საზოგადოებრივი
104.5 FM
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 14:43:00
დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.          როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ ამ დღეს ჩვენ ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“.           ”ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და, როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს.      დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას”, - აღნიშნა პრემიერმა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
300-ზე მეტმა ახალწვეულმა ფიცი დადო
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 14:40:00
რუსთაველის გამზირზე წვევამდელთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.         სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დადო.        მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შეიარაღებული ძალერბის შემადგენლობაში, ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულადნ განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციებს.ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფო ძლიერების საფუძველთა საფუძველი.ვფიცავ, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდება და ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება. ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის, თუ გავტეხავ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ერის წინაშე. 
წაკითხვა
პოლიტიკა
დევიდ ჰობსმა და პაოლო ალიმ თავისუფლების მოედანზე პავილიონები დაათვალიერეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 14:35:00
         ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის სპეციალურად მოწყობილი პავილიონები დაათვალიერეს.       დევიდ ჰობსმა და პაოლო ალიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ერთ-ერთ პავილიონში ქართული ღვინო დააგემოვნეს. მანამდე მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.    თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა სტენდები და პავილიონებია მოწყობილია, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის, სადაც  მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება და გადაცემები პირდაპირ ეთერში გავა.   პავილიონში შემოსვლისა და საეთერო პროცესებში ჩართვის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს. 
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ძალიან მიყვარს ეს დღე
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 11:47:00
 ძალიან  მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობთ ამ დღეს.       ამის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი   მარგველაშვილმა    პირველ ლედისთან ერთად რუსთაველის გამზირზე ფეხით  გაისერნა.       პრეზიდენტის  განცხადებით,   მას ახსოვს რამდენად შორს ეჩვენებოდა ეს დღე ყველას წლების წინ.        " საერთოდ მიყვარს, როდესაც არის დღესასწაული და არ არის ჩვენ შორის ხოლმე განსხვავებები და ყველას ერთად გვიხარია. მახსოვს რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით და მაშინ მოხდა ეს გარდატეხა და მე ვიხსენებ ამ ადამიანებს, რომლებსაც ასე უხაროდათ ეს დღე. დღესაც როცა ყველა ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულები ძალიან მიხარია. ყველას გილოცავთ ამ დღეს და ღმერთი ფარავდეს ჩვენს საქართველოს"-განაცხადა პრეზიდენტმა.  მან   პატარებთან ერთად სამახსოვრო სურათებიც გადაიღო.
წაკითხვა
პოლიტიკა
ჩაჩიბაია: დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული და უცხოური წარმოების ჯავშანტექნიკაა წარმოდგენილი
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 11:45:00
წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული და უცხოური წარმოების ჯავშანტექნიკაა წარმოდგენილი, - ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ფიცის დადების ცერემონიისთვის რეპეტიცია მიმდინარეობს.,,ჯავშანტექნიკა ძირითადად არის ქართული და უცხოური წარმოების. რა თქმა უნდა, გვაქვს ასევე საბჭოური, მაგრამ მიზნობრივად გამოვიყვანეთ ზუსტად ის ჯავშანტექნიკა, რომელიც არის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების",- განაცხადა ჩაჩიბაიამ.რაც შეეხება საჰაერო კომპონენტს, ვახტანგ ჩაჩიბაიას განცხადებით, მიმდინარეობს რეორგანიზაცია და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე.,,საჰაერო კომპონენტი სავარუდოდ მომავალ წლებში განიხილება, ამ ეტაპზე კი ჩავთვალეთ, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს ავიაციის გადაფრენა", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.
წაკითხვა
პოლიტიკა
კობახიძე: იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან მჭიდრო ინტეგრაციაში გამოიხატება
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 11:43:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატო-სთან  ურთიერთობას საქართველოსთვის კონკრეტული შედეგები მოაქვს.ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან  დევიდ ჰობსტან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ  პაოლო ალისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.          ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს ხელშეწყობით, საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება ძლიერდება. „იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე პრაქტიკული თანამშრომლობა მჭიდრო ინტეგრაციაში გამოიხატება.  დღეს, ჩვენ ნატო-ს საპარლამენტო ხელმძღვანელობასთან საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები, საკვანძო საკითხები, შემდგომი თანამშრომლობა და დაახლოების გზები განვიხილეთ. ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიაობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოითქვა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა საქართველოსთან ურთიერთობას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, - განაცხადა კობახიძემ.         26-29 მაისს, საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანას 600-მდე სტუმარი ეწვევა. 29 მაისს კი, საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება მოხდება.
