საზოგადოებრივი
104.5 FM

წულუკიანი:უკრაინულმა მხარემ კითხვაზე, რჩებოდა თუ არა ძალაში მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირების მოთხოვნა, დადებითი პასუხი მიიღო

გამოქვეყნებულია 2017-09-07 14:32:00

უკრაინულმა მხარემ კითხვაზე, რჩებოდა თუ არა ძალაში მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირების მოთხოვნა, ქართული მხარისგან დადებითი პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

       როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. 

      "უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, რომ ის 2014-2015 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომელიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღეს ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, დიახ, ის მოთხოვნები არის დღესაც ძალაში. კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული. რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ ძალაშია, უკრაინაში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

      მისი  თქმით, საუბარი იმაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს, არ შეესაბამება სიმართლეს.

       "ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკოსობა არ არის იმუნიტეტი და თუკი რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი ჩადის ისეთ ფაქტებს, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი იქნება, თუ წინა ხელისუფლების, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა წულუკიანმა.

        წულუკიანი იზიარებს სოზარ სუბარის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, სააკაშვილი თავად დაესწროს მის სასამართლო პროცესებს. 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება
კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება
 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პოზიტიურ დასკვნას ელოდება.
წაკითხვა

 კობახიძე:2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
კობახიძე:2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პა
წაკითხვა
 ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
 ზაჰესის ხიდთან „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ დიაგნოსტიკურ სამუშაოებს ატარებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დღესვე დაიწყება, - ამის შესახებ GW
წაკითხვა
კობახიძე : მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა
კობახიძე : მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა
 გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა. ამის შესახებ  
წაკითხვა
სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს
სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების მიმდინარე წლის ტარიფის
წაკითხვა
მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულე
წაკითხვა
მერია: ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია
მერია: ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია
თბილისის მერიის განმარტებით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია. 
წაკითხვა

უახლესი