საზოგადოებრივი
104.5 FM

კალაძე: შეთანხმება გაზპრომთან მიღწეულია

გამოქვეყნებულია 2017-01-11 17:03:00


ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. 

       „გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

         მისი        თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

       რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, კალაძე კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ „ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ვიღებთ დაახლოებით იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში“

         კითხვაზე, რომ თუკი შარშანდელი მოლაპარაკებების დროს ქართული მხარის გამარჯვებად ჩაითვალა ტრანზიტის საფასურის ნედლეულით ანაზღაურების პრაქტიკის შენარჩუნება, ახლა რატომ მოხდა პოზიციის დათმობა, კალაძემ აღნიშნა: „პოზიციის დათმობას ვერ ვიტყვით. ჩვენ დღეს ხელშეკრულება არა გვაქვს, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლებოდა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აბესაძე: ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე
აბესაძე: ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე
ამ ადამიანებს საკუთარი, პირადი სარგებლის მიღების იქით არაფერი აინტერესებთ, - ამის შესახებ განცხადება ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი
წაკითხვა
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ
წაკითხვა
პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერ-მინისტრი  ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს. 
წაკითხვა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვი
წაკითხვა
პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება
პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება.
წაკითხვა
დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
 საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. 
წაკითხვა
ინგლისის პარლამენტის შენობაზე დღეს სახელმწიფო დროშა დაეშვება
ინგლისის პარლამენტის შენობაზე დღეს სახელმწიფო დროშა დაეშვება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ საგანგებო კომიტეტის სხდომა გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ დღეს პარლამენტის შენობაზე ტერ
წაკითხვა
ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი
ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი
ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ი
წაკითხვა

უახლესი