საზოგადოებრივი
104.5 FM

ოპოზიცია დავით ნარმანიას საკრებულოში იბარებს

გამოქვეყნებულია 2017-05-23 11:13:00


თბილისის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისი“ მერისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის საკრებულოში მისვლას ითხოვს.

       ამის შესახებ  ფრაქციის თავმჯდომარემ  მამუკა ახვლედიანმა განაცხადა.    მისი  თქმით, საქმე ეხება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემულ ორი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ საკითხს.

          „ჩვენ ვითხოვთ, რომ პირველ რიგში, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა მოვიდეს საკრებულოში და დეტალური ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს დეპუტატებს ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძისთვის საეჭვოდ გადაცემული ორი მიწის ნაკვეთების განკარგვასთან დაკავშირებით. შემდგომ ასევე ვითხოვთ საკრებულოში მერის მოსვლას. კითხვები გვექნება ორი მიმართულებით, კერძოდ, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის მონაცვლეობის საკითხზე. ფარცხალაძის კომპანიას 2 მლნ 600 ათას ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი გადაეცა, როდესაც მისი რეალური ღირებულება 500 ათას შეადგენდა. ანუ, თბილისის ბიუჯეტმა 2 მლნ ლარზე მეტი იზარალა. კითხვები გვექნება საეჭვოდ გამოცხადებული აუქციონზეც, რომელიც კონკრეტული კომპანიის და პიროვნების ინტერესებს იყო მორგებული. აუქციონის პირობა მომიჯნავე ნაკვეთთან გაერთიანებას ითხოვდა. მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელი კი, 100% წილით, ფარცხალაძე იყო. ეს არის ორი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც დედაქალაქის მერმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი და მოვიდეს საკრებულოში“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

       მისი  თქმით, თუ მათი ფრაქციის ამ მოთხოვნებს თბილისის საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც დაუჭერენ მხარს, დედაქალაქის მერის საკრებულოში მისვლას ინტერფრაქციულ რეჟიმში დააყენებენ. 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მუსტაფაევა: საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვ, აფგან მუხტარლის საკითხი ქვეყნის დღის წესრიგში დააყენოს
მუსტაფაევა: საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვ, აფგან მუხტარლის საკითხი ქვეყნის დღის წესრიგში დააყენოს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევასა და ადვოკატ
წაკითხვა
პრეზიდენტი:ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება
პრეზიდენტი:ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დანიშნა. 
წაკითხვა
31 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს წერილით მიმართავს
31 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს წერილით მიმართავს
      31 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპარლამენტს, საერთაშ
წაკითხვა
ადვოკატი: დეკანოზის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზანი პატრიარქამდე სიმართლის მიტანაა
ადვოკატი: დეკანოზის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზანი პატრიარქამდე სიმართლის მიტანაა
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზანი პატრიარქამდე სიმართლის მიტანაა, - ეს განცხადება ე. წ მატროსოვის ციხის დატოვები
წაკითხვა
პრემიერი: „სოლიდარობის ფონდი“ სრულიად სხვა პრეცდენტს ქმნის
პრემიერი: „სოლიდარობის ფონდი“ სრულიად სხვა პრეცდენტს ქმნის
„სოლიდარობის ფონდი“ სრულიად სხვა პრეცდენტს ქმნის, როდესაც ცა ჩამოიქცევა ერთ კონკრეტულ ოჯახში, ერთი რომელიმე ბავშვის თავს, ჩვენ ამ დროს ვერთ
წაკითხვა
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ
 ე.წ. მატროსოვის ციხეში ამ წუთებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები შევიდნენ. დეკანოზს   არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაუ
წაკითხვა
შოთძე:შოთა პაკელიანის დაზარალებულად ცნობა იგეგმება
შოთძე:შოთა პაკელიანის დაზარალებულად ცნობა იგეგმება
თუ შოთა პაკელიანი დაზარალებულად არ არის ცნობილი ამ დრომდე, იგეგმება მისი ცნობა დაზარალებულად.
წაკითხვა
ხუციშვილი:მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოხდება
ხუციშვილი:მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოხდება
აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოხდება, როცა გამოძიების შუალედური შედეგები გამოქვეყნდება, - ამის შესახებ შს
წაკითხვა

უახლესი