საზოგადოებრივი
104.5 FM

მთავრობის ადმინისტრაცია:პრემიერმა ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დანიშნა

გამოქვეყნებულია 2017-05-18 15:47:00


მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა. 

       შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. 

        „პროფესიით ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 

       იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს „GHG“) საოპერაციო დირექტორის პოსტს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

         მხარის ახალ გუბერნატორს დღეს, 17:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე წარადგენს. წარდგენა რუსთავში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მოხდება.

         ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადავიდა. 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
 პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებ
წაკითხვა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
 ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გა
წაკითხვა
 დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სულხან კომახიძემ სასამართლო დატოვა. როგორც სულხან კომახიძემ განაცხადა, მან გამოიყენა იგივე უფლება რაც გ
წაკითხვა
 საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებუ
წაკითხვა
პრემიერმა  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
პრემიერმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
 სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპრ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტ
წაკითხვა
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ.      
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
ადვოკატები პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს საქალაქო სასამართლოში დაიკითხებიან. 
წაკითხვა

უახლესი