიოდერშტიფშტრასე.       „ქუჩა გადაკეტილია. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დემონსტრანტები არ იშლებიან. დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოვიყენეთ“, - იუწყება ჰამბურგის პოლიცია „ტვიტერის“ პირად გვერდზე.        დემონსტრაციის მონაწილეები ბარიკადებს, ნაგვის კონტეინერებსა და ავტომობილებს წვავენ. ასევე უცნობი პირები თავს დაესხნენ საპატრულო პოლიციის მანქანას. 
წაკითხვა
ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-07 15:02:00
         ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები სამიტის ფარგლებში პირველ შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.          შეხვედრაში მონაწილეობას მხოლოდ „დიდი ოცეულის“ ლიდერები იღებენ. ანგელა მერკელი, როგორც მასპინძელი ქვეყნის ლიდერი, ყველა სტუმარს კონგრეს-ცენტრის ფოიეში დახვდა.        შეხვედრის შემდეგ ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე.          დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნა. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.          გერმანიის ხელისუფლებამ პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.
წაკითხვა
ტრამპი:მოუთმენლად ველოდები ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას
გამოქვეყნებულია: 2017-07-07 14:43:00
 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებას „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან.       „მოუთმენლად ველი შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბევრი გვაქვს განსახილველი“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.  დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის იბრძოლებს ამერიკის ინტერესებისთვის.         „ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით“, - დასძინა მან.       დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნება. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.        გერმანიის ხელისუფლებამ პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.
წაკითხვა
მარინ ლე პენს ბრეტანში ვიზიტისას კვერცხები დაუშინეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-04 16:58:00
„ეროვნული ფრონტის“ ლიდერს და საპრეზიდენტო კანდიდატს მარინ ლე პენს ბრეტანში ვიზიტისას კვერცხები დაუშინეს, - იუწყება ფრანგული ტელეარხი BFMTV.         ერთ-ერთი ქარხნის დათვალიერებისას მარინ ლე პენს სტვენა დაუწყეს, ხოლო შემდგომ კვერცხები დაუშინეს.      მას მოწინააღმდეგები უყვიროდნენ: „გაეთრიეთ, ფაშისტებო“, „აქ არაფერი გესაქმებათ“.
წაკითხვა
აგრამუნტი მისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 11:38:00
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პედრო აგრამუნტი გადადგომის თაობაზე ასამბლეის წევრების მოწოდებაზე განცხადებას დღეს გააკეთებს.           25 აპრილს, სირიაში ვიზიტთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, აგრამუნტმა გადადგომის შესახებ პარლამენტარების მოწოდებებს არ უპასუხა. მოსმენის მსვლელობისას პარლამენტარები აგრამუნტს ერთი და იგივე კითხვებს უსვამდნენ  თუ რამდენად შესაძლებელია მისი თანამდებობაზე დარჩენა სირიაში ვიზიტის შემდეგ.        პედრო აგრამუნტმა პარლამენტარების ამგვარ შეკითხვებს პასუხი არ გასცა. მან განმარტა, რომ განცხადებას სტატუსთან დაკავშირებით 28 აპრილს გააკეთებს.        ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის გადადგომას ითხოვს. როგორც დეპუტატებმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, მოთხოვნა სირიის პრეზიდენტთან მის შეხვედრას უკავშირდება. ისინი აგრამუნტს მოუწოდებენ, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადადგეს. 
წაკითხვა
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა - 21,53%
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 10:48:00
საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,53%.        ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.           რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბოლოო შედეგები ასეთია: ფრანსუა ფიიონი - 19,91%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 19,64%, ბენუა ამონი - 6,35 %, ნიკოლა დიუპონ-ენიანი - 4,75%, ჟან ლასალი - 1,22 %, ფილიპ პუტუ - 1,10 %, ფრანსუა ასელინო - 0,92 %, ნატალი არტო - 0,65 %, ჟაკ შემინადი - 0,18 %.          ამომრჩეველთა აქტივობამ 78,69% შეადგინა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 80,42% შეადგინა. 
წაკითხვა
პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 09:11:00
ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო პარიზში მომხდარ ტერაქტზე, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. „ისლამურმა სახელმწიფომ“  განცხადება საკუთარი  პროპაგანდისტური ორგანოს, „ამაყის“ მეშვეობით გააკეთა.       „პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მებრძოლი“, - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.
წაკითხვა
პარიზში შანზ-ელიზეზე სროლების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 09:05:00
პარიზში, შანზ-ელიზეზე, წუხელ ღამით  მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, - იუწყება ფრანგული გამოცემა L’Express.  გამოცემის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.       პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან მიმოსვლისგან. ინციდენტის ადგილი ბლოკირებული იყო პოლიციის მიერ.
წაკითხვა
10 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად
გამოქვეყნებულია: 2017-04-03 16:13:00
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.  ამის შესახებ სააგენტო „ტასი“იუწყება.         როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.         სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. ინციდენტის შედეგად სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა.
