საზოგადოებრივი
104.5 FM

დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ

გამოქვეყნებულია 2017-04-20 14:12:00


დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა საპატრულო პოლიციისა და მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ამის საშუალებას არ აძლევენ.

               მოვაჭრეები შენობაში მყოფ ადამიანებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ და აცხადებენ, რომ „თუ ჩვენ არ გვიშვებენ შიგნით, მაშინ ვერავინ გამოვა გარეთ“. 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის, კახა კუკავას თქმით, საპატრულო პოლიცია არღვევს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლს, რაც სამსახურეობრივი იფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მისი თქმით, პოლიციას არ აქვს შენობის ბლოკირების უფლება. კუკავას განცხადებით,  ისინი ტელეფონით დაუკავშირდებიან საკრებულოს დეპუტატებსა და სახალხო დამცველის აპარატს, რომ მათი წარმომადგენლები მერიასთან მოვიდნენ. შენობასთან გაძლიერებულია საპატრულო პოლიციის რაოდენობა.

დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ.  მოვაჭრეების განცხადებით, დიდუბის რაიონში მდებარე ორ ბაზარსა და ორი შპს-ს ერთმანეთში აქვთ დავა და ამით მოვაჭრეები ზარალდებიან. 

მათივე თქმით,  ერთ-ერთი შპს-ს  მფლობელმა ორ ბაზარს შორის კედელი ააშენა, რამაც დიდუბის ბაზარი ორ ნაწილად გაყო. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, კედლის აშენების შემდეგ მათ აღარ ეძლევათ პროდუქტის რეალიზაციის საშუალება და ასევე ირღვევა უსაფრთხოების ნორმები.

მოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურს საჩივრით უკვე მიმართეს. როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, მერიამ კედლის დემონტაჟის ბრძანება გასცა, თუმცა რეაგირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ზღვარი მოსამართლის შეურაცხყოფასა და კრიტიკას შორის -იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადება მიიღო
ზღვარი მოსამართლის შეურაცხყოფასა და კრიტიკას შორის -იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადება მიიღო
რა შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლეების შეურაცხყოფად და რა სანქციები დაეკისრებათ მათ, ვინ კონკრეტული მოსამართლეების კომპეტენციასა თუ პატიოსნებ
წაკითხვა
 სუს-ი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს
სუს-ი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს
სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახური დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენა
წაკითხვა
კვირიკაშვილი ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
კვირიკაშვილი ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. &l
წაკითხვა
უმრავლესობას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება ჯერ არ დაუწყია
უმრავლესობას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება ჯერ არ დაუწყია
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებისთვის დეპუტატთა ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. 
წაკითხვა
თბილისში 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა
თბილისში 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა. 
წაკითხვა
ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ერთი პირი
ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ერთი პირი
 ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა ერთ პირი დააკავეს.
წაკითხვა
 153 განაცხადია შემოსული საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში
153 განაცხადია შემოსული საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. სულ შემოსულია 153 გან
წაკითხვა
ქართული დელეგაციის წევრები   ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდებიან
ქართული დელეგაციის წევრები ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდებიან
საკონსტიტუციო  რეფორმის შესახებ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს ცალცალკე გააცნობენ დღეს ვენეციის კომისიას ევროპული საქართველოსა დაქართულ
წაკითხვა

უახლესი