საზოგადოებრივი
104.5 FM

სადაზღვევო კომპანიები მთავრობას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნებულია 2017-02-16 12:30:00



      სადაზღვევო კომპანიები მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ნებისმიერი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში გაკეთდა. 

     მათი განცხადებით, ამ დროისთვის კერძო პირების დიდი ნაწილი ე.წ. დაშენებული პაკეტის მოსარგებლეა, რაც მხოლოდ შეზღუდულ სერვისებს ითვალისწინებს და არ ფარავს მსხვილ სამედიცინო ხარჯებს. 

      სადაზღვევო კომპანიების განცხადებით, ეს დაზღვეულები დარჩებიან ხშირ შემთხვევაში კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე, რომლებიც, მაგალითად, დაკავშირებულია ჰოსპიტალურ და ონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებთან. 

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დადგენილება ითვალისწინებს პროგრამიდან გამიჯვნას წინა თარიღით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეულები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აღმოჩნდებიან ამ მდგომარეობაში და მათ არ ექნებათ თადარიგის დაჭრის შესაძლებლობა. 

      სადაზღვევო ინდუსტრიაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემას შექმნის და ბაზრიდან გაქრება ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პროდუუქტები, რითაც დაახლოებით 3 მილიონზე მეტი მოქალაქე დარჩება მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლედ, მათ მოუწევთ თავად გადაიხადონ იმ სამედიცინო სერვისების ღირებულება, რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ ფინანსდება, მაგალითად მაღალტექნოლოგიური კვლევები, მედიკამენტები, სტომატოლოგია და. აშ. 

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ყველა სადაზღვევო კომპანიას მოუწევს საკუთარი პაკეტების გადახედვა, შესაძლებელია აღარ გასცენ ინდივიდუალური პაკეტები, რადგან მათთვის რისკები გაცილებით გაზრდილი იქნება. ასევე ვარაუდობენ, რომ პაკეტები, შესაძლოა, გაძვირდეს დაახლოებით 10%-დან 25%-მდე. 

       სადაზღვევო კომპანიები მთავრობას მოუწოდებენ, შეაჩეროს დადგენილება, აიღოს ორ-სამთვიანი ვადა, რათა ერთად შეჯერდნენ სასურველ მოდელზე. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. 2013 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, საყოველთაო და კერძო პაკეტები გაიმიჯნება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც კერძო დაზღვევა აქვთ, მკურნალობას სახელმწიფო აღარ დაუფინანსებს.



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აბესაძე: ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე
აბესაძე: ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე
ამ ადამიანებს საკუთარი, პირადი სარგებლის მიღების იქით არაფერი აინტერესებთ, - ამის შესახებ განცხადება ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი
წაკითხვა
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ
წაკითხვა
პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერ-მინისტრი  ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს. 
წაკითხვა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვი
წაკითხვა
პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება
პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება.
წაკითხვა
დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
 საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. 
წაკითხვა
ინგლისის პარლამენტის შენობაზე დღეს სახელმწიფო დროშა დაეშვება
ინგლისის პარლამენტის შენობაზე დღეს სახელმწიფო დროშა დაეშვება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ საგანგებო კომიტეტის სხდომა გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ დღეს პარლამენტის შენობაზე ტერ
წაკითხვა
ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი
ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი
ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ი
წაკითხვა

უახლესი