საზოგადოებრივი
104.5 FM

ჯანელიძე:ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, საჭიროებს დაგმობას

გამოქვეყნებულია 2017-03-17 12:27:00


ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, საჭიროებს დაგმობას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

        ჯანელიძე გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაერთიანების გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველო მოახერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძიებას. 

        როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც უსაფრთხოების კუთხით არსებობს. 

         „ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანების კუთხით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და რომელიც ეხება აფხაზეთში შ-300 ტიპის შეიარაღების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანას. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო პრინციპებისადმი პატივისცემა იქნას უზრუნველყოფილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - განაცხადა ჯანელიძემ. 

          მისი თქმით, ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ორიენტირებულია განვითარებაზე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. 



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც ჩატარდა
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც ჩატარდა
თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად სამართალდამცველებმა კიდევ ერთი სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩაატარეს. 
წაკითხვა
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 
წაკითხვა
 “საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
“საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
 "საქართველოს რკინიგზის" შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის, - ამის შესახებ სახალხო დამცვე
წაკითხვა
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს მიმართავს
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს მიმართავს
        ცენტრალური საარჩევნო კომისია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს რეკომენდაციებით მიმარ
წაკითხვა
რკინიგზა:დესტრუქციულ ძალებს უწყებაში პრობლემების შექმნა სურთ
რკინიგზა:დესტრუქციულ ძალებს უწყებაში პრობლემების შექმნა სურთ
შპს "საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა კლარჯეიშვილისგანმარტებით, რკინიგზის თა
წაკითხვა
 შპს
შპს "საქართველოს რკინიგზასთან" მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა
 თბილისში, შპს "საქართველოს რკინიგზის" წინ, სადაც რკინიგზელთა აქცია მიმდინარეობს, მცირე დაპირისპირება მოხდა.
წაკითხვა
”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ
”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ
 ოპოზიციასთან შეხვედრის გამოცხადებამდე, ”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ. 
წაკითხვა
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის  8ინფორმაციით,   დარიალის ხეობაში  ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
წაკითხვა

უახლესი