საზოგადოებრივი
104.5 FM

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა

გამოქვეყნებულია 2017-07-17 15:35:00


გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე   მიიღეს,  სადაც სემეკმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.

        სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის", „დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

        შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების ერთადერთი ლიცენზირებული საოპერატორო კომპანიაა, რომელიც მაგისტრალური გაზსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას 3 ძირითადი მიმართულებიდან (აზერბაიჯანი, შაჰ-დენიზის საბადოები და რუსეთი) საქართველოს მომხმარებლებისათვის და ასევე გაზის ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთში. 

     რაც შეეხება გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, ხვალ სემეკი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დაადგენს.

      დღევანდელ სხდომას ,,ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები დაესწრნენ და დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათივე განცხადებით, სემეკმა გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება არ უნდა დაუშვას.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კვირიკაშვილი ნეთანიაჰუს შეხვდა
კვირიკაშვილი ნეთანიაჰუს შეხვდა
 საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ
წაკითხვა
აბაშიშვილი:პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს
აბაშიშვილი:პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორ
წაკითხვა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში  რუსეთის დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის
წაკითხვა
 კობახიძე-მარშანიას:რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს
კობახიძე-მარშანიას:რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ, ადა მარშანიას ბიუროს სხდომაზე რუსეთში ვიზიტის დეტალებზე საუბარი შეაწყვ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო  მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურების საკითხზე მსჯელობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურების საკითხზე მსჯელობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რეგლამენტში ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელიც მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურებას ეხება.
წაკითხვა
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დ
წაკითხვა
ბესელია: ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მისი მანდატის შინაარს
ბესელია: ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მისი მანდატის შინაარს
ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს.  ამის შესახებ საპარლამე
წაკითხვა
სოფელ ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
სოფელ ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 
წაკითხვა

უახლესი