საზოგადოებრივი
104.5 FM

ქუმსიშვილი:ბიუჯეტში პრემია-დანამატებისთვის გარკვეული თანხები ჩადებულია

გამოქვეყნებულია 2017-09-07 14:25:00

ბიუჯეტში თავიდანვე ჩადებულია გარკვეული თანხები პრემია-დანამატებისთვის, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, ანაზღაურების ფონდი შარშანდელთან შედარებით, 60 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული.  ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ მიღებული პრემია-დანამატების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

           „ირაკლი შოთაძის დეკლარაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, ინფორმაცია აბსოლუტურად ღია და გახსნილია. თვითონ აქვს შევსებული ეს დეკლარაცია და აქ დასამალი არაფერი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტში თავიდანვე ჩადებულია გარკვეული თანხები იმისათვის, რომ პრემია და დანამატი გაიცეს. თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, შარშანდელთან შედარებით 60 მლნ ლარით ნაკლებია გაცემული მთლიანად ანაზღაურების ფონდი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

       რეგინფო.გე-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი - 18-ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა - მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ აიღეს. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი შოთაძის წლიურმა ანაზღაურებამ 2016 წელს 117 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 70 080 ლარი პრემია-დანამატების თანხაა.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება
კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება
 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პოზიტიურ დასკვნას ელოდება.
წაკითხვა

 კობახიძე:2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
კობახიძე:2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პა
წაკითხვა
 ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
 ზაჰესის ხიდთან „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ დიაგნოსტიკურ სამუშაოებს ატარებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დღესვე დაიწყება, - ამის შესახებ GW
წაკითხვა
კობახიძე : მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა
კობახიძე : მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა
 გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა. ამის შესახებ  
წაკითხვა
სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს
სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების მიმდინარე წლის ტარიფის
წაკითხვა
მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულე
წაკითხვა
მერია: ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია
მერია: ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია
თბილისის მერიის განმარტებით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია. 
წაკითხვა

უახლესი