საზოგადოებრივი
104.5 FM

პრემიერი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნის თხოვნით მიმართავს

გამოქვეყნებულია 2016-03-11 13:18:00


პრემიერი სპეციალურ  განცხადებას  ავრცელებს,  რომელშიც  აღნიშნულია:     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით.
       ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი ინსტიტუტი და ცოდნის ტაძარია. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ძალისხმევა დავაკლოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას. -ნათქვამია პრემიერის  განცხადებაში.



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა.   მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდე
წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. 
წაკითხვა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქის დაცვის უფროსი   აცხადებს, რომ   მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა, როცა თქვა რომ თითქოს ის საპატრიარქო
წაკითხვა
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ნატოს სამეკავშირეო ოფისმა ჟურნალისტებს 2017 წლის ნატოს დღის წესრიგიც გააცნო.   
წაკითხვა
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
ის მოთხოვნები, რაც მესმის, სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროს., - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უ
წაკითხვა
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოს
წაკითხვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
 სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.   გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძვე
წაკითხვა
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა  ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს. 
წაკითხვა

უახლესი