საზოგადოებრივი
104.5 FM

საქართველოს დღეს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა

გამოქვეყნებულია 2017-07-17 15:32:00


 საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება. 

       პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის  ინფორმაციით,    პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.

      ხვალ   საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.

         პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

            უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.

        პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.

         პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

        უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

         სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარასაც ესტუმრება.

            მესტიაში მარგიანების სახლმუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს.

           ბათუმში კი, უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება. 

          ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კვირიკაშვილი ნეთანიაჰუს შეხვდა
კვირიკაშვილი ნეთანიაჰუს შეხვდა
 საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ
წაკითხვა
აბაშიშვილი:პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს
აბაშიშვილი:პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორ
წაკითხვა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში  რუსეთის დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის
წაკითხვა
 კობახიძე-მარშანიას:რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს
კობახიძე-მარშანიას:რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ, ადა მარშანიას ბიუროს სხდომაზე რუსეთში ვიზიტის დეტალებზე საუბარი შეაწყვ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო  მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურების საკითხზე მსჯელობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურების საკითხზე მსჯელობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რეგლამენტში ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელიც მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურებას ეხება.
წაკითხვა
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დ
წაკითხვა
ბესელია: ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მისი მანდატის შინაარს
ბესელია: ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მისი მანდატის შინაარს
ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს.  ამის შესახებ საპარლამე
წაკითხვა
სოფელ ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
სოფელ ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 
წაკითხვა

უახლესი