წაკითხვა
მოსკოვში მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 11:39:00
    მოსკოვში  კორუფციის წინააღმდეგ მიმართული აქციაზე, 900-მდე ადამიანი დააკავეს. მათ შორის რუსული ოპოზიციის ლიდერი, აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც,  რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პოლიციამ მომიტინგეების წიინაღმდეგ    ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთან  აქციაზე 33 პოლიციელი დაშავდა, რიმელიც   საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორუფციის წინააღმდეგ მიმართული აქცია რუსეთის მასშტაბით გაიმართა.
წაკითხვა
ერდოღანი:ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 14:26:00
ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას. ამის  შესახებ თურქული გამოცემა Hურრიყეტ იუწყება.         „რაც ბოლო დროს ევროპაში ხდება გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ისინი, ვინც ცდილობდნენ ჩვენზე გავლენა მოეხდინათ ტერორისტული ჯგუფებისა და აგენტების გამოყენებით, ახლა ღიად დაგვიპირისპირდნენ. ჩემო ძმებო და დებო, ბალ-მასკარადი დასრულდა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.        „მათ გვერდზე გადადეს დიპლომატია. ისინი საჭიროდაც არ თვლიან თავიანთი განზრახვა დამალონ და არც შეუძლიათ დამალონ ის დისკომფორტი, რომელსაც გრძნობენ იმის გამო, რომ თურქეთი უფრო ძლიერი ხდება“, - განაცხადა   თურქეთის ლიდერმა.          „მივმართავ მათ, ვინც ხავერდოვან ხელთათმანში რკინის ხელს იყენებს: თურქეთთან არ გაგივათ ეს. თურქეთი, რომელიც თავს იხრიდა თქვენი მუქარებისა და ტირანიის წინაშე, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამის გაკეთებას, შედეგებს თავის თავზე იგრძნობს“, - აცახადებს  თურქეთის პრეზიდენტი.
წაკითხვა
ტრამპი:ნატო მოძველდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 15:08:00
 აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  აცხადებს, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა. ამის შესახებ მან გერმანულ Bილდ-თან და ბრიტანულ თიმეს-თან ინტერვიუში განაცხადა.       „უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა ტრამპმა.         მისი თქმით, აშშ იძულებულია დაიცვას ეს ქვეყნები.        ტრამპის განცხადებით,  ამჟამად  ნატო-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ.        „მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა დონალდ ტრამპმა. 
წაკითხვა
პესკოვი:რუსეთი ადეკვატურ პასუხს გაცემს აშშ-ის ახალ სანქციებს
გამოქვეყნებულია: 2016-12-30 13:12:00
რუსეთი ადეკვატურ პასუხს გაცემს აშშ-ის ახალ სანქციებს, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის მხრიდან არაპროგნოზირებადი აგრესიის გამოვლინებას წარმოადგენენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.        მისი თქმით, ამით ზიანს აყენებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.          „ჩვენი თვალსაზრისით, ვაშინგტონის მხრიდან ახალი ანტირუსული სანქციების დაწესება, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამოვლინებაა“, - აღნიშნა პესკოვმა.
წაკითხვა
35 რუს დიპლომატს აშშ-დან გააძევებენ
გამოქვეყნებულია: 2016-12-30 13:11:00
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათი გვარებს ასაჯაროებს.           აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს. ამასთან,   თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.       ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. ის კრემლსა და თეთრს სახლს დაძაბულობის თავიდან აცილებას ურჩევს. 
წაკითხვა
ლიბიაში სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 15:53:00
 ლიბიაში, სავარაუდოდ, ორმა პირმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება.          ბოლო ინფორმაციით, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ მალტაში დაეშვა. გამტაცებლები ლაინერის აფეთქებით იმუქრებიან.       სამგზავრო თვითმფრინავი ლიბიაში შიდა რეისს ახორციელებდა. გამტაცებლების მოთხოვნები უცნობია. თვითმფრინავი ავიაკომპანია Aფრიქიყაჰ Aირწაყს-ს ეკუთვნის.
წაკითხვა
სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორები“ აიღო
გამოქვეყნებულია: 2016-12-12 13:22:00
ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორები“ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტზე, - იუწყება სააგენტო ღეუტერს დაჯგუფების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.        როგორც ღეუტერს აღნიშნავს, განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქებების უშუალო სამიზნე არ იყო თურქი ხალხი.        ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 30 პოლიციის თანამშრომელია. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
პრეზიდენტი ერდოღანი მხარდამჭერებთან შეხვედრას და მადლობის გადახდას აპირებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 08:19:00
პრეზიდენტი ერდოღანი მხარდამჭერებთან შეხვედრას და მადლობის გადახდას აპირებს. მისი განცხადებით, ყველა ის პირი, რომელიც კავშირშია ტერორიზმთან, აუცილებლად დაისჯება. ასევე, თურქეთის არმია გაიწმინდება იმ პირებისგან, რომელთა ადგილიც არ არის თურქულ ჯარში.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ერდოღანმა თურქეთში არსებული ვითარების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 08:17:00
ერდოღანმა თურქეთში არსებული ვითარების შემდეგ  პირველი განცხადება გააკეთა.
წაკითხვა
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით გამოვლენილია 100-ზე მეტი პირი, რამდენიმე მათგანი დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 08:14:00
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით გამოვლენილია 100-ზე მეტი პირი, რამდენიმე მათგანი დაკავებულია.
წაკითხვა

უახლესი