საზოგადოებრივი
104.5 FM

კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად

გამოქვეყნებულია 2017-08-01 12:23:00


 აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-ის მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.    ამის შესახებ   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

      მისი  თქმით, უპრეცედენტო იყო პრეზიდენტ  ტრამპის, პირადად ვიცე-პრეზიდენტის, ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. 

           „დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენს ქვეყანას აქვს. აშშ დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით. 

        ბოლოს, მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე“. -განაცხადა  კვირიკაშვილმა.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც ჩატარდა
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც ჩატარდა
თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად სამართალდამცველებმა კიდევ ერთი სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩაატარეს. 
წაკითხვა
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 
წაკითხვა
 “საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
“საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
 "საქართველოს რკინიგზის" შენობასთან აქციაზე მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის, - ამის შესახებ სახალხო დამცვე
წაკითხვა
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს მიმართავს
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს მიმართავს
        ცენტრალური საარჩევნო კომისია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსრულველ პარტიებს რეკომენდაციებით მიმარ
წაკითხვა
რკინიგზა:დესტრუქციულ ძალებს უწყებაში პრობლემების შექმნა სურთ
რკინიგზა:დესტრუქციულ ძალებს უწყებაში პრობლემების შექმნა სურთ
შპს "საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა კლარჯეიშვილისგანმარტებით, რკინიგზის თა
წაკითხვა
 შპს
შპს "საქართველოს რკინიგზასთან" მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა
 თბილისში, შპს "საქართველოს რკინიგზის" წინ, სადაც რკინიგზელთა აქცია მიმდინარეობს, მცირე დაპირისპირება მოხდა.
წაკითხვა
”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ
”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ
 ოპოზიციასთან შეხვედრის გამოცხადებამდე, ”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ. 
წაკითხვა
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის  8ინფორმაციით,   დარიალის ხეობაში  ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
წაკითხვა

უახლესი