საზოგადოებრივი
104.5 FM

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მერიასთან აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია 2017-03-20 14:40:00


 აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყეს. მათი თქმით, მერიამ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში  მათი შვილები არ ჩასვა. აქციის მონაწილეები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

      როგორც ისინი აცხადებენ, პროგრამაში იმის გამო ვერ მოხვდნენ რომ 2015 წლის 1 ივლისამდე ვერ მოასწრეს თბილისში დარეგისტრირება. სულ ასეთი 36 ბავშვია. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა მარი კორკოტაძემ აღნიშნა, თბილისის მერთან სურს უშუალოდ განიხილონ აღნიშნული საკითხი. მისი თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ამბობს რომ საკმარისი თანხები არ აქვთ. მაშინ როცა მათი თქმით მერიის თანამშრომლების მიერ დეკემბერ-იანვარში აღებული პრემიების რაოდენობა პროგრამის ბიუჯეტს უტოლდება. 

         მშობლების განცხადებით, მათ საქმის კურსში ჩააყენეს როგორც პრემიერის აპარატი, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბებაშვილი. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უკვე გამოეხმაურა მერიის ჯანდაცვისა და სოც. მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი. მისი თქმით, პროგრამაში ყველა პირობა ჩადებულია - მერიასთან, აუტისტთა ასოციაციასთან, თავად მშობლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი კონსულტაციების შედეგად. როგორც ჩივიაშვილმა განმარტა, პარასკევს დაგეგმილია ამ ადამიანებთან მორიგი შეხვედრა, სადაც განიხილება რისკები, არგუმენტები. მისი თქმით, ნებისმიერი სახის ცვლილება პროგრამაში მხოლოდ მათთან ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შევა.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თორდია:შსს არის დაინტერესებული, მიკერძოებული მხარე
თორდია:შსს არის დაინტერესებული, მიკერძოებული მხარე
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა.
წაკითხვა
შსს: ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებებს აქვეყნებს
შსს: ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებებს აქვეყნებს
საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა, - ამის შესახებ დღეს გამ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკონსიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომავალ კვირას ისაუბრებენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკონსიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომავალ კვირას ისაუბრებენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით სამი საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავ
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს
 სააპელაციო სასამართლოში შევიტანეთ საჩივარი და ვითხოვთ, გაუქმდეს მოსამართლის 19 მაისის განკარგულება, რომლითაც სხდომიდან გამოგვაძევეს.      
წაკითხვა
 ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება
ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება
 თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება. &l
წაკითხვა
ნანუაშვილი:თორდია-ფარცხალაძის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს
ნანუაშვილი:თორდია-ფარცხალაძის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს
თორდია-ფარცხალაძის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ საქმის გამოძიებას ვაკვირდებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
წაკითხვა
600 000 ლარს გადააჭარბა იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა
600 000 ლარს გადააჭარბა იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა
იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, წინასწარი ინფორმაციით, 600 000 ლარს გადააჭარბა. 
წაკითხვა
დღეიდან 27 მაისამდე თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
დღეიდან 27 მაისამდე თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა
წაკითხვა

უახლესი