საზოგადოებრივი
104.5 FM

რატიანი: მოვალე ვარ სპორტის სასახლეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ჩასატარებლად თანხა გადავურიცხო

გამოქვეყნებულია 2017-01-11 15:50:00


 ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

          როგორც რატიანის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიიღო გადაწყვეტილება სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვაზე, რათა პარტიული ღონისძიება ჩატარდეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა ნაწილი თვლის, რომ ყრილობა შეუძლებელია ჩაითვალოს ლეგიტიმურად. 

      ”საზოგადოებას მოეხსენება, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო და დაამტკიცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესი“, რომლის თანახმად, ყრილობის გამართვის თარიღად 20 იანვარი, ხოლო დელეგატების რაოდენობა 7000-ით განისაზღვრა.

         მე, როგორც აღმასრულებელმა მდივანმა, მეორე დღესვე მივმართე წერილობით სპორტის სასახლის ადმინისტრაციას. რამდენიმე დღეში გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომლის თანახმად, თანხის გადახდის ბოლო ვადა არის 18 იანვარი.

         საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ დღეისათვის პოლიტიკური საბჭოს არ დაუმტკიცებია ყრილობის სამართლებლივად ჩატარებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათახმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს. 

            მოგახსენებთ, რომ ჩვენი პოზიცია დღესაც უცვლელია და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს წესის დარღვევით შექმნილი „საორგანიზაციო კომისიისა“ და მისი მხარდამჭერების არჩეული გზით, 2017 წლის 20 იანვარს ჩატარებული ყრილობა შეუძლებელია ჩაითვალოს ლეგიტიმურად, იურიდიულად გამართულად და სათანადოდ ორგანიზებულად.

        მიუხედავად ამისა, რადგანაც არსებობს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რადგანაც არსებობს პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილის მოთხოვნა, მე მოვალე ვარ გადავრიცხო სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად”, - აღნიშნულია სერგო რატიანის განცხადებაში. 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა მთავრობას სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა
პარლამენტმა მთავრობას სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა
 საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ბორჯომის ხეობაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების ნებართ
წაკითხვა
სტიქიის ზონაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა
სტიქიის ზონაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა
   ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. ეს ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენ
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელდა
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელდა
 თურქეთის მოქალაქეს, დემირელის სკოლის ხელმძღვანელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საექსტრადიციო პატიმრობის ვადა
წაკითხვა
პრემიერი სოფელ დაბაში პარაკლისს დაესწრო
პრემიერი სოფელ დაბაში პარაკლისს დაესწრო
       სოფელ დაბაში სასულიერო პირებმა ერთობის პარაკლისი გადაიხადეს. 
წაკითხვა
ბელორუსიდან გამოგზავნილი  ვერტმფრენი  სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო
ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო
         ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო.  МИ-26-მა ბორჯომის ცაზე რამდენიმე წუ
წაკითხვა
პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაშია
პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაშია
        საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში იმყოფება. პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ საგანგებო შტაბში მივიდა. მარგ
წაკითხვა
 ბორჯომში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი
ბორჯომში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი
სინოპტიკოსების პროგნოზით, ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
წაკითხვა
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.  ამის შესახებ ნათქვამია  საგანგებო შტაბის განცხადებაში. 
წაკითხვა

უახლესი