საზოგადოებრივი
104.5 FM

პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება

გამოქვეყნებულია 2017-05-23 14:29:00


მთავარი პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება.             აღნიშნული პირის დაკავების საქმეზე პროკურატურაში განცხადება  საგანგებო ბრიფინგზე  გაკეთდა. 

       როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს პროკურატურამ  სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.

"ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორმა ფ.ჯ-მ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ.ჯ-მ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები. 

2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა - გ.ჩ-მ და კ.კ-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ.ჯ-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია. 

კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ფ.ჯ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გ.ჩ-ს შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. 

ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის“ დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.

აღნიშნული მოთხოვნების უგულებელყოფით 2016 წლის 03 მარტს მოქალაქეებს კ.კ-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს, გ.ჩ-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

         სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

შპს ,,ლანცეტის“ დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართ", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც ჩატარდა
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც ჩატარდა
თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად სამართალდამცველებმა კიდევ ერთი სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩაატარეს. 
წაკითხვა
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 
წაკითხვა
 “საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
“საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
 "საქართველოს რკინიგზის" შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის, - ამის შესახებ სახალხო დამცვე
წაკითხვა
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს მიმართავს
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს მიმართავს
        ცენტრალური საარჩევნო კომისია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს რეკომენდაციებით მიმარ
წაკითხვა
რკინიგზა:დესტრუქციულ ძალებს უწყებაში პრობლემების შექმნა სურთ
რკინიგზა:დესტრუქციულ ძალებს უწყებაში პრობლემების შექმნა სურთ
შპს "საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა კლარჯეიშვილისგანმარტებით, რკინიგზის თა
წაკითხვა
 შპს
შპს "საქართველოს რკინიგზასთან" მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა
 თბილისში, შპს "საქართველოს რკინიგზის" წინ, სადაც რკინიგზელთა აქცია მიმდინარეობს, მცირე დაპირისპირება მოხდა.
წაკითხვა
”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ
”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ
 ოპოზიციასთან შეხვედრის გამოცხადებამდე, ”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ. 
წაკითხვა
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის  8ინფორმაციით,   დარიალის ხეობაში  ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
წაკითხვა

უახლესი