საზოგადოებრივი
104.5 FM

ბახიდან ოფენბახამდე

მუსიკალური პროგრამა ”ბახიდან ოფენბახამდე, ანუ ერთი სამუსიკო შედევრი” - ესაა ჩანახატი მოკლე წინასიტყვაობით კომპოზიტორზე, ნაწარმოებზე, შემსრულებელზე... მსმენელს აცნობს მსოფლიო სამუსიკო საგანძურს და რაც მთავარია, მუსიკალური ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს, გამოჩენილ მუსიკოს-შემსრულებლებს. ამ საშუალებას კი, მხოლოდ საქართველოს რადიო ფლობს. 

პროექტის სახელწოდება "ბახიდან ოფენბახამდე", ცხადია, პირობითია, რადგან "ერთ სამუსიკო შედევრში" ბახამდელი პერიოდის ავტორთა საუკეთესო ნაწარმოებებიც შევა და ოფენბახის შემდგომი პერიოდისაც. გადაცემების მიზანია დააკმაყოფილის მუსიკის ყველა ჟანრის მოყვარული მსმენელის სურვილი და დახვეწოს მათი გემოვნება. გადაცემები შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. 

"ერთი სამუსიკო შედევრი" კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ სიხარული და მღელვარება, რასაც მუსიკის მოსმენა გვანიჭებს, ყველასთვის აუცილებელია.

უახლესი