წაკითხვა
პოლიტიკა
საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსთაველის გამზირზე
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 11:42:00
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნება. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს.          თავისუფლების მოედანზე  საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფებია წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მათ შორის არიან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები - პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ალფა ასეული, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის სექტემბერში შეუერთდა.თავისუფლების მოედანზე არიან კადეტთა კორპუსის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც მომზადებას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით გაივლის. პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.ღონისძიებას მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი „მძლევარი“ შეასრულებს, ანსამბლი „ქართული ხმები“ კი სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ სიმღერას გააჟღერებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი რუსთაველის გამზირზე
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 11:41:00
 საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი, რუსთაველის გამზირზე, ერთიანი ლოკაციაა და ექვს სივრცედ არის დაყოფილი. პავილიონთან მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სახალხო პროექტში - ჩაწერონ „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე სტროფი. საზოგადოებრივი მაუწყებელი წლის მნიშვნელოვან მოვლენას უერთდება პროექტით - „ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. მაუწყებელი ამ ფორმით აღნიშნავს რუსთაველის 850 წლის იუბილეს და პასუხობს 26 მაისის მთავარ კონცეფციას - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადდება „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სრული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს მთელი საქართველოდან.
წაკითხვა
პოლიტიკა
პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 14:29:00
მთავარი პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება.             აღნიშნული პირის დაკავების საქმეზე პროკურატურაში განცხადება  საგანგებო ბრიფინგზე  გაკეთდა.        როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს პროკურატურამ  სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით."ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორმა ფ.ჯ-მ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ.ჯ-მ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები. 2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა - გ.ჩ-მ და კ.კ-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ.ჯ-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ფ.ჯ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გ.ჩ-ს შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის“ დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის
წაკითხვა
პოლიტიკა
ოპოზიცია დავით ნარმანიას საკრებულოში იბარებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 11:13:00
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისი“ მერისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის საკრებულოში მისვლას ითხოვს.       ამის შესახებ  ფრაქციის თავმჯდომარემ  მამუკა ახვლედიანმა განაცხადა.    მისი  თქმით, საქმე ეხება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემულ ორი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ საკითხს.          „ჩვენ ვითხოვთ, რომ პირველ რიგში, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა მოვიდეს საკრებულოში და დეტალური ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს დეპუტატებს ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძისთვის საეჭვოდ გადაცემული ორი მიწის ნაკვეთების განკარგვასთან დაკავშირებით. შემდგომ ასევე ვითხოვთ საკრებულოში მერის მოსვლას. კითხვები გვექნება ორი მიმართულებით, კერძოდ, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის მონაცვლეობის საკითხზე. ფარცხალაძის კომპანიას 2 მლნ 600 ათას ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი გადაეცა, როდესაც მისი რეალური ღირებულება 500 ათას შეადგენდა. ანუ, თბილისის ბიუჯეტმა 2 მლნ ლარზე მეტი იზარალა. კითხვები გვექნება საეჭვოდ გამოცხადებული აუქციონზეც, რომელიც კონკრეტული კომპანიის და პიროვნების ინტერესებს იყო მორგებული. აუქციონის პირობა მომიჯნავე ნაკვეთთან გაერთიანებას ითხოვდა. მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელი კი, 100% წილით, ფარცხალაძე იყო. ეს არის ორი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც დედაქალაქის მერმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი და მოვიდეს საკრებულოში“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.       მისი  თქმით, თუ მათი ფრაქციის ამ მოთხოვნებს თბილისის საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც დაუჭერენ მხარს, დედაქალაქის მერის საკრებულოში მისვლას ინტერფრაქციულ რეჟიმში დააყენებენ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 11:10:00
საქართველოს პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ”ფეისბუქით” ავრცელებს.              გიორგი მარგველაშვილი დაღუპულთა ოჯახებს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს მტკიცე თანადგომას უცხადებს. ”შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.         ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, კლინიკა ,,რუსთავში" ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 11:02:00
რუსთავსა და სოფელ გაჩიანში ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. დღეს დილით, კლინიკა „რუსთავში“ მშობლებმა ჩვილი მიიყვანეს, რომელიც ექიმების ინფორმაციით, უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალშობილი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. ახალშობილების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.          როგორც ექიმი თერაპევტი გიორგი მოდებაძე აცხადებს,    ორივე ჩვილი სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა ერთსაათიანი ინტერვალით შეიყვანა საავადმყოფოში.ორივე ბავშვი მისი განმარტებით შემოყვანის მომენტში გარდაცვლილი იყო.ბავშვები ერთ თვემდე ასაკის არიან.       ამ წუთებში კლინიკა რუსთავში სამართალდამცავები და ექსოერტები მუშაო ენ.ბავშვების გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სავარაუდოდ ეასპერტიზა დაადგენს.
