საზოგადოებრივი
104.5 FM

გადატრიალების მცდელობა თურქეთში

გამოქვეყნებულია 2016-07-16 01:34:00


თურქეთის პრემიერმინისტრმა დაგმო სამხედრო „ჯგუფის“ მიერ ჩადენილი „უაკნონო ქმედებები“, რაც სტამბოლის ხიდების დახურვასა და დედაქალაქ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავების ფრენას გულისხმობს.

ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამხედროთა მოქმედება უნებართვო იყო, თუმცა ეს არ არც გადატრიალება ყოფილა. მისი თქმით, მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.

რამდენიმე საათის წინ, სამხედროთა ჯგუფმა სტამბოლში ჩაკეტა ბოსფორის სრუტეზე გადებული ორივე ხიდი, რომლებიც ქალაქის აზიურ და ევროპულ ნაწილებს აკავშირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა ისმოდა ანკარაშიც, სტამბოლოს აეროპორტის სიახლოვეს კი ტანკები იდგა.

პრემიერი ილდირიმი ტელოკემპანია NTV-ს ტელეფონით ჩაერთო: „ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მათი მხრიდან ეს მცდელობა არ დავუშვათ. ამ უკანონო ქმედებების ჩამდენნი სასჯელის უმაღლესი ზომით დაისჯებიან“, იქვე პრემიერმა დასძინა, რომ აღნიშნული ქმედებების „გადატრიალებად“ შერაცხვა მართებული არ არის.

დატოვე კომენტარი

უახლესი