საზოგადოებრივი
104.5 FM

კლასიკა ღამით

პროფესიული სამუსიკო ხელოვნება მსოფლიო საგანძურშია შესული. თითქმის 16-მა საუკუნემ განვლო, თუმცა ჩვენამდე მოღწეული უამრავი ნაწარმოები დღესაც ჭეშმარიტ სიამოვნებას ანიჭებს მსმენელს.

„ღამის კლასიკა“ ითვალისწინებს კლასიკური მუსიკის კონცერტებს სხვადასხვა ქრონომეტრაჟით. ჩვენი მიზანია ამა თუ იმ კლასიკოსი კომპოზიტორის შედევრები შევთავაზოთ მსმენელს FM 102,04-ზე... ამავე დროს დავაკმაყოფილოთ მუსიკის ყველა ჟანრის მოყვარული მსმენელის გემოვნება და სურვილი.

„ღამის კლასიკა“ ქართულ მუსიკას საგანგებოდ დიდ დროს უთმობს, თქვენ მხოლოდ ჩვენს არხზე შეგიძლიათ მთლიანად მოისმინოთ ოპერები „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“...

„ღამის კლასიკამ“ იქნებ მოზარდებიც დააინტერესოს, ჩვენ ხომ მსოფლიო სამუსიკო საგანძურს გთავაზობთ საუკეთესო შესრულებით.

ცნობილია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აუდიო ჩანაწერების არქივი არაერთ უნიკალურ ჩანაწერს ინახავს, მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოს-შემსრულებელთა შესრულებით. ჩვენი არხით თქვენ მოუსმენთ მარია კალასსა და ენრიკო კარუზოს, ტიტო გობისა თუ გლენ გულდის ჩანაწერებს, სერგეი რახმანინოვსა თუ კლაუდიო არაუს, მსოფლიოს ცნობილ ორკესტრებს დიდი დირიჟორების არტურო ტოსკანინის, ვილჰელმ ფურტვენგლერის, გეორგ შოლტის, კლაუდიო აბადოსა თუ რიკარდო მუტის ხელმძღვანელობით. ჩამონათვალი, ცხადია არასრულია.

მოგვისმინეთ და ისიამოვნეთ... ჩართეთ „ღამის კლასიკა“ FM 102,04-ზე

უახლესი