საზოგადოებრივი
104.5 FM

პრემიერი პატრიაქს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2017-02-16 15:36:00


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა. 

       კვირიკაშვილი „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ იმყოფებოდა, სადაც პატრიარქს რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. 

       როგორც კვირიკაშვილმა უწმინდესის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და იგი მალე სამშობლოში დაბრუნდება. 

             „მინდა, ვუსურვო პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელი ინსტიტუციის ერთიანობა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ, უადგილოა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. მივცეთ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ. მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობასა და ვინაობას გამოძიება დაადგენს“, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

          საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53–ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა, რათა ბერლინში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოენახულებინა.



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აბესაძე: ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე
აბესაძე: ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე
ამ ადამიანებს საკუთარი, პირადი სარგებლის მიღების იქით არაფერი აინტერესებთ, - ამის შესახებ განცხადება ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი
წაკითხვა
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ
წაკითხვა
პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერ-მინისტრი  ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს. 
წაკითხვა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვი
წაკითხვა
პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება
პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება.
წაკითხვა
დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
 საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. 
წაკითხვა
ინგლისის პარლამენტის შენობაზე დღეს სახელმწიფო დროშა დაეშვება
ინგლისის პარლამენტის შენობაზე დღეს სახელმწიფო დროშა დაეშვება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ საგანგებო კომიტეტის სხდომა გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ დღეს პარლამენტის შენობაზე ტერ
წაკითხვა
ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი
ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი
ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ი
წაკითხვა

უახლესი