საზოგადოებრივი
104.5 FM

დაკავებული დეკანოზი წერილს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია 2017-03-20 14:25:00


დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების # მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ ”კვირის პალიტრას” წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - ”დასაბრედია” და ”მარილზე გასაშვებია” არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა. 

          დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის, მისი თქმით, „ეს გამოძიებამაც იცის“. 

        ”ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში, სულ ვცდილობდი, სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა, ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი. ვმუშაობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის, რომ ეკლესიის ქონების განკარგვაზე საზოგადოების არც ერთ წევრს არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჰქონოდა.

ძალიან მინდოდა, საპატრიარქოს კლინიკა საქართველოში ყველაზე საუკეთესო კლინიკად მექცია. გულწრფელად ვიტყვი, ამ ყველაფერს უამბიციოდ არ ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი შრომის მთავარი მოტივი ეკლესიის განდიდება და უწმინდესის სიყვარული იყო...

     რაც შეეხება სიტყვებს "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია" და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი¬ ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, "მარიაჟობასაც" დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია. 

       უფალი ბრძანებს, "თმანიცა თავისა თქვენისანი აღრიცხილ არიან წინაშე ღვთისა", ყოველივე ღვთის განგებით ხდება. ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი", - წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
 პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებ
წაკითხვა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
 ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გა
წაკითხვა
 დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სულხან კომახიძემ სასამართლო დატოვა. როგორც სულხან კომახიძემ განაცხადა, მან გამოიყენა იგივე უფლება რაც გ
წაკითხვა
 საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებუ
წაკითხვა
პრემიერმა  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
პრემიერმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
 სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპრ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტ
წაკითხვა
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ.      
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
ადვოკატები პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს საქალაქო სასამართლოში დაიკითხებიან. 
წაკითხვა

უახლესი