საზოგადოებრივი
104.5 FM

ჩიხრაძე:ვეტო არ არის თამაშის თემა

გამოქვეყნებულია 2017-07-17 16:48:00


        პრეზიდენტს მთელი პროცესის განმავლობაში კრიტიკული განწყობა ჰქონდა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე დაგეგმილი ცვლილებების, ისე საარჩევნო კოდექსის კუთხით.  ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

         ჩიხრაძის თქმით, მან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოისმინა პრაქტიკულად ყველა პარტიის მოსაზრება, ასევე არასამთავრობო სექტორის არგუმენტები ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩიხრაძის თქმით, საუბარი იმაზე, თუ რა მოსწონს და არ მოსწონს პრეზიდენტს, არ ხდება. 

         ”უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას გააცნობს. ახალი არ არის თქვენთვის, რომ მთელ ამ პროცესში პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული განწყობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც თვითმმართველობის კუთხით, ისე საარჩევნო კოდექსის მიმართულებით. თავად გადაწყვიტეთ, რა მოლოდინი უნდა შეიქმნათ, იქნება ვეტო თუ არა, ეს არ არის თამაშის თემა. ჩვენ პარტიებს ვეკითხებოდით დეტალურად, არის თუ არა რაიმე პოზიტიური მთელ ამ პროცესში, დაგვისახელეს გარკვეული მუხლები, თუმცა, ძალიან ბევრი იყო ნეგატიური არგუმენტი. ვიმსჯელებთ მათი მონათხრობიდან და შეჯერებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი წარმოადგენს”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. 

          კითხვაზე: გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა ვეტო პარლამენტმა დაძლია, არის თუ არა აზრს მოკლებული ვეტოს დადება, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ”პრეზიდენტის ვეტოს სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური დატვირთვა აქვს”.



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კვირიკაშვილი ნეთანიაჰუს შეხვდა
კვირიკაშვილი ნეთანიაჰუს შეხვდა
 საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ
წაკითხვა
აბაშიშვილი:პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს
აბაშიშვილი:პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორ
წაკითხვა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში  რუსეთის დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის
წაკითხვა
 კობახიძე-მარშანიას:რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს
კობახიძე-მარშანიას:რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ, ადა მარშანიას ბიუროს სხდომაზე რუსეთში ვიზიტის დეტალებზე საუბარი შეაწყვ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო  მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურების საკითხზე მსჯელობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურების საკითხზე მსჯელობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რეგლამენტში ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელიც მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადანიშვნა-დაწინაურებას ეხება.
წაკითხვა
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს
პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დ
წაკითხვა
ბესელია: ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მისი მანდატის შინაარს
ბესელია: ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მისი მანდატის შინაარს
ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს.  ამის შესახებ საპარლამე
წაკითხვა
სოფელ ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
სოფელ ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 
წაკითხვა

უახლესი