წაკითხვა
პოლიტიკა
მამა გიორგი მამალაძე საეკლესიო სასამართლოს შექმნას მოითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 10:59:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მია ზოიძის განცხადებით, მამა გიორგი საეკლესიო სასამართლოს შექმნას და მის საკითხთან ერთად იმ მღვდელმთავრების საკითხის განხილვას მოითხოვს, რომლებიც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.          მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძეს გუშინ შეხვდა, რომელმაც ადვოკატებს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია გააცნო.           ”ხელშეკრულებები ჩვეულებრივი სამართლის პრინციპებით, რა თქმა უნდა, დანაშაული არაა, თუმცა საპატრიარქოს იურისტი აპელირებდა, რომ კანონიკური სამართლით ეს დანაშაულია. ამაზე მამაომ მითხრა - თუ კანონიკური სამართლით უნდა გადაწყდეს ეს საქმე, მაშინ შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ჩემს საკითხთან ერთად განიხილონ იმ მღვდელმთავრების საკითხიც, ვინც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მე არაფერი დასამალი არ მაქვს და ამ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ მეუფეები. ამას ეკლესიისთვის ვაკეთებდი და არანაირი სამეწარმეო საქმიანობის მიზანი არ მქონია - ასეთია მამაოს პოზიცია”, - განაცხადა მია ზოიძემ.            საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ესპანეთში საკუთარი კომპანია აქვს შექმნილი და მისი საშუალებით 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. მისივე ინფორმაციით, მღვდლის მიერ სამეწარმეო საქმიანობა კანონიკური სამართლით დაუშვებელია. 
წაკითხვა
პოლიტიკა
საქართველო-თურქეთის პრემიერების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 10:55:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.        ამ წუთებში თურქეთის პრემიერს ქართველი კოლეგა გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.        თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. თურქეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრემიერი ბრიტანეთის მთავრობას და ინგლისელ ხალხს თანადგომას უცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 09:35:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც ბრიტანეთის მთავრობას და ინგლისელ ხალხს თანადგომას უცხადებს.           „მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში. 
წაკითხვა
პოლიტიკა
თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 09:26:00
საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.         მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თურქ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.           პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართება. ხელი მოეწერება დოკუმენტებს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რის შემდეგაც, 13  საათზე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.        ბინალი ილდირიმს გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრემიერ-მინისტრს ასევე საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება. 
წაკითხვა
პოლიტიკა
19 დაღუპული და 60-მდე დაშავებული მანჩესტერ არენაზე კონცერტის შემდეგ მომხდარ აფეთქების შედეგად
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 09:26:00
ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებული.- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.            თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.        პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამართალდამცავი უწყება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას განიხილავს.           შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მედიკოსები დაღუპულების რიცხვის ზრდას ვარაუდობენ, რადგან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.       ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
წაკითხვა
პოლიტიკა
თორდია:შსს არის დაინტერესებული, მიკერძოებული მხარე
გამოქვეყნებულია: 2017-05-22 15:30:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა.  ამის შესახებ დღეს  გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ განაცხადა.           თორდია შსს-ს მიერ მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, კადრებით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პირველმა მასზე თავდასხმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.         „საზოგადოებამ რამდენიმე წუთის წინ იხილა ვიდეოკადრები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი. როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ხედით, რომ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია , თითქოს მე დავარტყი ხელი პირველმა ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე. მათივე კადრებიდანვე დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, არ ყოფილა მომენტალური გადაკვეთა. კადრები არის წარმოდგენილი იმ რაკურსით, რომ შემდგომ ვერ დავინახოთ, როგორ მოჰყვა გაგრძელება ამ თავდასხმას. მინდა ცალსახად განვაცხადო, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა, თუმცა ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის და მათი დაცვის წევრების მხრიდან. მე კიდევე ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია“, - განაცხადა თორდიამ.
წაკითხვა
პოლიტიკა
შსს: ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებებს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-22 14:10:00
საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს დეტექტივ-გამომძიებელმა დავით შაშურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი, როგორ ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით, 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს „ელ ცენტროს“ ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება.შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე, ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ. აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა „ელ-ცენტროს“ ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა.საქმეზე გამოკითხული ლაშა თორდიას ჩვენებით კი, 13 მაისს, ღამის საათებში, იგი ღამის კლუბ „ელ ცენტროს“ ღია ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას. საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე. ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი - მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის, ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მისი ცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე.&l
წაკითხვა
პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკონსიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომავალ კვირას ისაუბრებენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-22 13:52:00
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით სამი საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება. ვადაგასული მოსმაართლეების ადგილზე, კონკურსის შედეგად შერჩეული 25 მოსამართლე დაინიშნა, რომლებიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე 25 მაისიდან შეუდგებიან. რაც შეეხება ვადაგასულ მოსამართლეებს, მათი ნაწილი ასევე კონკურსის შედეგად ახალ თანამდებობებზე ხელახლა დაინიშნა. მეორე საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ცვლილების პროექტში სასამართლო სისტემის შესახებ ჩანაწერებს ეხებოდა. ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრა მოსამართლის დანიშვნის, მუშაობისა და გათავისუფლების წესი. ასევე გაიწერა ისიც, რომ უვადო მოსამართლე ვერ გათავისულდება თანამდებობიდან რეორგანიზაციის გამოცხადების მოტივით. ასევე სიახლეა უზაენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებითაც. საბჭოს წევრები ცვლილებების შესახებ მოსაზრებებს, საპარლამენტო განხილვამდე საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნიან.იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომავალ კვირას ისაუბრებენ.
წაკითხვა

უახლესი