საზოგადოებრივი
104.5 FM

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია 2017-01-11 17:14:00


კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს. 

          მისი      თქმით, პროგრამა იწყება 17 იანვრიდან და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

           „ამ 2 თვის განმავლობაში ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, შეუძლიათ მიაკითხონ მათთვის სასურველ კომერციულ ბანკს. ეს პროგრამა არის ერთჯერადი და არის ნებაყოფლობითი. ჩვენ მივცემთ მითითებას კომერციულ ბანკებს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში სმს-ით ან სხვა რაიმე გზით შეეხმიანონ და აცნობონ იმ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს აქცია. ფიზიკურ პირებს არ სჭირდებათ, რომ განკარგულების დეტალები ბოლომდე გაარკვიონ. კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან, თვითონ დაუკავშირდნენ მათ, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს პროგრამა. თუმცა, ბუნებრივია, ვინც თვლის, რომ მას ეხება, მაგრამ პროგრამის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში არავინ დაუკავშირდა, მათაც აქვთ შესაძლებლობა, შეეხმიანონ კომერციულ ბანკს და გადაამოწმონ, ეხებათ თუ არა სუბსიდირების აქცია“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

        მისი    თქმით, ბანკებს აეკრძალებათ, რომ კონვერტაციის დროს გადაახდევინონ მსესხებელს რაიმე დამატებითი ხარჯი, წინასწარ დაფარვის საკომისიო ან სესხის დაფარვის საკომისიო.



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა.   მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდე
წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. 
წაკითხვა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქის დაცვის უფროსი   აცხადებს, რომ   მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა, როცა თქვა რომ თითქოს ის საპატრიარქო
წაკითხვა
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ნატოს სამეკავშირეო ოფისმა ჟურნალისტებს 2017 წლის ნატოს დღის წესრიგიც გააცნო.   
წაკითხვა
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
ის მოთხოვნები, რაც მესმის, სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროს., - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უ
წაკითხვა
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოს
წაკითხვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
 სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.   გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძვე
წაკითხვა
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა  ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს. 
წაკითხვა

უახლესი