საზოგადოებრივი
104.5 FM

შონავა:სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებული შეფასებათა ფუნდამეტური კრიტერიუმები ცალსახად პოზიტიურია

გამოქვეყნებულია 2017-02-16 15:59:00



             ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის გენერალური პროდიუსერის დოდო შონავას განცხადებით, მაუწყებლის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებული შეფასებათა ფუნდამეტური კრიტერიუმები ცალსახად პოზიტიურია.

საინიციატივო  ჯგუფი    განცხადებასაც  ავრცელებს.

       ”საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გავეცანით სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებულ შეფასებათა ფუნდამეტურ კრიტერიუმებს და გვაქვს ცალსახად პოზიტიური დამოკიდებულება.

         ვფიქრობთ, რომ აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ხედვისგან განსხვავებით, აღნიშნული დუკუმენტი შესრულებულია საქმის ღრმა ცოდნით, პასუხისმგებლობის განცდით, ქვეყნის, საზოგადოებისა და ჩვენი მაუწყებლის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივი მაუწყებლის უწყვეტი და მდგრადი განვითარებისკენ, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დაბალანსებული მედიაინსტიტუციისა და მედიასაშუალების, შენარჩუნებას ორპოლუსიან მედიაგარემოში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული, სოლიდარული, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ამ კრიზისულ პერიოდში სწორედ ის პოზიცია და ხედვა წარმოადგინა, რომელიც მას, როგორც ამ მნიშვნელოვანი მედიაორგანიზაციის მართვის უმაღლეს რგოლს, ევალებოდა და რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაუწყებლის შემდგომი შიდაკორპორატიული მშვიდობა, მაუწყებელში სამუშაო პროცესის სრულფასოვანი აღდგენა და სტაბილური განვითარება.

        წარმოდგენილი კრიტერიუმების საფუძველზე სამუშაო, აღმასრულებელი დოკუმენტის შემუშავებაში, ჩვენი ღრმა რწმენითა და მოთხოვნით, ჩართული უნდა იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებსაც ნდობას მაუწყებლის თანამშრომლებიც გამოვუცხადებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა.   მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდე
წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. 
წაკითხვა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქის დაცვის უფროსი   აცხადებს, რომ   მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა, როცა თქვა რომ თითქოს ის საპატრიარქო
წაკითხვა
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ნატოს სამეკავშირეო ოფისმა ჟურნალისტებს 2017 წლის ნატოს დღის წესრიგიც გააცნო.   
წაკითხვა
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
ის მოთხოვნები, რაც მესმის, სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროს., - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უ
წაკითხვა
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოს
წაკითხვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
 სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.   გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძვე
წაკითხვა
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა  ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს. 
წაკითხვა

უახლესი