საზოგადოებრივი
104.5 FM

რაც მეხსიერებას შემორჩა

მუსიკალურ რედაქციაში წლების განმავლობაში მზადდებოდა და მზადდება გადაცემები, რომელთა მიზანია, ვუამბოთ რადიომსმენელს ქართველ მუსიკოსთა ღვაწლზე, როგორც ეროვნული კულტურის შემადგენელ ნაწილზე.

ჩვენ მაგნიტოფირზე აღვნუსხავდით საქართველოს სამუსიკო ცხოვრებაში მომხდარ ყველა საინტერესო მოვლენას. ეს გადაცემები თავისებური ცდა იყო სამუსიკო მატიანის შექმნისა საქართველოს რადიოში, რადიომსმენელი კი შეძლებისდაგვარად საქმის კურსში იყო, როგორ მიიწევდა წინ ქართული მუსიკა.

დღეს ეს გადაცემები აუდიოარქივშია შენახული გრიფით "იშვიათი". გავიდა ხანი, გაიზარდა ახალი თაობა ჩვენი მსმენელებისა და დაგვებადა აზრი, შევთავაზოთ მათ ქართული სამუსიკო ცხოვრების ღირსსახსოვარი ფაქტები და მოვლენები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ადგილი... შევახსენოთ იმ მოღვაწეთა ხმები, დღეს რომ ჩვენს გვერდით აღარ არიან. ეს ხმები კი, მხოლოდ საქართველოს რადიოს აუდიოარქივში ინახება.

უახლესი