საზოგადოებრივი
104.5 FM

მარგველაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ რუსეთი ისე არ მოქცეულიყო საქართველოში, როგორც საკუთარ მამულში

გამოქვეყნებულია 2017-08-01 15:59:00


საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ რუსეთი ისე არ მოქცეულიყო საქართველოში, როგორც საკუთარ მამულში.  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

        მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეულ კილომეტრში აღმართულია მავთულხლართები, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს თავისუფლად მოძრაობაში.

          ”ადამიანებს დევნიან მხოლოდ ქართველობისთვის. 20% ტერიტორიის ოკუპირებულია, რადგან საქართველოს სურს გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ისე არ მოქცეულიყო რუსეთი საქართველოში, როგორც საკუთარ მამულში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ კონფრონტაციის ზეგავლენა და ტერიტორიების დაყოფა. საქართველო გახლავთ დამაკავშირებელი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის. ეს გახლავთ ჩემი ქვეყნის ძველი, ისტორიული მოვალეობა. ჩემი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო, იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს შესაძლებლობა დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ ამ ქმედებისთვის ჩვენ უზრუნველყოფილი უნდა გვქონდეს თავისუფლება და აქედან გამომდინარე, გვჭირდება მყარი მოწოდება, რომ აღნიშნული კედელი დაეცეს, გვჭირდება ის მოწოდება, რომელმაც დაასრულა "ცივი ომი", ისე, როგორც ერთ-ერთმა გენერალმა ბრძანა - ”უმაღლესი ხელოვნებაა მოიგო ომი ბრძოლის გარეშე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

        პრეზიდენტის შეფასებით, მაიკ პენსის ვიზიტი არის ძალიან ძლიერი სიგნალი ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებისთვის. 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
 პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებ
წაკითხვა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
 ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გა
წაკითხვა
 დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სულხან კომახიძემ სასამართლო დატოვა. როგორც სულხან კომახიძემ განაცხადა, მან გამოიყენა იგივე უფლება რაც გ
წაკითხვა
 საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებუ
წაკითხვა
პრემიერმა  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
პრემიერმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
 სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპრ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტ
წაკითხვა
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ.      
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
ადვოკატები პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს საქალაქო სასამართლოში დაიკითხებიან. 
წაკითხვა

უახლესი