საზოგადოებრივი
104.5 FM

მეუფე პეტრე:სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში არ აღმოგვაჩნდა

გამოქვეყნებულია 2017-02-17 13:53:00



               მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

      მეუფე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი ძალიან მალე უნდა გამოვიდეს ციხიდან, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე.

           „მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი. ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ, სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო“, - განაცხადა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა. 



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა.   მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდე
წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. 
წაკითხვა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
ოხანაშვილი:მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა
სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქის დაცვის უფროსი   აცხადებს, რომ   მამა მიქელ ბოტკოველმა მოიტყუა, როცა თქვა რომ თითქოს ის საპატრიარქო
წაკითხვა
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ლაჰიუ:2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება
ნატოს სამეკავშირეო ოფისმა ჟურნალისტებს 2017 წლის ნატოს დღის წესრიგიც გააცნო.   
წაკითხვა
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
შარვაშიძე:„აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნები სცილდება საუნივერსიტეტო სივრცეს
ის მოთხოვნები, რაც მესმის, სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროს., - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უ
წაკითხვა
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოს
წაკითხვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა
 სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.   გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძვე
წაკითხვა
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა  ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ე.წ. მატროსოვის ციხეში არ შეუშვეს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს. 
წაკითხვა

უახლესი