საზოგადოებრივი
104.5 FM

მარგველაშვილი: ჩვენ ვლოცულობთ ავღანეთში დაჭრილი ქართველების გამოჯანმრთელებაზე

გამოქვეყნებულია 2017-09-07 14:27:00

გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა, მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში.   ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაცხადა.

       გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოფიცრებს ის მისია შეახსენა, რაც მათ აღებული აქვთ ქვეყნის წინაშე, ამავე დროს ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების დამსახურებას გაუსვა ხაზი და მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა. 

       ”მიხარია, რომ ამ ამაღელვებელ წუთებში თქვენთან ერთად ვარ. ქართველი ოფიცრების ახალ პლეადას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წუთებს მათ ცხოვრებაში, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადეს ფიცი დაიცვან თავიანთი სამშობლო, მოქალაქეები. როდესაც მათ დაასრულეს სწავლა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები დგას მათ ცხოვრებაში. 

      ამავე დროს ჩემო თანამებრძოლებო, გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა. მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში. ამ ამბის პირველივე წუთებიდან გაგების შემდეგ, ჩვენ მათ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ. განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ ივერი ბუაძის ჯანმრთელობაზე და მას ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. 

         გუშინდელი და დღევანდელი დღე არის შეჯამება იმ ცხოვრებისა, რომელსაც გადის საქართველოს ჯარისკაცი და იმ ვალდებულებისა, რაც თქვენ ცოტა ხნის წინ აიღეთ ქართველი ხალხის წინაშე - დაიცვათ ჩვენი სამშობლო, დაიცვათ ჩვენი ინტერესები.

       ამ მძიმე წუთებში, როდესაც ჩვენ განვიცდით ჩვენი თანამებრძოლების ჯანმრთელობას, ჩვენ ვლოცულობთ მათ გამოჯანმრთელებაზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება
კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება
 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პოზიტიურ დასკვნას ელოდება.
წაკითხვა

 კობახიძე:2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
კობახიძე:2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პა
წაკითხვა
 ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
 ზაჰესის ხიდთან „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ დიაგნოსტიკურ სამუშაოებს ატარებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დღესვე დაიწყება, - ამის შესახებ GW
წაკითხვა
კობახიძე : მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა
კობახიძე : მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა
 გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა. ამის შესახებ  
წაკითხვა
სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს
სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების მიმდინარე წლის ტარიფის
წაკითხვა
მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულე
წაკითხვა
მერია: ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია
მერია: ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია
თბილისის მერიის განმარტებით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია. 
წაკითხვა

უახლესი