საზოგადოებრივი
104.5 FM

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო

გამოქვეყნებულია 2017-03-20 14:50:00


აქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად პრეზიდენტმა გააკეთა.

         შესაბამისად, ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება.

        საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ორი ძირითადი ხარვეზით ხსნის. 

       როგორც მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, გაუმართლებელ ხარჯებს ითვალისწინებს.

          „მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტების პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად და ჩვენი მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადში ორი ხარვეზი: პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე; მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მუსტაფაევა: საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვ, აფგან მუხტარლის საკითხი ქვეყნის დღის წესრიგში დააყენოს
მუსტაფაევა: საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვ, აფგან მუხტარლის საკითხი ქვეყნის დღის წესრიგში დააყენოს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევასა და ადვოკატ
წაკითხვა
პრეზიდენტი:ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება
პრეზიდენტი:ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დანიშნა. 
წაკითხვა
31 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს წერილით მიმართავს
31 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს წერილით მიმართავს
      31 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპარლამენტს, საერთაშ
წაკითხვა
ადვოკატი: დეკანოზის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზანი პატრიარქამდე სიმართლის მიტანაა
ადვოკატი: დეკანოზის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზანი პატრიარქამდე სიმართლის მიტანაა
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზანი პატრიარქამდე სიმართლის მიტანაა, - ეს განცხადება ე. წ მატროსოვის ციხის დატოვები
წაკითხვა
პრემიერი: „სოლიდარობის ფონდი“ სრულიად სხვა პრეცდენტს ქმნის
პრემიერი: „სოლიდარობის ფონდი“ სრულიად სხვა პრეცდენტს ქმნის
„სოლიდარობის ფონდი“ სრულიად სხვა პრეცდენტს ქმნის, როდესაც ცა ჩამოიქცევა ერთ კონკრეტულ ოჯახში, ერთი რომელიმე ბავშვის თავს, ჩვენ ამ დროს ვერთ
წაკითხვა
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ
 ე.წ. მატროსოვის ციხეში ამ წუთებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ. დეკანოზს   არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაუ
წაკითხვა
შოთძე:შოთა პაკელიანის დაზარალებულად ცნობა იგეგმება
შოთძე:შოთა პაკელიანის დაზარალებულად ცნობა იგეგმება
თუ შოთა პაკელიანი დაზარალებულად არ არის ცნობილი ამ დრომდე, იგეგმება მისი ცნობა დაზარალებულად.
წაკითხვა
ხუციშვილი:მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოხდება
ხუციშვილი:მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოხდება
აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოხდება, როცა გამოძიების შუალედური შედეგები გამოქვეყნდება, - ამის შესახებ შს
წაკითხვა

უახლესი