საზოგადოებრივი
104.5 FM

ჩაკრულო

“ჩაკრულო” - ქართული ხალხური სუფრული სიმღერის მწვერვალი, დღესაც მოგზაურობს გალაქტიკაში, როგორც დედამიწის ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიმუში. ჩვენც გადავწყვიტეთ პროგრამისთვის ეს სახელი გვეწოდებინა.

”ჩაკრულო” ეთერშია ყოველ ოთხშაბათს 13:00-დან 14:00-მდე. გადაცემის წამყვანები არიან ლალი სეთურიძე და მიხეილ ჯავახიშვილი, ერთ-ერთ საინტერესო და აქტუალურ რუბრიკას ”ხმა სოფლიდან” უძღვება დავით ცინცაძე.

“ჩაკრულო”, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ აზიარებს მსმენელს ლეგენდად ქცეული მომღერლების ხელოვნებას, სთავაზობს მათ შემოქმედებით პორტრეტებს, თითოეული სიმღერის წარმოშობის ამბავს, ხალხური პოეზიის ნიმუშებს.

ჩვენს გადაცემაში მსმენელთან ერთად კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს ქართული ქორეოგრაფიის განვლილ გზას და შევეხებით დღევანდელობას.

გარდა ამისა, გადაცემა პირდაპირ ეთერში წარადგენს როგორც ახალბედა, ასევე სახელგანთქმულ ანსამბლებს.

პროგრამის ერთ-ერთი საინტერესო რუბრიკაა დებატები. ჩვენ ვცდილობთ შევეხოთ ფოლკლორში მიმდინარე პრობლემურ თემებს, რა თქმა უნდა, დაპირისპირებულ მხარეთა შორის ბალანსის დაცვით. ”ჩაკრულოს” მიზანია ამ თემაში აქტიურად ჩაერთოს რადიომსმენელი.

უახლესი