საზოგადოებრივი
104.5 FM

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნებულია 2017-10-11 11:08:00


 აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან. 

       ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

      „ახალი 25 ნეშტი არის იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ზოგადად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი ძალიან პოზიტიურად, დინამიკურად წავიდეს. მთლიანად წინა წლების განმავლობაში მოხდა 101 პირის გადმოსვენება, იდენტიფიცირება და გადაცემულია მათი ნეშტები ოჯახებს და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი. მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ თავისი თავი გადაერჩინათ, მაგრამ მათ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

          სოზარ სუბარის თქმით, დაღუპულთა ოჯახებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრის კომიტეტისგან შესაბამისი თანხმობა იყო.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
 პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებ
წაკითხვა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
 ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გა
წაკითხვა
 დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სულხან კომახიძემ სასამართლო დატოვა. როგორც სულხან კომახიძემ განაცხადა, მან გამოიყენა იგივე უფლება რაც გ
წაკითხვა
 საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებუ
წაკითხვა
პრემიერმა  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
პრემიერმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
 სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპრ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტ
წაკითხვა
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ.      
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
ადვოკატები პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს საქალაქო სასამართლოში დაიკითხებიან. 
წაკითხვა

უახლესი