საზოგადოებრივი
104.5 FM

მუსიკალური შეხვედრები

ქართული ესტრადის საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება და ახალი სახეების წარმოჩენა, აგრეთვე, საქართველოში არსებული მუსიკალური ოჯახების მსმენელისთვის გაცნობა და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს თოქ-შოუ "მუსიკალური შეხვედრების" მიზანს.

მუსიკალური ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად მსმენელიც საუბრობს. გადაცემაში, რომელიც ჟანრულად შეზღუდული არ არის, მონაწილეობენ მუსიკოსები, კომპოზიტორები, შემსრულებლები, ანსამბლები, ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები. ახალი ალბომების პრეზენტაცია, ახალი სახელები, ცოცხალი შესრულება პირდაპირ ეთერში- ყოველივე ეს აცოცხლებს და ახალისებს გადაცემას.

უახლესი