საზოგადოებრივი
104.5 FM

საია პროკურატურას მიმართავს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს დაწესებული შეზღუდვები მოუხსნას

გამოქვეყნებულია 2017-02-17 13:37:00


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას მიმართავს, მამა გიორგი მამალაძეს დაცვის მხარეს დაწესებული შეზღუდვები მოუხსნას. 

        როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. 

        როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის ადვოკატები, დაავალდებულოს მისი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, დაუშვებელია ეს მექანიზმი დაკავებული პირის ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული. 


”მოცემულ საქმეზე ნათელი ხდება, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთი მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს. 

         გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავაც აგრძელებენ საჯარო განცხადებების გაკეთებას, რომლის შინაარსი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე დადგენილად და უტყუარად წარმოაჩენს, რითაც გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. 

მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები;

        ასევე, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად;

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად”, - ნათქვამია განცხადებაში.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა.   მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდე
წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. 
წაკითხვა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქის დაცვის უფროსი   აცხადებს, რომ   მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა, როცა თქვა რომ თითქოს ის საპატრიარქო
წაკითხვა
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ნატოს სამეკავშირეო ოფისმა ჟურნალისტებს 2017 წლის ნატოს დღის წესრიგიც გააცნო.   
წაკითხვა
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
ის მოთხოვნები, რაც მესმის, სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროს., - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უ
წაკითხვა
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოს
წაკითხვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
 სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.   გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძვე
წაკითხვა
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა  ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს. 
წაკითხვა

უახლესი