საზოგადოებრივი
104.5 FM

მარგველაშვილი:შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა თითოეულს გიპოვით

გამოქვეყნებულია 2016-03-14 13:22:00


შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი საზოგადოება, თითოეულს გიპოვით.   ამის შესახებ   პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების კომენტირებისას, კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
      "პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც შანტაჟით ემუქრებიან, ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა - ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მსოფლმხედველობის, მე ვდგავარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს.
      ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში. იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას.         ახლა იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება, თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს.
       მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფალი. თავისუფალი ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს (ამაზრზენი არა იმიტომ, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, არამედ იმიტომ რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი) და ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების", - განაცხადა მარგველაშვილმა.
        პრეზიდენტის თქმით, ის ძალიან აქტიურად ჩართულია ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალოვან უწყებებთან და მთელი სახელმწიფო სისტემა თავისი რესურსით მობილიზებულია და კოორდინებულად მუშაობს.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პატრიარქი:ხალხს უნდა მივცეთ პასუხი
პატრიარქი:ხალხს უნდა მივცეთ პასუხი
 ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპა
წაკითხვა
მარგველაშვილი:პატრიარქი ხელმძღვანელობს თავყრილობას
მარგველაშვილი:პატრიარქი ხელმძღვანელობს თავყრილობას
პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, - ამ
წაკითხვა
მერიის წარმომადგენლები საკრებულოს  სხდომაზე  არ მივიდნენ
მერიის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე არ მივიდნენ
თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გამოყოფის საკითხზე თბილისის საკრებულოში არ მივიდნენ.
წაკითხვა
საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპის დაწყების ვადად 2017 წლის სექტემბერი განისაზღვრა
საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპის დაწყების ვადად 2017 წლის სექტემბერი განისაზღვრა
 ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპის დაწყების ვადად 2017 წლის სექტემბერი განისაზღვრა და მას სჯ
წაკითხვა
აბაშიძე:2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია
აბაშიძე:2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია
 საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ 2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო არაფერი,
წაკითხვა
აბაშიძე: 2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია
აბაშიძე: 2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია
საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ 2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო არაფერი, რ
წაკითხვა
 საპატრიარქოში  სასულიერო პირთა შეხვედრა მიმდინარეობს
საპატრიარქოში სასულიერო პირთა შეხვედრა მიმდინარეობს
 საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შეხვედრა მიმდინარეობს. 
წაკითხვა
ლავროვი ბენსუდას „ცალმხრივი პოზიციის“ გამო ადანაშაულებს
ლავროვი ბენსუდას „ცალმხრივი პოზიციის“ გამო ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას „ცალმხრივი პოზიციი
წაკითხვა

უახლესი