საზოგადოებრივი
104.5 FM

მამუკა ახვლედიანი გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნებულია 2017-02-17 13:37:00


 თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე გამოცხადდა. მას დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით დაკითხავენ.

     მამუკა ახვლედიანის აზრით, მიმდინარე გამოძიება წინ არ წასულა, ამიტომ დაკითხვაზე მისი დაბარება არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. 

     რაც შეეხება გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მასალა დამონტაჟებულია. მისი თქმით, საუბარში მისი და ნიკა გვარამიას გარდა, კიდევ ორი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ახვლედიანი მედიასთან არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვინ ფიგურირებდნენ აუდიოჩანაწერში. 

   მამუკა ახვლედიანმა კომენტარი გააკეთა ასევე საუბრის შინაარსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თანხაზე საუბარი არ ყოფილა.

 სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, თუმცა აცხადებს, რომ დღეს დაკითხვაზე გამოცხადდება. ახვლედიანის თქმით, ჩანაწერი დამონტაჟებულია.  

          საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.

      


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა მთავრობას სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა
პარლამენტმა მთავრობას სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა
 საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ბორჯომის ხეობაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების ნებართ
წაკითხვა
სტიქიის ზონაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა
სტიქიის ზონაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა
   ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. ეს ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენ
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელდა
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელდა
 თურქეთის მოქალაქეს, დემირელის სკოლის ხელმძღვანელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საექსტრადიციო პატიმრობის ვადა
წაკითხვა
პრემიერი სოფელ დაბაში პარაკლისს დაესწრო
პრემიერი სოფელ დაბაში პარაკლისს დაესწრო
       სოფელ დაბაში სასულიერო პირებმა ერთობის პარაკლისი გადაიხადეს. 
წაკითხვა
ბელორუსიდან გამოგზავნილი  ვერტმფრენი  სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო
ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო
         ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო.  МИ-26-მა ბორჯომის ცაზე რამდენიმე წუ
წაკითხვა
პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაშია
პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაშია
        საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში იმყოფება. პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ საგანგებო შტაბში მივიდა. მარგ
წაკითხვა
 ბორჯომში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი
ბორჯომში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი
სინოპტიკოსების პროგნოზით, ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
წაკითხვა
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.  ამის შესახებ ნათქვამია  საგანგებო შტაბის განცხადებაში. 
წაკითხვა

უახლესი